მოგესალმებით თანაფორუმელებო! სიმართლე გითხრათ, ვყოყმანობდი გამეხსნა, თუ არა თემა, რათგან,მე არ გახლავართ პიკაპმასტერი და არც ვაპირებ კლასიკური პიკაპით დაკავებას,და ასევე, რათგან ამ თემის სულის ჩამდგმელი და ავტორი სამუდამოდ წავიდა ფორუმიდან,ვფიქრობდი რამდენად
მართებული იქნებოდა,უფრო სწორად,ექნებოდა აზრი- მის გარეშე თემას ეარსება. მაგრამ მიუხედავად ზემოდ ჩამოთვლილი მიზეზებისა,როგორც ხედავთ, საბოლოოდ,მაინც გავხსენი.
სანამ ძირითად საკითხზე გადავალ,მინდა ჩემზე ვთქვა ორიოდე სიტყვა და ასევე თემის ავტორზე.
მოკლედ,რასაც ახლა დავწერე ცოტათი სხვებსაც დაეხმარება,რათგან იმაზე ვისაუბრებ,რა ზეგავლენა მოახდინა ჩემზე ამ თემამ და რაში დამეხმარა პირადათ მე.
თუ სწორად მახსოვს2016წელი იყო,როდესაც ამ თემაში პირველად დავპოსტე და აზრზე არ ვიყავი,რაზე საუბრობდენ აქ ხალხი და საერთოდ თემის არსი რა იყო.
მახსოვს იუზერმა თეამ მითხრა: მაპიკაპებო? თავიდან რაც დამარტყა თავში პიკაპი ხომ მანქანა და დაპიკაპება რას ნიშნავს-თქო ? შემდეგ ცოტა,როდესაც წავიკითხე პოსტები,მივხვდი რაზეც მიდიოდა მსჯელობა.
ცნობის მოყვარე ვარ და სწორედ ამიტომ დავინტერესდი და მერე რაც მოხდა ყველას გაოცების რა გითხრათ,მაგრამ ჩემთვის ნამდვილად სულ სხვა სამყარო გადაიშალა თვალწინ...
ამ თემის გაცნობამდე ვერ ვიტყვი,რომ საპირისპირო სქესთან ურთიერთობა არ გამომდიოდა,სკოლის პერიოდში პოპულარული ტიპი ვიყავი გოგოებში,რაც განპიროვნებული იყო იმით რომ დიდი ფანტაზის უნარი მქონდა და მაქვს,ასევე ორიგინალური ვარ და ყურადღებიან,და იქედან გამომდინარე რომ ლიტერატურა მიყვარს,სასაუბრო თემას ყოველთვის ვნახულობდი გოგოებთან,თუმცა მაჩო ან ძაან მექალთანე არასოდეს ვყოფილვარ.
დამიგროვდა საკმაოდ ნორმალური გამოცდილება,როგორც სექსუალური, ისე ურთიერთობების მხრივ,თუმცა პიკაპ თემის გაცნობის შემდეგ აფსოლიტურად
სხვა თვალით შევხედე ყველაფერს და ჩემი შეცდომებიც ძალიან კარგად დავინახე. სწორედ პიკაპის თემის დამსახურებაა,რომ ჩემი ორი ყოფილი მოვიშორე თავიდან,რომლებთან ურთიერთობა ძალიან ბევრ ენერგიას მართმევდა და ამავე დროს არაფრის მომცემი იყო ჩემთვის.
ამ თემის შესახებ ალბათ ვერც ვერაფერს გავიგებდი,რომ არა იუზერი სნეგირი,რომელიც გახლავთ თემის ავტორი.
რა შეიძლება ამ ადამიანზე ითქვას: ჭკვიანი და ახალგაზრდა კაცია,რომელიც
მუდამ სიახლის ძიებაშია და მიღებული ცოდნის გაზიარებაც არ ეზარება...
მიუხედავად იმისა რომ ბოლოს ცოტა აგვერია ჩვენ ურთიერთობა მადლობელი ვარ მისი,რაღაც რჩევები,მომცა და უანგაროდ დამეხმარა. ასევე-ეს თემა მის გარეშე ცოტა ნიტო იქნება და ყოვლეგვრი ფამილიარობის გარეშე ქმ-ელის განყსაც დააკლდება და არა მარტო ქმ. თუმცა,მთავარი ის არის,რომ ცოცხალია და იმედია კარგად არის,თუ გადაიფიქრებს და დაბრუნდება გულით ვამბობ გამიხარდება. ვუსურვებ წარმატებებს!!!
ახლა გადავდეთ თემაზე და პირველ რიგში გავიგოთ რა არის პიკაპი,ამას თემის ავტორი სნეგირი გეტყვით,უფრო სწორად,მისი პოსტი უკეთ აგიხსნით.
ახლა გადავდეთ თემაზე და პირველ რიგში გავიგოთ რა არის პიკაპი,ამას თემის ავტორი სნეგირი გეტყვით,უფრო სწორად,მისი პოსტი უკეთ აგიხსნით.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რა არის პიკაპი?
პიკაპი არის პატარა სატვირთო-სამგზავრო ავტომობილი საპირისპირო სქესთან (Outdoor-თან ბოდიში : ))) ) ურთიერთობის ხელოვნება, რომელიც მოიაზრებს ყოველმხრივ დახვეწა-გავითარებას ამ ურთიერთობებში დასაოსტატებლად.
განასხვავებენ "დღის თამაშს" (Daygame) და ღამის თამაშს (Nightgame). "დღის თამაში" თავისთავში მოიცავს დღის განმავლობაში საპირისპირო სქესის გაცნობის მიზნით "ცივ მისვლებს" (Cold Approaches) ქუჩებში, პარკებში, სავაჭრო ცენტრებში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში. "ცივი მისვლა", თავის მხრივ, ნიშნავს საპირისპირო სქესთან ვერბალური ან არავერბალური კონტაქტის დასამყარებლად მისვლას, იმ პირობით, რომ აქამდე მასთან არანაირი სოციალური გადაკვეთა არ გქონია. "ღამის თამაში" გულისხმობს ზოგადად გართობისა და საპირისპირო სქესის წარმომადგენლების გაცნობის მიზნით პარასკევ ან შაბათ დღეს ღამის ივენთებზე გასვლას (ძირითადად კლუბებსა და ბარებში).
user posted image
რატომ არის "Cold approach pick up"-ი ყველა ბიჭის ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე აუცილებელი?
1. Pick up-ი გვაძლევს არჩევანის საშუალებას. ბევრი თქვენგანი ალბათ არც კი დაფიქრებულა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით დედამიწაზე 7 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რეალურად ამ ადამიანების უმრავლესობა პარტნიორის არჩევანში ძალიან შეზღუდულია, კონკრეტულად კი სოციალური წრით. დაუსვი შენს თავს კითხვა, რამხელაა შენი სოციალური წრე? გიჭირს პასუხის გაცემა? არაუშავს, დაგეხმარები. გახსენი სოციალურ ქსელში შენი პროფილის გვერდი. შეიხედე მეგობრების სიაში და დახედე რიცხვს. ეს რიცხვი 50-დან 5000-მდე დიაპაზონში მერყეობს და ეჭვი მეპარება, facebook-ის ფუნქციონალური შეზღუდვა რომ არა, ეს რიცხვი, შენს შემთხვევაში, 5000-ს ასცდენოდა. ახლა დაფიქრდი, ამ რიცხვში რამდენია საპირისპირო სქესის, შენს ასაკს +/- 10 წლის და რაც მთავარია შენთვის მოსაწონი. აცნობიერებ სინამდვილეში რამდენად შეზღუდული ხარ შენი მომავალი პარტნიორის არჩევანში? მგონი ჩამოსათვლელად ხელზე თითებიც გეყოფა. გაამოს! ; ) კარგი, ვაღიაროთ, რომ ზოგიერთი თითების რაოდენობითაც კმაყოფილია, მაგრამ ახლა წარმოვიდგინოთ სცენარი, სადაც რიგი მიზეზების გამო მოგიწია სრულიად უცხო ქალაქში გადასვლა. ამ შემთხვევაში, შენი წლობით ნაშენი სოციალური წრე საპნის ბუშტივით სკდება. რას შვები? ისევ თითები, ამჯერად სხვა დანიშნულებით? OK, ყველას თავისი პრიორიტეტები აქვს. ჩვენ არავის განვსჯით.
და რა არჩევანი აქვს ბიჭს, რომელიც ფლობს "cold approach pick up"-ს? უტრირებულად რომ ვთქვათ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას შენი მომავალი პარტნიორის არჩევანში მხოლოდ შენი მზერის არეალით ხარ შეზღუდული. კარგად ჟღერს, არა? : )))
2. Pick up-ი გვაიძულებს საკუთარი კომფორტის ზონის დარღვევას და თუ შენ კიდევ გაქვს ილუზია, რომ განვითარება კომფორტის ზონის ფარგლებშია, ცდები. კომფორტის ზონის ფარგლებში მხოლოდ დაქვეითებაა, რადგან არ არსებობს "უძრავი მდგომარეობა", მუდმივად ან წინ მიიწევ, ან უკან. უმრავლესობა სწორედ კომფორტის ზონის დარღვევის შიშით გაურბის მას, რადგან ვერ აცნობიერებს, რომ მხოლოდ მის გარეთ იცვლები. თუ კვლავ და კვლავ აკეთებ იმას, რასაც აქამდე აკეთებდი, ლოგიკურია, რომ ისევ და ისევ იმ შენთვის არადამაკმაყოფილებელ შედეგს მიიღებ და ამიტომ უნდა სცადო შენთვის ახალი, ჯერ კიდევ უცნობი, გაურკვეველი, სადაც არარსებობს არანაირი გარანტიები! ბიჭის მამაკაცად ფორმირება ბიძამისის ფულით დაქირავებულ მეძავთან რამდენიმეწამიანი პენეტრაციის შედეგად არ ხდება. ბიჭის მამაკაცად ფორმირება ხდება უამრავი ცხოვრებისეული სირთულეების გამოვლის შედეგად, რომელთა შორის 100% კომფორტის ზონის გარეთაა და აუცილებელი არ არის ყველა ამ სიტუაციაში გამარჯვეულის როლში გამოსვლა, რადგან მთავარი მონაპოვარი გამოცდილებაა, ხოლო ნებისმიერი გამოცდილება გამარჯვებაა. ამიტომაც, როდესაც შენ "ცივი მისვლის" შედეგად გოგონას ეუბნები გამარჯობას, შენ უკვე გამარჯვებული ხარ. ბევრს ჰგონია, რომ თავდაჯერებულობა გულისხმობს კონკრეტულ გარემოებებში აუცილებლად გამარჯვებულად გამოსვლის რწმენას. სინამდვილეში, ჭეშმარიტი თავდაჯერებულობა ნიშნავს კონკრეტულ გარემოებებში ნებისმიერი შედეგის, როგორც დადებითი, ისე უარყოფითის მიღების მზადყოფნას. ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია.
Pick up-ში კი უამრავ ისეთ ახალ გარემოებებში ამოყოფ თავს, სადაც პირველად ხარ, არარსებობს მზა მოქმედების ინსტრუქცია, არ იცი რა ჰქნა და გინდა არ გინდა, გიწევს ამ სიტუაციასთან გამკვლავება. სწორედ, მრავალი ასეთი გარემოების გამოვლის შედეგად ყალიბდება ადამიანში ის, რასაც ხალხში შინაგან სიძლიერეს ეძახიან და არარსებობს მისი ჩამოყალიბების სხვა გზა.
3. Pick-up-ი გვინგრევს ილუზიებს სოციალურ ნორმებსა და საზოგადოების მოწყობაზე. საზოგადოება გვასწავლის და გვიწესებს ქცევის იმ ნორმებს, რომლიც მომგებიანია მისთვის, როგორც ერთიანი სისტემისთვის და არა შენთვის, როგორც კონკრეტული ინდივიდისთვის. შესაბამისად, მისი ინსტრუქციები შენს ინტერესებს არ ითვალისწინებს. მხოლოდ pick-up-ში მიღებული გამოცდილება გიხსნის იმ "რკინის ფარდას", რომელიც სქესთაშორის ურთიერთობებშია ჩამოყალიბებული. ხვდები სად და რატომ უწევს გოგოებს ტყუილების თქმა და ბიჭებით მანიპულირება. ხვდები რატომ ფიქრობენ ერთს, ამბობენ მეორე და იქცევიან მესამენაირად და უამრავი ასეთი ფაზლი დროთა განმავლობაში მარტივად იწყობა. ეს არის სრულიად ახალი სამყარო და კი, მეგობარო, შენ ხვდები, რომ აქამდე ტყუილში გიცხოვრია.
4. და რა თქმა უნდა, pick-up-ი გვაძლევს წვდომას სექსთან... ბევრ სექსთან... ხარისხიან სექსთან... ან თუნდაც, თავშეკავებასთან, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით მიღებული გააზრებული გადაწყვეტილებაა და არა გარემოებრივი იძულება. : ))) არჩევანი უკვე შენს ხელშია.
ესეც წინა თემის ლინკები
წინა თემები:
ნაწილი I: პიკაპი
ნაწილი II: Pick Up II
ნაწილი III: pick up 3
ნაწილი IV: Pick Up
ნაწილი V: PICK UP - Seduction Mastery
ნაწილი VI: PICK UP - Seduction Mastery
წინა თემის ტოპი
theodous 301
~Annabelle°Haunting~ 153
_Pablo_ 79
sandroEVO 76
janosslaitrer 69
bigmaster 68
Ambitious_Person 56
siml11 53
<casablanca> 50
ჯიმ"მორისონი 48
Buntaro 46
თავარი რაც უნდა იცოდეთ
აქვს თუ არა გარეგნობას მნიშვნელობა
აქ ისევ სნეგირის პოსტი გამოგადგებათ,რომელსაც სპოლერში ჩავაგდებ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
შენი ახალი სამყაროს ხედვა: ბიჭები, რომელიც სურთ გოგოებს.
ერთხელ და სამუდამოდ, ნათელი მოვფინოთ კითხვას, თუ როგორი ბიჭები მოსწონთ გოგოებს. ამისთვის, წარმოვიდგინოთ ბიჭი, რომელიც გოგოებს მოსწონთ. უმრავლესობას, პირველ რიგში, თავში მოსდის ორი წარმოდგენა, უფრო სწორად კი, არასწორი წარმოდგენა: ფული და გარეგნობა.
გარეგნობა.
მოდი, ნუ დავკარგავთ რეალობის აღქმას და ვაღიაროთ, რომ:
- დიახ(!), გოგოებს ჰყავთ თავიანთი სასურველი "ტიპაჟები" გონებაში.
- დიახ(!), გოგოებს შეუძლიათ გაარჩიონ ფიზიკურად მიმზიდველი მამრი, ფიზიკურად არამიმზიდველისგან.
- დიახ(!), შენმა გარეგნობამ შეიძლება ხელი შეუშალოს შენს გოგოებთან წარმატებას, თუ(!) გოგო ჯერ არ გიცნობს. მაგალითად, მას შეუძლია იარლიყი მოგაკრას: "სავარაუდოდ ეს "ბნელია"... ეს წარუმატებელი..." და ა.შ. მან გაცნობამდე შეიძლება განგსაჯოს შენნაირი "ტიპაჟის" ბიჭებთან წარსულში ცუდი გამოცდილების გამო.
- დიახ(!), შენ შეიძლება მიიღო უარი გარეგნობის გამო, მაგრამ ყოველივე ამის მშვენიერება იმაშია, რომ ეს იშვიათად ხდება და ცოტა ხანში მიხვდები რატომ.
ყოველ ჩვენგანს უნახავს არც თუ ისე მიმზიდველი ბიჭი, რომელსაც ხელიხელჩაკიდებული მოჰყვება ულამაზესი გოგო. რა მოეწონა ამ გოგოს მასში? ცხადია, გარეგნობა - არა. აი, სინამდვილეში რას გაძლევს გარეგნობა: ის გაძლევს ნებართვას. ეს არის ყველაფერი, რასაც ის გაძლევს. ხშირ შემთხვევაში, კარგი გარეგნობის ბიჭები გოგოებთან ურთიერთობაში იქცევიან ისე, თითქოს ფლობენ ამ გოგოებს: ეხებიან, ხუმრობენ, მხიარულობენ და რომ ჩაეკითხო, თუ რატომ გამოსდით ყოველივე ეს ასე ბუნებრივად, ისინი დაახლოებით ასე გიპასუხებენ: "ნუ... ვიცი, რომ კარგად გამოვიყურები, შესაბამისად, უფლება მაქვს ასე მოვიქცე." და აი, რაშია საქმე: თუ შენ მისცემ შენს თავს ამ ნებართვას, ცოდნას იმისა, რომ იცი, რომ შეგიძლია ასე მოიქცე - აღარ გექნება კარგი გარეგნობის აღარანაირი საჭიროება. ასე, რომ მიეცი შენს თავს ნებართვა მიხვიდე გოგოსთან, გაატარებინო კარგი დრო, იყო ის, რაც ხარ. კარგი გარეგნობით თუ მის გარეშე, მიეცი შენს თავს ნებართვა! და კიდევ ერთი რამ... თუ არ გაქვს კარგი გარეგნობა, გამოიყენე ეს! აი, ამის მშვენიერება რაშია: თუ კარგი გარეგნობის ბიჭი თავდაჯერებული მიდის გოგოსთან, გოგო ფიქრობს: "ის მაღალია, სიმპათიური, რა თქმა უნდა, თავდაჯერებული იქნება!" და რა ხდება, როდესაც ცუდი გარეგნობის ბიჭი თავდაჯერებული მიდის გოგოსთან? გოგო ფიქრობს: "ეს ბიჭი?! ეს მახინჯი (დაბალი, მსუქანი და ა.შ.) თავდაჯერებულად გრძნობს თავს ჩემთან?! რატომ?! როგორ?! ის სიმპათიურიც კი არ არის! რაღაც უნდა იყოს მასში. ნამდვილად, რაღაც უნდა იყოს მასში, რაც საშულებას აძლევს მოვიდეს და ჩემთან ასე თავდაჯერებულად მოიქცეს." იმ შემთხვევაში, როცა ცუდი გარეგნობის მიუხედავად თავდაჯერებულად იქცევი, ეს კიდევ უფრო კარგად გამოგაჩენს. ამავდროულად! მიხედე შენს თავს ფიზიკურად. არსებობს უამრავი სისტემა, თუ როგორ მივხედოთ საკუთარ სხეულს, გონებას. ივარჯიშე, იკვებე ჯანმრთელად, მოუარე თავს. როდესაც შენ უვლი საკუთარ თავს - ამით შენ საფუძვლებს უყრი საკუთარ თავის პატივისცემას. როგორ გამოიყურება ბიჭი, რომელსაც მიშვებული აქვს ყველაფერი და უბრალოდ მსუქანია? ის უბრალოდ არ ასხივებს საკუთარი თავის პატივისცემას. ჩაეწერე დარბაზში, დაიწყე საკუთარ თავზე ზრუნვა. აქ არ იგულისხმება მაინცდამაინც გამოკვეთილი პრესისა და ბიცეფსის დაყენება, უბრალოდ მიხედე შენს სხეულს ისე, როგორც შეგიძლია და უკეთესი გარეგნობა არ იქნება ერთადერთი დადებითი რაც ამას მოჰყვება, არამედ მხოლოდ ერთ-ერთი. ხოლო ყველაზე მთავარი იქნება ის, რომ ამით შენ იძენ და აჩვენებ საკუთარი თავის პატივისცემას. და ბოლოს ერთი-ორი სიტყვით ჰიგიენაზე, რომელიც აგრეთვე საკუთარი თავის პატივიცემის თემიდანაა. საბაზისო ჰიგიენის დაცვა აუცილებელია. სამწუხაროდ, უამრავი ბიჭი მას სათანადო ყურადღებას არ აქცევს და მაგალითად, მათი პირის ღრუდან არასასიამოვნო სუნი ამოსდის. წარმოიდგინეთ ულამაზესი გოგო, რომელსაც საუბრისას პირიდან არასასიამოვნო სუნი ამოსდის? მისი ტუჩებში კოცნა ალბათ იქნება უკანასკნელი, რისი სურვილიც გაგიჩნდებათ და ერთადერთი რაზეც იფიქრებთ, როგორ გაეცალოთ მას, მიუხედავად მისი სილამაზისა. შეიძლება შენ ჩვეულებრივ იცავ საბაზისო ჰიგიენას და ფიქრობ, რა საჭიროა ასეთ საყოველთაოდ ცნობილ და ელემენტარულ რაღაცებზე წერა, მაგრამ, მეგობარო, სამწუხაროდ, სწორედ ასეთი ელემენტარული რაღაცებიც სათქმელია, რადგან არიან ისეთებიც, ვინც უგულებელყოფენ ამას. მოკლედ, საბაზისო ჰიგიენის ნორმების დაცვა აუცილებელია.
ფული.
ახლა ვისაუბროთ ფულზე და ჭეშმარიტებაზე, რომელიც მას თან ახლავს. ალბათ ყველას გვინახავს ტიპური მაყუთა ღიპიანი ბიძა ულამაზეს სუპერმოდელთან ერთად. ვიყოთ გულწრფელები და ვთქვათ, რომ არსებობენ გოგოები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ფულით და მათი მთავარი ცხვრებისეული ამოცანაა დაითრიონ მაყუთა ქმარი, "მისცენ" მას და ამით მოიწყონ გლამურული ცხოვრების სტილი. დიახ, ისინი არსებობენ. მაგრამ ნებისმიერ შემთვევაში, მეგობარო, ვის სჭირდება ასეთი გოგოები? ვის სჭირდება ფსიქოლოგიურად დაზიანებული გოგოები მის ცხოვრებაში? მე არა. სავარაუდოდ, არც შენ, თუ ამაზე კარგად დაფიქრდები. თუ დააკვირდები მდიდარ მამაკაცს, სავარაუდოდ მას არაფერი აღელვებს, რადგან ის თავის გზას ადგას, რომელიც სავარაუდოდ მის საქმეზე ან სხვა ნებისმიერ რამეზე გადის. მას დიდად არ აღელვებს რა ხდება მის გარშემო, რადგან მას აქვს თავისი მიზანი და ის მიისწრაფვის მისკენ. ის სავარაუდოდ სიუხვეშია, როდესაც საქმე ეხება ქალებს, ან როდესაც საქმე ეხება ხალხს, ზოგადად. ის ასეთია: "მეგობარო... ან გოგონავ, თუ შენ შემიჭამ ტვინს და არ მომექცევი პატივისცემით, როგორც ჩემი ქალი, შენ მომენტალურად გაქრები ჩემი ცხოვრებიდან. აი, ასე, ძალიან მარტივად. სხვა ქალს ვიპოვი." და ის იპოვის, რადგან სიუხვე აქვს. აგრეთვე, მას უკვე ჰყავდა უამრავი ქალი. აქ საუბარი არ არის, მდიდარი მამიკოების შვილებზე. როგორც წესი, მდიდარმა მამაკაცმა მუყაითად იშრომა, რათა აეწყო თავისი საქმე. მან უამრავი რამ გამოსცადა. მან იცის რას ნიშნავს იყო გაკოტრებული, როგორ ააწყო რაღაც არაფრისგან. ამიტომ, ასეთი მამაკაცი დიდად არ იქნება ქალებისგან რეაქციის მაძიებელი. ის არ იქნება რეაქციული იმ სისულელეზე, რასაც გოგოები გასცემენ. ისევ და ისევ, ის თავის გზაზე დგას და მუყაითად შრომობს. და აი, სიმართლე: სამყარო მხარს არ უჭერს ბეტა-მამრის ქცევის მოდელს. სინამდვილეში, ის მხარს უჭერს ბეტა-მამრის ქცევის მოდელს, მაგრამ არასოდეს დაგეხმარება საშუალო დონეზე მაღლა მოქცევაში. საზოგადოებაში უმრავლესად ბეტა-მამრები ჭარბობენ. თუმცა, როგორც კი საზოგადოებაში ჩნდება ალფა-მამრი, თუ მას სურს ეს, ის სავარაუდოდ მდიდარია. რადგან ვინ არის ალფა-მამრი? ეს არის მამაკაცი, რომელსაც აქვს მიზანი, აქვს თავისი გზა, მან იცის რა სურს და მზად არის გაისარჯოს, სანამ არ მიიღებს ამას. ის არ აღიქვამს სხვა ადამიანებისგან ნეგატივს, მას ჰკიდია თუ რას საუბრობენ მასზე, რადგან თავის გზას ადგას. და თუ კარგად დაფიქრდები, ყველა ეს თვისება აქვთ ზემოხსენებულ მდიდარ მამაკაცებს და თავისმხრივ, ამ მამაკაცებს აქვთ ალფა-მამრების თვისებები. ეს აუცილებლად დამთხვევა არ არის, თუმცა, უამრავი პარალელის გავლებაა შესაძლებელი ბუნებრივად მიმზიდველ მამაკაცსა, რომელიც არ აღიქვამს სხვა ადამიანებისგან ნეგატივს, იცის რა სურს, არ აქცევს სხვების აზრს თავის რეალობად და მდიდარ მამაკაცს შორის. ეს ერთიდაიგივე პიროვნული თვისებებია, ასე რომ, ფული მნიშვნელოვანი არ არის. რაც მნიშვნელოვანია, ეს არის ის პიროვნული თვისებები, რომელიც მდიდრებს ახასიათებთ.
სხვა ჩვეული არასწორი წარმოდგენა, არის იდეა "საყვარელ ბიჭუნაზე" და "ნაძირალაზე". მეინსტრიმის შესახებ ამის ცოდნაც აუცილებელია, ისევე, როგორც ჰოლივუდური წარმოდგენების სიყვარულზე და იმაზე თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ გოგო და ბიჭი ერთად იყონ. ყოველივე ეს მიეწერება "საყვარელ ბიჭუნას". უბრალოდ გაიხსენე უკანასკნელი რომანტიკული კომედია, რომელსაც უყურე. როგორ გაიჩინა ბიჭმა გოგო? სავარაუდოდ, ის იყო საყვარელი, გ ა მ ო უ ტ ყ დ ა მას სიყვარულში, აჩუქა მას ყვავილები და ა.შ. მთელი მეინსტრიმის იდეა, თუ როგორ უნდა გაიჩინო გოგო ეს არის - გახდე "საყვარელი ბიჭუნა". და ყველაზე სახალისო ის არის, რომ თუ გახვალ გარეთ და ჰკითხავ ნებისმიერ შემთხვევით გოგოს თუ რა ტიპის ბიჭები მოსწონს და იზიდავს მას, ისინი ყველანი გეტყვიან ამის მსგავს: ის უნდა იყოს საყვარელი, კარგად უნდა მექცეოდეს, ჩემი უნდა ესმოდეს და ა.შ. და სახალისო ის არის, რომ ისინი ამბობენ ამას, ამავდროულად ეხმაურებიან რაღაც საერთოდ განსხვავებულს. დიდი ალბათობით, ან გსმენია ამაზე, ან თავად ყოფილხარ მსგავს მდგომარეობაში, როდესაც "საყვარელი ბიჭუნა" წუწუნებს ტიპურ "ნაძირალაზე": "მე ასეთი საყვარელი ვარ გოგოებთან, ერთადერთი რასაც მთელი დღე ვაკეთებ, მოვიკითხავ, თუ რას შვება და როგორ არის. უბრალოდ მინდა რომ ბედნიერი იყოს, მაგრამ ის ყოველთვის "ნაძირლებთან" ამთავრებს." ჰოლივუდური წარმოდგენები და მეინსტრიმი გეუბნება: რომ იყავი "საყვარელი ბიჭუნა", მაგრამ რეალობა ასეთია - გოგოები ეხმაურებიან "ნაძირლების" ქცევას. და აქვე ერთი რამ მინდა გირჩიო: არასდროს არ მიიღო გოგოებისგან რჩევა გოგოებზე. ისინი იმდენად დაბნეულები არიან სოციალური პროგრამირების შედეგად, რომ თავადაც არ იციან თუ რა სურთ. ამიტომ გეტყვიან ჭეშმარიტებისგან განსხვავებულ რჩევებს. ამიტომ, უარი თქვი ამ აზრზე. მანამ სანამ, ეს გოგო კარგად გათვითცნობიერებული არ არის ამაში, თუმცა, როგორც წესი, არცერთ ჩვეულებრივ გოგოს წარმოდგენა არ აქვს თუ რა სურს (მესმის, მესმის უკვე გოგოების ვიშვიში biggrin.gif ), რადგან ის გამოეხმაურება თავისი პასუხისგან სრულიად განსხვავებულ რაღაცებს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მე არ მოგიწოდებ გახდე სრული ნაძირალა და გაუფუჭო ადამიანებს ცხოვრება. არა. ეს მხოლოდ ტერმინია, რომელიც ისევ და ისევ, "საყვარელი ბიჭუნების" მოგონილია, იმისთვის, რომ მყისვე თითი გაიშვირონ და უწოდონ "ნაძირილა" თუ ის თავის სექსუალურ სურვილებს ამჟღავნებს. თუ ეს ბიჭი არ იმართლებს თავს, მოსწონს სექსი, არ მალავს ამას და სიამოვნებას იღებს ამით - ის ავტომატურად "ნაძირალაა" მათთვის. მოდი დროებით დავივიწყოთ ეს ტერმინები და გადავერთოთ იმაზე, თუ სინამდვილეში რა მოსწონთ გოგოებს.
ჭეშმარიტი ნატურალის ის თვისებები, რომლებიც გოგოების თვალში მას სასურველის სტატუსს სძენს:
1. ის ლიდერია. კლასიკური ბეტა-მამრის მაგალითი, რომელიც არ არის ლიდერი. ვთქვათ, მას მიჰყავს გოგო კინოთეატრში. იმის მაგივრად, რომ შესთავაზოს მოდი წავიდეთ ამა და ამ ფილმზე, ის გოგოს ეკითხება, რომელ ფილმზე წავიდეთ? სად დავსხდეთ? სად ვჭამოთ? და ა.შ. ის ლიდერობას გადასცემს გოგოს. მეორე მაგალითია, როდესაც გოგოს სახლში აყვანას აპირებ და გოგო გეკითხება: "სად მივდივართ?" და შენ: "ეეე... არვიცი." რაც ფაქტობრივად მიზიდულობის სუიციდია. აი, ლიდერობის ძირითადი არსი: აჩვენე მას შენი სამყარო და მიეცი მას ის როლი, რა როლსაც გსურს რომ შენს ცხოვრებაში იკავებდეს. ისევ და ისევ, აჩვენე მას შენი სამყარო. პატარავ, მე ვაკეთებ ამას... ეს შესანიშნავია... მოდი გავაკეთოთ ერთად. შენ ამის ნაწილი ხარ, გსურს შემომიერთდე? - ძალიან კარგი! არა? - კეთილი! მე ნებისმიერ შემთხვევაში გავაგრძელებ ამის კეთებას. ზოგიერთი ადამიანი ასეთია: "არ მინდა არამზადა ვიყო. არ მინდა სხვებს მივუთითო." არა, მეგობარო, აი, სიმართლე ხალხზე: ჩვენ ვართ ცხვრები, ჩვენ ყველას გვსურს მიმდევრები ვიყოთ და არავის გვსურს ლიდერობა, არ გვსურს ფიქრი ამაზე, ჩვენ გვსურს ვიყოთ რაღაც საინტერესოს ნაწილი. ოღონდ ეს უნდა იყოს მოწვევა შენს რეალობაში და არა გამოწვევა, გინდა თუ არა ჩემებურად იქნება ან მსგავსი. ჰო და პატივი დასდე ხალხს და გაუძეხი. მათ სჭირდებათ ეს. ისინი მოხარულები იქნებიან ამით.
2. მას აქვს იუმორის გრძნობა. იუმორი ძალიან მნიშვნელოვანია და ის შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ: იუმორი მასზე, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლია არ აღიქვა გოგო ზედმეტად სერიოზულად, არ დააყენო ის პიედესტალზე და აგრეთვე იუმორი საკუთარ თავზე, რათა აგრეთვე არ აღიქვა თავი ზედმეტად სერიოზულად. იუმორი და ყველა ეს უაზრო ქცევა ნიშნავს, რომ შენთან ერთად ყოველთვის სახალისო და საინტერესოა, რაც ჰქმნის მიზიდულობას შენს მიმართ.
3. ის სოციალურია. ის ყოველთვის მეგობრულია. არასოდეს განსჯის ხალხს და ყოველთვის უმეგობრდება მათ. არ აქვს მნიშნველობა თუ სად მიდის ალფა-მამრი, ის ყოველთვის იძენს ახალ მეგობრებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის არ განსჯის ხალხს. ადამიანების განსჯა, განსაკუთრებით გარეგნობის, ყოველთვის მოდის საკუთარი თავის სიძულვილიდან. ასე რომ, რაც უფრო მეტად განსჯი ხალხს, მით მეტად აჩვენებ რამდენად ცუდი აზრის ხარ საკუთარ თავზე და რაც უფრო მეტად აქებ გარშემომყოფთ, მით მეტად ჩანს შენი თავდაჯერებულობა საკუთარ თავში.
4. მას აქვს მიზნები. მან იცის რა სურს და აპირებს ამის მიღებას. ის იმუშავებს ამაზე. უმრავლეს შემთხვევაში, ეს მიმზიდველი ალფა-მამრი დაკავებულია. ის არ ელოდება გოგოს. იდეალში, გოგო ელოდება მას, თუ როდის გათავისუფლდება. მას ყოველთვის აქვს რამე საკაიფო, რითაც დაკავდება. მეორე მომენტი, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი გქონდეს მიზნები და ვნება მათ მიმართ, არის ის, რომ ამ შეთხვევაში ისინი გარეგან ასახვას პოულობენ შენში. შენ ფაქტობრივად ასხივებ ამ ვნებას, მათ შორის საწოლშიც.
5. ის არასდროს იმართლებს თავს. ალფა-მამრს აქვს თავისი ღირებულებებისა კრებული და მსოფლმხედველობა და ის იქცევა მათ შესაბამისად. ის შეიძლება არ იყოს იდეალური, მაგრამ აბსოლუტურად კმაყოფილია საკუთარი თავით. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ ის იღებს იმას, რომ იდეალური არ არის და როცა შეცდომას უშვებს, უპრობლემოდ აღიარებს მას. ასევე სექსუალურ კონტექსტში, როცა საქმე ეხება სექსს, ის არ იმართლებს თავს და არ მალავს თავის სურვილებს. მას უყვარს სექსი, ის პოულობს გოგოებს ფიზიკურად მომხიბვლელს და უპრობლემოდ საუბრობს ამაზე. ისევ და ისევ, ის არ იხდის ბოდიშს მისი სამყაროზე რწმენების გამო. ის ყოველთვის კარგ განწყობაზეა (გარდა უბედური შემთხვევებისა) რადგან მას სწამს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი კარგად იქნება და სწორედ ეს აძლევს საშუალებას იყოს მუდმივად კარგ განწყობაზე. ის სამყაროს ხედავს როგორც რაღაც მარტივს. ის ფიქრობს თავისთვის: ჰო, მე ან მოვიგებ ან არა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაცას მაინც ვისწავლი. ეს ჭეშმარიტი თავდაჯერებულობის მნიშვნელვნი ასპექტია. აი, რატომ არის ბუნებრივად მიმზიდველი ბიჭი ჩვეულებრივ საკმარისად კარგ განწყობაზე.
6. მას გააჩნია თავისი რეალობა. ის თამაშობს თავისი წესებით და სხვა ადამიანების აზრს არ აქვევს თავისი რეალობის ნაწილად. ის მყარად იცავს თავისი წესების კრებულსა და ფრეიმს.
და ბოლოს, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ყოველივე ზემოთქმული გამომუშავებადია! ოღონდ არა მხოლოდ კითხვით, არამედ მოქმედებით.
ჩემის მხრივ დავამატებ: გარეგნობას მნიშვნელობა აქვს და თავს ნუ მოვიტყუებთ,მაგრამ არა იმხელა,როგორც პირიქით,ანუ ჩვენთვის კაცებისთვის
უფრო მნიშვნელოვანია ქალის ვიზუალი,ვიდრე ქალებისთვის კაცის.
ასევე მთავარს ვიტყვი: სიმპატიურია ქალისთვის ყველა ის კაცები,რომლებიც
თავს უვლიან და კარგად აცვიათ.
თავის მოვლაში რა იგულისხმება- პირველ რიგში მიხედეთ ჰიგიენას,არ უნდა გქონდეთ ცუდი სუნი პირში და არც ოფლის სუნით არ უნდა ყარდეთ,რა თქმა უნდა,როგორც ხშირად მარშუტკაში გვეჩითება ხალხი სამწუხაროდ.
ვიზუალს რაც შეეხება- მიდით სტილისტან და შეარჩიეთ სასურველი ვარცხნილობა,ისწავლეთ ელემენტარული თმების სწორად დავარცხნა.
სხვა თუ სიმაღლეს ვერ შევცვლით,სხვა ყველაფრის შეცვლა შეგვიძლია,თითქმის,ამიტომ დაკავდით ფიტნესით და დაიყენეთ სპორტული-ათლეტური ტანი.დაიწყეთ სწორი კვება და ეს ყველაფერი არა მხოლოდ ვიზუალურად გაგალამაზებთ,ფსიქოლოგიურადაც, ძალინ წაგადგებათ.
ისწავლეთ სწორად ჩაცმა. ბევრი ბიჭი ვიცი,ვინც არ აქცევს ჩაცმას ყურადღებას და დაჟე დედის ან დის მიერ შერჩეული ზმანებით მოძრაობენ....
მოკლედ,არ არის აუცილებელი ბოლო მოდაზე ჩაიცვათ,უბრალოდ პირველ ეტაპზე მიმართედ სტილისტს,რომელიც თქვენთვის შესაფერის სამოს შეგირჩევთ და შემდეგ ცოტას რომ გაერკვევით თქვენით არჩევთ ის რაც კარგად გექნებათ ტანზე.
ახლა გადავიდეთ მეორე თემაზე,რომელიც ყველაზე გავრცელებულია,ანუ ფულზე და ფულის როლზე ქალების დაკერვაში....
აქაც ნუ მოვიტყებთ თავს,თუ გაქვთ ბევრი ფული უამრავი ტოპმოდელს ააგდებთ და ასევე ოჯახის შექმნაც არ გაგიჭირდებათ და ქალებს ნამდვილად იზიდავთ ფულიანი მამაკაცები,ოღონდ საქმე იმაშია,ჯასტ სექსი უფულოდაც არის შესაძლებელი და არ არის აუცილებელი შვეიცარის ბანკში მილონები გქონდეთ რომ გოგომ მოგცეთ.
კიდევ ერთი თემა-მამაკაცის სტატუსი.
რა თქმა უნდა,თუ მამაკაცი წარმატებული თავის სფეროში და აქვს სტატუსი,ანუ მაგალითად არის ცნობილი ექიმი ან ლექტორი, ოჯახის შესაქმენალდ ძალიან გამოადგება-ეს ყველფერი...ქალებს იზიდავთ სტატუსიანი მამრები,მაგრამ კლუბში დაკერვის დროს ან ქუჩაში არცეთი გოგო არ გეტვის: უი,ექიმი ხარ ? ყოველთვის ვოცნებობდი ექიმს გავეჟიმე სახურავზე....
მოკლედ, ახლა იმაზე გადავიდეთ თუ როგორ კაცები მოსწონთ ქალებს და რა არის საჭირო რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები დაინტერესდენ ჩვენით.
1 თავდაჯერებულობა
2ღირებულებები
3იუმორი
4ინტელექტი
5გამბედაობა და სინაგლე
ნუ სხვა რაღაცებიც არის,მაგრამ ძირთადი ეს კრიტერიუმებია,რომლებიც თუ არ გაქვთ შეგიძლიათ შეიძინოთ,ოღონდ ამისთვის დიდი შრომა საჭირო და კომფორტის ზონიდან გამოსვლა.
სხვა პიკაპ საკითხებს განვიხილავ თუ ვინმეს დაინტერესებს და როდესაც მე დრო მექნება,ასევე ავღნიშნავ მე ექსპერტი ამ თემაში არ ვარ და პირადი გამოცდილებით გირჩევთ,ვისაც გაინტერესებთ ეს თემა ნამეტარი ვიდეოებს და სტატიებს ნუ მიაკვდებით (ლიტერატურას საერთოდ არ გირჩევთ),პრაქტიკა მოგცემთ ყველაზე დიდ ცოდნას-ამიტომ მეტი მოძრაობა და ექშენი!!!
წარმატებები!!!!