#60995112 · 2 Feb 2024, 09:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | სიცარიელე, უუუზარმაზარი, ამოუვსები შინაგანი სიცარიელე |
QUOTE | მიუხედავად იმისა რომ უკვე შინაურულად ვარ ამ მდგომარეობასთან, მაინც საკმაოდ აუტანელი მდგომარეობაა.
ვისაც გაქვთ, რითი ებრძვით? პარტნიორი ავსებს? ფლირტებით? დეითებით? ახალი ადამიანების გაცნობით?
მე პერიოდულად ესკალაციას ვახდენხოლმე და უფრო მეტად ვიკეტები ადამიანებთან (
|
გავლილი მაქს ეგ სიცარიელის პერიოდი. მაგას ვერც კაცის (ქალის ) სიყვარული ამოავსებს, ვერც ფლირტი, ეს ორი რამ იმ წამალივითაა, სიმპტომებს რომ ამსუბუქებს, მაგრამ ძირითად მიზეზს რომ ვერ მკურნალობს... ჩემი გამოცდილებით ეგ სიცარიელე გამოწვეულია სიყვარულის იმ პოტენციალის არ/ვერ გამოყენების გამო,რაც შენ, როგორც პიროვნებას გაქვს, მაგრამ არ/ვერ იყენებ... ,,რა აზრი აქვს ამ ცხოვრებას,რა მოსაწყენია ეს ყველაფერი,რისთვის დავიბადე,ამ სამყაროში მე არ უნდა მოვსულიყავი, მისამართი შემეშალა,, ---ეს კითხვები დაგროვდა მაშინ ჩემთან და პასუხგაუცემლობა იწვევდა მაგ სიცარიელის განცდას... მერე ცნობისმოყვარეობამ აჯობა ყველაფერს---იწყებ საკუთარი თავის ძიებას, სამყაროს დაუწერელი კანონების ,,აღმოჩენას,, და მაშინ დალაგდა ყველაფერი,როდესაც მივხვდი,რომ მოვედი არა სიყვარულის მისაღებად, არამედ გასაცემად-- და რაც მეტს გასცემ, მით უფრო სავსედ გრძნობ თავს, რადგან სიყვარულის ენერეტიკა მასე მუშაობს-- უნდა გასცე, რომ სამყარომ (და არა კონკრეტულმა ადამიანმა,/ადამიანებმა) თავად დაგიბრუნოს ის ენერგია,რომელიც მაგ სიცარიელეს შენში ამოავსებს...ჩემი გამოცდილების ზოგადი მონახაზი მასეთია და რავიც..
--------------------
ეძიებდე და ჰპოვებდე
|