აუ რა მნიშვნელობა აქვს ვინ როგორ დადის და რამდენ გოგოს კერავს დღეში, შენ ეგ მიგაჩნია კაცობად? ჩემი აზრით ნამდვილი მამაკაცი უნდ აიყოს:
1) "დასტოინი" ანუ თავისი თავის ფასი უნდა იცოდეს და რაც არ უნდა მოხდეს თავი არ უნდა დაიმციროს გოგოს წინაშეც კი,
2)ყოველთვის უნდა ახსოვდეს რომ ის მამაკაცია და არის ძლიერი სქესის წარმომადგენელი და არ უნდა მისცეს გოგოს უფლება რომ ზევიდან უყუროს, უნდა იყოს თანასწორობა. დღეს ეგეთები ძაან ცოტანი არიან, ოღონდ გოგომ ძუძუ დაანახოს და კაცი ჩვარად გადაიქცევა. ეგ კაცობაა?
3)ნამდვილი მამაკაცი უნდა ზრუნავდეს თავის საყვარელ გოგოზე, უკვე გააზრებული უნდა ჰქონდეს ის რომ პირველ რიგში არის ოჯახი და მერე უკვე გართობა და გულაობა,
4)ყველგან და ყოველთვის უნდა დაიცვას თავისი საყვარელი გოგო, არა აქვს მნიშვნელობა ის ცოლი იქნება თუ შეყვარებული,
5)ისე უნდა იქცეოდეს რომ გოგო იგრძნოს რომ მის გვერდით კაცი დგას და არა ჩვარი, გოგოს უნდა ჰქონდეს თავისი შეყვარებულის იმედი ცხოვრებაში, ეს კი კაცმა უნდა დაიმსახუროს.
6) არ შეუზღუდოს გოგოს თავისუფლება, უნდა ენდობოდეს და უყვარდეს.
7) უნდა იყოს დაფიქრებული და სანამ რაღაცას წამოაყრანტალებს მანამდე კარგად უნდა დაფიქრდეს, თქვას ერთი და ის ერთი უნდა უდრიდეს სხვების 1000000 ნათქვამს.
8) ნამდვილ მამაკაცას არასოდეს არ უნდა შერცხვეს თავისი გრძნობების გამოახატვის.
აი ეს არის კაცობა და არა ის თუ ვის უფრო მაგარი მანქანა ყავს, ვის უფრო მაგარი ზმანი აცვია და ვინ უფრო მეტ გოგოს კერავს დღეში. ეგ რა კაცობაა.