ძალიან, ძალიან, ძალიან მენატრება.
მენატრება ის დრო, როცა ჯერ კიდევ არ გვენახა ერთმანეთი და ტელეფონით ვლაპარკობდით. როცა კოცნებს მიგზავნიდა, როცა მთხოვდა მეთქვა რატომ გამივარდა ტელეფონი ხელიდან მისი ხმის გაგონებაზე, როცა პატარა მოთხრობებს ვუწერდი ჩვენს საერთო ოცნებებზე და ვუგზავნიდი, როცა ძალიან მოწონდა ეს მოთხრობები. მეუბნებოდა რომ ყოველდღე ვმაღლდები მის თვალში, რადგან დახვეწილი ლამაზი სიტყვებით იგივეს გადმოცემა შემეძლო, რასაც სხვა შემთხვევაში მთელი კინოფილმი დაჭირდებოდა. მენატრება საყვედურები რასაც მეუბნებოდა თუ მწვანედ განათებულს სკაიპში მაშინვე არ გამოვეხმაურებოდი...
ყველაფერი მენატრება რაც იყო შეხვედრამდე. ძალიან მენატრება.
მერე რა იყო?
იყო მეხივით გახეთქილი მისი სიტყვები - ,, გადავწყვიტე რომ აღარ შეგხვდე!!!"
შიში იყო მისი მხრიდან.
ჩემი მხრიდან ,,როგორ შემეშალე, ჩემს ერთადერთ იმედს რა საოცრად გავდი" -იყო.
იყო უფსკრული ინტელექტებს შორის...
იყო უფსკრული ინტერესებს შორის...
იყო უფსკრული ცხოვრების წესებს შორის...
იყო უფსკრული ხედვებს შორის ...
მაგრამ ეგ კიდევ არაფერი. მთავარი უსფკრული გაჩნდა იქ სადაც მარწმუნებდა რომ ზუსტად ,,ეს" არ იყო პრობლემა მისი მხრიდან....
ამას წინათ შევხვდით.
ბევრი რამე შეიცვალა ჩემს ცხოვრებაშიო მითხრა... შენს სამყაროსთან ახლოს მოვედიო. კითხვა დავიწყეო. შენი სახე არ მავიწყდებაო.
მე რა დავიწყე? არაფერი ისეთი ცურვა დავიწყე მის მონატრებაში. ძალიან დიდ მონატრებაში.
ახლა რა ხდება? საშინელება ხდება.
მწვანდება ჩატში და არანარი მოკითხვა მისი მხრიდან. მწვანედაც არ ვინთები რომ დაინახოს რომ იქვე ვარ და არ გაიქცეს.
ვუყურებ და მიხარია რომ ცოტათი ახლოს მაინც დარჩა.
... არც დარეკვა, არც მოკითხვა... არც არაფერი.
ღმერთო როგორ მენატრება.... ვიცი თვითონაც ვენატრები, მაგრამ ვერ გავიგე რატომ იკავებს თავს.
ისე ვიღლები მონატრებით რომ ფიქრის თავიც არ მაქვს.
და მაინც კარგია რომ მენატრება. როცა ჩემს თავთან მარტო ვრჩები, დავხუჭავ თვალს და ვფიქრობ... მონატრებზე.
და მაინც აღარ ვარ მარტო.
ცუდია რომ მან თავშივე მოკლა ის, რაც ჯერ არც იყო დაწყებული.
მერე იტყვის მკვლელი არ ვარო.
ეპატიოს!