Salsa
Member

  
ჯგუფი: Registered
წერილები: 54
წევრი No.: 107734
რეგისტრ.: 27-December 09
|
#17492551 · 18 Jan 2010, 14:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მენატრება რომელია, ლამის გული გამიფრინდეს და ჰაერში გასკდეს.... არც სახელი ვიცი მისი და არც არაფერი მის შესახებ... მარტო ეს ვიცი რასაც დავწერ ეხლა, ამ პატარა მოთხრობას, რომელიც სულელურად ჟღერს, მაგრამ ნამდვილი ამბავია.
ტანი
ოთხი წლის უკან ზღვაზე ვიყავი და პლაჟზე გოგო მომეწონა. იდეალური ტანი ქონდა, თან ქართველი იყო, მოკლედ ესთეტიური და პროპორციული სხეული ქონდა. ავეკიდე. სახელად დავარქვთ - ტანი. საღამოს ჩემ ძმაკაცთან ერთად დაველოდე და კაფეში შევყევით. ტანი ვიღაც გოგოსთან ერთად იყო. გაგვიღიმეს. ჩვენც რაღა გვინდოდა და მაგათ მაგიდაზე გადავედით. გაიბა აქეთური- იქითური. ტანს უხდებოდა ზაგარი და თეთრი ზოლები კანზე. ძმაკაცმა მეორე გოგო აირჩია და ამ ღინცილში შებინდდა. კაფეში ხალხმა იმატა. უკვე ტანის დამარტოვება მინდოდა მარა ძმაკაცი არ ჩქარობდა. საცეკვაოდ ავდექი და ტანი გავიწვიე. ცეკვისას ტანი მთავარია და ტანმა დიდი ეფქტი მოახდინა. ყველა ჩვენ გვიყურებდა ზოგი ცერა თითს მაღლაც იშვერდა „კარგები ხართო“. ერთ სუფრას კი სულ ფეხებზე ეკიდა ტანიც და სიტუაციაც. გამიტყდა. გავბრაზდი რაღაცნაირად და ცეკვით ახლო მივედი იმ მაგიდასთან. სამნი იყვნენ ბიჭი და ორი ქალი. იმ ქალმა ცალკე რომ იჯდა შემომხედა ირიბად. რაღაც ნაცნობი დავინახე თითქოს. თამარის თვალწარბი. აზრიანი სახე. დაბურცული ვარდისფერი სავსე ტუჩები. მკერდი დიდი. სავსე ბარძაყი, კაბა თეთრი, სწორი, მუხლთან უხერხულად ამხტარი. შავი თმა გრძელი კარეთი. შავი მოკლე ჟაკეტი გახსნილი. შავი წვრილი ჯაჭვით გაწყობილი შავი მძივი - კისრიდან მკერდზე და კალთაში თავმოყრილი. ლაპარაკობდა. მისი დაბალი მშვიდი, გულმკერდიდან ამოსული თბილი ხმა მესიამოვნა. ის ორი შესცქროდენ. ქალმა ტუჩის გაუხსნელად გამიღიმა, ლამაზი ტანები რომ ვერ შეამჩნია მოიბოდიშასავით და მეგობრებს მიუბრუნდა. მაგიდასთან დავჯექით მე და ტანი. ტანი გამომწვევად გადაწვა სკამზე. ეგღა მინდოდა და ეგრევე პლაჟე დავეშვით. მაგრად ვიჟრიალეთ. შიშველი ტანი უხდებოდა პლაჟს,ზღვას, მთვარეს. უნიკალური ტანი ქონდა. შეგვცივდა. ჩავიცვით და ტანი სახლში გავაცილე. ხვალ ამოდი დილიდანო მითხრა ტანმა. კმაყოფილი ვიყავი მაგრამ რაღაცატო მაინც ვერ ვიყავი და დალევა მომინდა. სიგარეტზეც არ ვიტყოდი უარს და კაფეში დავბრუნდი. ძმაკაცი და ტანის დაქალი აღარ დამხვდენ. ის სამეული ისევ იჯდა და ლაპარაკობდენ. იქვე მივუჯექი თავისუფალ მაგიდას. ახლა უკვე შავმძივიანს სახეში შევცქეროდი. ერთი წამით შემომხედა თვალებში ირონიამ გაურბინა, ლამაზი წარბები ოდნავ შეკრა, ირონია ტუჩის კუთხეში გაეჭედა... და ისევ მეგობრებს მიუბრუნდა. მისი ხმა ყურს ეფერებოდა.. გაბრუებულს ნაწყვეტები მესმოდა მათი სიტყვების, თან ისეთი სიტყვების, ისეთი თემების რაც არასოდეს გამიგია. სამივენი ლაპარაკობდენ ერთმანეთს უსმენდენ აზრს აგრძელებდენ, საუბარი თბილი ტალღასავით მივლიდა და ისე მსიამოვნებდა, როგორც პლაჟზე მომხდარის გახსენება. ტანთან ჩემი საუბარი გამახსენდა და გამიტყდა. „მე მოვიტან“ უცებ მომესმა. მძივიანი მარჯვენა ხელით ლამაზად დაეყრდნო მაგიდას, ფეხზე მსუბუქად წამოდგა და კარისკენ წავიდა. თვალი გავაყოლე. მაღალ და შეკრულ სხეულს სავსე თეძოებს, ფეხებს. აშკარად მსუქანი იყო ჩემი პარამეტრებით, სად ტანის ტანი და სად ამისი ტანი. კმაყოფილებამ ამიტანა და ახლა მე გამეჭედა ირონია ტუჩზე. ცოტა ხანში უკან მობრუნდა ხელში წიგნით. ახლა წინიდან დავათვალიერე. გამართული სხეული. მკერდი ასე 4-5 ზომა. ამაყად შემართული ლამაზი თავი. თამარის თვალწარბი საფეთქლებამდე. შუბლზე ჩამოშლილი თმა წარბის ხაზს იმეორებს. ლამაზი ცხვირ ტუჩი. თეთრი დაწყობილი სახე. მაღალი შუბლი. თეთრ კაბაში გამოკვეთილი სხეული. ფეხები მაღალი და სწორი. უძირო შავ-თეთრი ფეხსაცმელი. მოკლე ნაბიჯები პირდაპირ თეძოდან. შავი მოკლე ჟაკეტი კისერთან ერთ ღილზე შეკრული. მკერდის მოყვანილობა სავსე. შავი მძივი მუცელთან განასკვული და მუხლამდე ჩაშვებული. ხელები მშვიდი და ლამაზად მოძრავი, ერთადერთი დიდი შავთვლიანი ბეჭედი მარცხენა ხელზე. ცრემლის ფორმის თეთრი საყურეები. სამაჯური მარჯვენა ხელზე. ქალი ლამაზად დაეშვა სკამზე და წიგნი ბიჭს გაუწოდა. ჩემი ირონია უკვალოდ გაქრა. მივხვდი, ჩემი „ტანი“ იქ აღარავის ახსოვდა. გონი აღარც მე. ვერ გავერკვიე რა. არადა ეგეთი ტიპის ქალები სულაც არ მომწონს თითქოს. იმ ქალმა ჩემი თვალის კუთხე დაისაკუთრა და შიგ ჩასახლდა. ვისკის ვსვავდი და ვფიქრობდი. რა მჭირდა ვერ ვიგებდი. ულამაზესი სხეული სულ ახლახანს ჩემი იყო და ხვალაც ჩემი იქნებოდა. მე კი გაღიზიანებული ვიყავი. სიგარეტი მინდოდა. საერთოდ - არ ვეწევი. ქალი მიხვდა რაც მჭირდა, მესამედ მესროლა წამით მზერა და თითით ქემელის პაჩკა ჩემკენ გამოწია. მივედი, ბოდიში მოვიხადე, სიგარეტი ავიღე. სანთებელა ბიჭმა მომაწოდა. „მერე შენ რას ფიქრობ ყველაფერ ამაზე?“ კითხა ქალს. გულზე რაღაცამ ამომკრა. ჩემი თავგადასავალი ტანთან უღიმღამოდ მეჩვენა. და მაინც რა მჭირს? სამეული ადგა ბიჭმა ხელმკლავი შესთავაზა ქალებს. ქალი ლამაზად დაეყრდნო მის მკლავს და სამივენი გარეთ გავიდნენ. ჯიპში ჩასხდნენ. მეც ავდექი. მაინტერესებდა საით წავიდოდნენ. მანქანა ისე სწრაფად გაქრა რომ ნომერს ერთხელ მოვკარი თვალი. ერთბაშად შემცივდა, იქვე ვიყავი ბინად. სახლში შევედი და პირქვე დავემხე საწოლზე. ტანზე დავიწყე ფიქრი, მაგრამ თეთრი კაბა და შავი მძივი თავისით გამოცურდა თვალის კუთხიდან. არა, მაინც რა გჭირს ბიჭო... დილით ადრე გამეღვიძა. მობილი რეკავდა. ტანი იყო. ცოტა ხანში სრულიად დაცლილი ვიწექი. ტანი გვერდზე მეწვა, დუნედ მეფერებოდა. უცებ ყველაფერს მივხვდი. რაღაც ნამდვილი, რეალური, განუმეორებლად ნაზი, ძალიან ქალური, თბილი, მშვიდი და ძალიან დიდი რამ იყო ძალიან ახლოს ჩემთან, სულ ახლოს, და მიზდავდა, მინდოდა ეს რამ. ეს იყო ყველაფერი ერთად. სრულყოფილი ქალი, მთლიანობა, საინტერესო, თბილი, მოაზროვნე, საღი სულით, ღირებულებებით, ნათელი მზერით, ამაყად შემართული თავით, მზრუნველი, ღირსეული, თან შორეული, თან ახლობელი, მიმზიდველი თავისი უბრალოებით. ისე მომინდა ყოფნა მის გვერდით რომ ფიქრმაც კი გამათბო. უცებ რაღაც შემეხო. ტანი იყო. არ მესიამოვნა. შევხედე ტანს და კიდევ ერთ რამეს მივხვდი. ის იდო ჩემს გვერდით იდეალური ფორმებით, თითქოს არანამდვილი, ფიქრების გარეშე, შეიძლება ღირსეულიც - მაგრამ ამის შეგრძნების გარეშე, ისე როგორც რეზინის ქალი - სხეულის ტემპერატურით 36.4. ჩვენ მოგვწონდა ერთმანეთის „ტანი“. ... და ეს იყო ძალიან ცოტა. კარგა ხნის მერე, უკვე საქართველოდან წამოსვლის წინ, - მამაჩემს მოვუყევი ეს ამბავი. დამარიგა, დამამშვიდა. დამელაპარაკა როგორც ტოლს. მითხრა რომ ეხლა უკვე კაცურად მომეთხოვებოდა ბევრ რამეზე პასუხი. მივხვდი რომ ზღვაზე იმ ერთ საღამოში გავიზარდე. მამამ მთხოვა არ მომეძებნა თეთრი კაბა, რომ ჯერ არ ვიყავი ჩემი ასაკის გამო ასეთი რამისთვის მზად. იმ ქალს ვატკენდი გულს, გამექცეოდა და მევე დავიჩაგრებოდი. ტანთან კი რამდენიც გინდა იარეო მითხრა. იმის მერე ტანისთვის აღარ დამირეკია. ოთხი წელი გავიდა და მზად ვარ. ვეძებ... აქედანაც ვეძებ. - ღმერთო ყველა ტანზე უარს ვამბობ! - მაპოვნინე!
|