* * *
ელვა უეცრად გაკრთება ცაზე,
შენ იქორწინებ სრულიად სხვაზე.
მზე დაიწვება მთვარესთან წოლით,
მე სულ სხვა კაცის ვიქნები ცოლი.
ალბათ მოხდება ძალიან მალე,
დავემსგავსები სხვა მორჩილ ქალებს,
ვეღარასოდეს ვიქნები წრფელი,
ჩემთვის მექნება ოხვრაც და ცრემლიც.
და თუ ოცნება ჩამომსვამს სადმე
მეტყვიან, რომ მაქვს ათასი საქმე,
რომ არასოდეს შემფერის დაღლა,
არც ოცნებისთვის სცალიათ ახლა,
როს წუთისოფელს წიალით მიაქვს
უბრალოდ რასაც ცხოვრება ჰქვია...
ელვა უეცრად გაკრთება ცაზე,
შენ იქორწინებ სრულიად სხვაზე.
მზე დაიწვება მთვარესთან წოლით,
მე სულ სხვა კაცის ვიქნები ცოლი.
ნინო ტოფაძე