windozerერთი რაღაცაა....
შეიძლება პირიქითაც იყოს და ელოდებოდეს შენგან უფრო მეტს,რომ "დარწმუნდეს" რამდენად მყარია შენი გრძნობები,რამდენად შეგიძლია სიყვარულისთვის ბრძოლა "ვარდი უეკლოდ ვის დაუკრეფია"

ერთ მაგალითს მოვიყვან......
მოკლედ გავიცანი ბიჭი მეგობრის მხრიდან,სხვათაშორის იმანაც ტელეფონზე დარეკა,ოღონდ ისე მოხდა,რომ მე ავიღე ყურმილი და მერე ჩემი მეგობრისგან გაიგო ნომერი.....მოკლედ,მირეკავდა,ვურეკავდი...მაშინ თან უნივერსიტეტში აბარებდა და ძალიან ვგულშემატკივრობდი მახსოვს. მოკლედ ტელეფონზე "შემიყვარდა" რამის. ძალიან შევეჩვიე და ისიც ასე იყო....გადავწყვიტედ რომ შევხვედრილიყავით....
რომ ვნახე სულაც არ ვაკვირდებოდი მის ფიზიკურ მონაცემებს,ჩვეულებრივი ნორმალური ბიჭი იყო და მეც ისე ვიყავი შეჩვეული,რომ სულ არ მაგარდებდა გარეგნობა.
მერე ვხვდებოდით,ძალიან კარგად ვიყავით მართლაც,მაგრამ რაღაც გადამიარა გრძნობებმა,სრულიად თავისდაუნებურად და ვეღარ ვერკვეოდი,მომწონდა,არ მომწონდა...ხან მიყვარდა,ხან არა...,არადა არ მიყვარს მასეთ მდგომარეობაში ყოფნა,მე როდესაც ადამიანს ვხვდები,მინდა,რომ ბოლომდე დარწმუნებული ვიყო ჩემს თავში და არ გამოვიდეს "გართობა" და მის გრძნობებზე თამაში.
მერე აღარ ვურეკავდი,არ მინდოდა შეხვედრა,საბოლოოდ ვუთხარი,რომ არ მინდა შენთან ურთიერთობათქო...ძალიან კი ეწყინა,მაგრამ არ მომშორდა,მაინც მოდიოდა ჩემს სანახავად,ყვავილებს მიგზავნიდა,მირეკავდა,არც მაწუხებდა,თავს არ მაბეზრებდა,მაგრამ ყოველთვის ვხედავდი,რამდენად თავშეკავებული და ნებისყოფიანი იყო. (რაც მაგან შემ ხუშტურებს გაუძლო)

მერე დაიკარგა ერთი პერიოდი და მაშინ მივხვდი,რომ მის გარეშე არ მიხაროდა,ძალიან მენატრებოდა,მაკლდა რომ არ აღარ რეკავდა და მერე მე დავურეკე,შევხვდი და ვუთხარი,რასაც ვგრძნობდი.... მას შემდეგ ვიყავით წელიწადნახევარი ერთად და მერე სულ სხვა მიზეზით დავშორდით,ეგ სხვა ისტორიაა.
ამით რა მინდოდა ეხლა მეთქვა,რომ ხანდახან არ უნდა მოეშვა და არ უნდა დანებდე....ეტყობა მაგ გოგოს არ უნდა,რომ ადვილად მისაღწევი იყოს ან თვითონაც ვერ გარკვეულა რა უნდა,ალბათ თავის დაქალებში წუწუნებს რა ვქნა გოგოებო,ხან მიყვარს,ხან არაო

....რა ვიცი ცდა ბედის მონახევრეა.
არ ეხვეწო,არც შეაწუხო,მაგრამ ისიც აგრძნობინე,რომ შენსავით ვერავინ გაუფრთხილდება. ეგოისტი სულ არ ხარ?

აუუუუ,რამდენი დავწერე