ერიჰააა... დედაკაცო

რა ძაან დიდი ნაბიჯები გადაგიდგამს??? ეუფ... დევეცი...
ისე, 3 შვილი თუ ამნას გაუჩინე, პირველთან არაფერი გყავდა???
აფსუს დაკარგულო ქართულო მენტალიტეტო...
tazo2004კაი რა... პროსტო სისულელეა... ძაან დიდი თანაც... მე ლიჩნად რეალურ ურთიერთობას ვამჯობინებ...

თორე შედით ეგეტ ამ ფორუმის ჩატში და ნახავთ რომ უმრავლესობას მე ვუყვარვარ :ლოლ:
* * *
ეს უბრალოდ ბავშვური ასაკიდან გამოუსვლელობას ადასტურებს...
Natosha სიყვარულმა თუ გაგრძელება იპოვა კარგია, მაგრამ... ეს არ ემორჩილება არანაირ კანონს... პურის რიგში თუ გოგონამ მოგხიბლა [შენ ბიჭმა] მასში იქნება რაიმე ისეთი, რაც ყურადღებას გაგიმახვილებს... სილამაზე, მიხვრა-მოხვრა... ან თუნდაც ვინმეს გაცემული პასუხი... აქ კი რა???? რამდენად სწრაფად ბეჭდავ იმით უნდა მოგეწონოს???
ისე გამომდის თითქოს...

მე თვითონ 9 წლია დაოჯახებული ვარ და ამ ერთი წკლის უკან, ლამის ოჯახი დავანგრიე... [მადლი უფალს, რომ გადავრჩი] თანაც ის გერმანიაში იყო, მე აქ... საქართველოში... იცით, ალბათ თქვენს ცხოვრებაშიც მოვა მომენტი, როდესაც რეალური არჩევანის წინაშე დადგებით... აი მერე კი ამდენი ხალხის რჩევის იმედი არ გქონდეს. იქ არჩევანი შენ უნდა გააკეთო და იმედია ოპტიმალურს ამოარჩევთ!
ნეტით შეყვარება... ჰმ...
რა არის, რეალობაში სიტყვის გადაბმა გიჭირს??? თუ დრო გაქვს მაქსიმალურად შეზღუდული და რეალობაში ვერ ასწრებ და ვირტუალურ სიყვარულს გაუხსენი გზა??? ეგეთი რამეები ბავშვობაა... ოცნებასთან თამაში და სხვა არაფერი... სამაგიეროდ დიდია ალბათობა იმისა, რომ მოუშუშებელი იარა დაგიტოვოს!
ეცადეთ იყოთ რეალურები...
მაინტერესებს, ძმაკაცებში ორმ დგახარ და ქალებზე ლაპარაკობ, ის შენი უბნის ბოლო შალავასთან კონტაქტზე გიყვება და შენ პორნო ვარსვლავების სილამაზეზე???
ძმაკაცი რომ გოგოს გაგაცნობს დაგეტყვის, ძმაო, ჩემი შეყვარებულია და დასავით შეხედეო, შენ რას ეტყვი??? წამო ჩემი ვირტუალური შეყვარებული უნდა გაგაცნო???
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ან ძაან დაკარგულები ხართ ინტერნეტში, ან ძაან ბავშვები... რა იყოთ, მეგობრებთან ერთად არ ხვდებით სუფრაზე??? არ უყურებთ როგორია თქვენს გარშემო რეალური სურათი???
მე მგონი რო არა...
**********
2020 წელია, ქვიშაში მოთამაშე ბიჭუნა ეკითხება ქვიშაში მოთამაშე გოგონას...
-- თეაკო, შენმა მშობლებმა რომელ ჩატში გაიცნეს ერთმანეთი???? :ლოლ:
**********
ბედკრულო საქართველოვ... მგონი აქეთკენ მივდივართ...