ბოლო დროს ჩემ გარშემო იმდენი ქორწილი იყო, დავინტერესდი და გამოცდილ ხალხს (და არა მარტო მათ) დავეკითხე თუ როგორი ქცევა თუ მოქმედება იზიდავს და აგიჟებს კაცს...
მერე ეს თემაც გადავათვალიერე - 38 გვერდი და 0 ფასეული პოსტი თემასთან დაკავშირებით...
სწორედ იმიტომ რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, 5 განსხვავებული ადამიანის რჩევიდან (3 გოგო, 2 ბიჭი) ვეცდები 1 საერთო დავდო აქ

+ პაწა ჩემი გამოცდილებაც
პირველ რიგში, გოგოსთვის შებმა არის არა საწოლში შეთრევა, არამედ ბიჭისთვის თავის შეყვარება, მისი გაგიჟება, ა.შ... აი ამ შემთხვევაში კი გარეგნობა მეორე პლანზე ინაცვლებს.
მაშ ასე, რჩევები იმ სიტუაციისთვის როცა ბიჭი ახალი გაცნობილი გყავთ, ევასებით, გევასებათ და ეს ყველაფერი იმ მომენტამდე სანამ თქვენს ურთიერთობას ოფიციალური სახელი დაერქმევა
1. ხარ ძალიან თბილი მასთან ურთიერთობაში, ხარ ბუნებრივი და არ გაქ ნაძალადევი ქცევები, ხარ ისეთი როგორიც მეგობრებთან - როგორც უნდა ეცადო, მუდმივად ვერ ითამაშებ.
2. გაქ ხშირი კონტაქტი, ისე რომ ზემოთ ხსენებულ სითბოს მიეჩვიოს;
3. ამ ხშირი კონტაქტებისას, შეძლებისდაგვარად უნდა ისაუბრო ზოგადად ყველაფერზე, ანუ საკუთარ თავზე კონკრეტულად ნუ ილაპარაკებ (არ უნდა ერიოს: მე ასე ვიზამდი ან ასე ვაკეთებდი). რაც უფრო მეტი იცის კონკრეტული შენზე მით უფრო ადვილია მისთვის იმის გამოცნობა ამა თუ იმ შემთხვევაში რას მოიმოქმედებ; ტაკ შტო
დარჩი გამოცანად 
4. საუბრისას ტაბუდადებული თემებია:
ა) სექსი (ან კოცნა) - ნებისმიერ ინტიმურ დეტალზე უნდა უპასუხო, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ შენი და შენი მამაკაცის (ან შეყვარებულის, ან პარტნიორის) საქმეა და არაა აუცილებელი ყოველმა მეორემ იცოდეს ქალიშვილი ხარ თუ არაქალიშვილი, სად უფრო მოგწონს კოცნა, როგორი პოზა მოგწონს, რა ფერის და რა ტიპის თეთრეული გაცვია და ა.შ ამას გოიმობაში თუ ჩაგითვლის დაიკიდე - "ყველა ქართველი კაცი მაინც აზიატია და გულში გაუსწორდება"(დაქალის სიტყვები

)... გაუსწორდება რომ
არ ხარ ადვილად მისაწვდომი და ეს მისთვის გამოწვევა იქნება! ბ) სიყვარული, ყოფილი შეყვარებულები (ან პარტნიორები) და მათთან ურთიერთობის დეტალები - ამ ყოველივეს ცოდნა ისევ და ისევ გაუადვილებს შენს გამოცნობას, ეცოდინება როგორ იმოქმედოს, რა გააკეთოს და რა არა... ისაუბრე ყველაფერზე ზოგადად;
5. საუბრისას ყოველთვის ყოველთვის ყოველთვის უყურე თვალებში, განსაკუთრებით როცა ის ლაპარაკობს, როგორი თავდაჯერებულიც უნდა იყოს რამდენჯერმე მაინც იქეთ აქეთ დაიწყებს თვალების ცეცებას - ეს ერთმა მაჩომ მირჩია და თან დააყოლა "მასეთ დროს მეც კი ვიბნევიო"; მეც გამოვცადე - გაამართლა - თქვენთის არ ვიცი და ჩემთვის სუპერ უვერენი კაცის დაბნევა ერთერთი უდიდესი კაიფია ცხოვრებაში
6.
შენს გვერდით თავი ნამდვილ მამაკაცად უნდა იგრძნოს - მიანიშნე რომ მის გვერდით დაცულად და მშვიდად გრძნობ თავს (გავიწყდება ყოველდღიური პრობლემები და ფიქრობ რომ ყველაფერი კარგად იქნება), რომ ენდობი და გჯერა მისი;
კაცებს უყვართ ქალში სუსტი და ნაზი არსების დანახვა.
7. თუ გეუბნება მომწონხარ, ან მევასები და შენ გევასებიო? უნდა უთხრა - რო დამევასე მაგიტომაც ხარ ამ წუთას ამ ადგილას და მელაპრაკები თქო

მარა ახლა ყოველთვის სტერვა ნუ იქნები, ენაგლე მაშინ როცა თვითონ ნაგლობით ცდილობს რამის გამოტყუებას!
ამ ყოველივეს საერთო იდეა ისაა რო ყველა კაცი ბუნებით მონადირეა (ზოგჯერ ქალებიც კი), რაც უფრო ძნელად მოსახელთებელი იქნები მით უფრო ტკბილად მოეჩვენება ნანადირევი... ნადირობისას კიდე რო არ გამწარდეს და ერთი ამის დედაცო

და არ დაიკიდოს უნდა ეთამაშო - თან სუ ახლოს იყო, თან ვარსკვლავივით მიუწვდომელი - მხოლოდ ყურებით ტკბობა შეეძლოს. მას მერეც კი რაც ერთად იქნებით, ნებისმიერი შენთან დაახლოებისთვის გადმოდგმული ნაბიჯი ადვილად არ უნდა ეძლეოდეს.
ხო, და კიდე, რაც შეეხება ზასს ან სექსს (ნუ ვისთვის როგორ მოსულა იმის და მიხედვით) - ტონკად უნდა მიანიშნო რომ ეს შენთვის თამაში არაა და ეს იქნება მხოლოდ მას შემდეგ რაც ბოლომდე დარწმუნებული იქნები მასში და შენს გრძნობებში.

იმედია ვინმეს რამეში გამოადგება ეს ყველაფერი, მე პირადად ამირიდან შეძლებისდაგვარად ასე ვაპირებ მოქმედებას, მითუმეტეს რომ დეტალების უმეტესობა გამოცდილია ჩემი ან ჩემი მეგობრების მიერ