თემაში ნამეტანი საცოდაობა ტრიალებს, მაგრამ ზოგი საღი აზრიც კრთის.
დავიწყოთ იმით, საშუალოსტატისტიკური ქართველი ვაჟკაცის (რომელთა სადღაც 80% მაინც ზოგადად ლყეა) მიერ მიჩნეულ ცნებებზე წიპა
„ბოზი“, „პატიოსანი“ _ასეთი სერიოზული განხილვები, კამათი და 100 გვერდიანი თემა ტეხავს.
პირველ პაემანს რომ გრეხად თვლიან და ნუ თუ თავიდანვე არ ამბობენ, კაკ მინიმუმ რომ აგრძნობინებებენ მაინც გოგოს ამას, მაგრამ მერე რო ფაქტია რომ ასეთ ტიპებსაც
მაინც აქვთ ზოგადად სექსი (და ხშირად იმავე გოგოებთან) _ აქ უკვე ქალები ჭამენ ქაქს (ვრცლად და უკეთ დაკონკრეტებულად იხილეთ ცირკუსის გვერდით თემაში).
ზოგადად ქართულ ლყეობებში ქალები კაცებს ვერასდროს აჯობებთ, მაგრამ რაც სათქვენოდ უნდა ითქვას ხოლმე აუგი, აუცილებლად სათქმელია და
კაცებს უნდა ასწრებდეთ წესით თქმას (ხალხი ტერაქტს იღებს საკუთარ თავზე).
და ასეთ ურთიერთობრივ აღრეულობაში ბოლოს მტყუან-მართლის გარჩევა ხომ საერთოდ მარაზმია, მით უფრო მესამე თვალით დანახული და განსჯილი.
ყველაფერი ინდივიდუალურია და ცენტრში ყოფნის გარეშე ცდომილება ყოველთვის დიდია შეფასებაში. სხვისი სისულელე ჩვენ ჭკუას ვერ გვასწავლისო _ თქვა ერთმა ჭკვიანმა კაცმა
(მაგრამ მან მაშინ არ იცოდა რომ აგერ ამ ეპოქაში კაკ რას სხვების სისულელეებზე დაბრძენებული და საკუთარისგან ვერაფრისმსწავლელი ხალხი იქნებოდა „ვერხოვკაში“).
ასე რომ, ხმამაღალი ჰიპოთეზები ასეთ თემაზე სასაცილოა ძმანო და დანო. ვერავინ გაიგებს და შეაფასებს ზუსტად ვინ როდისაა ცუდი ან კაი ტიპი და როდის არა

შეიძლება ყველაფერი სწორად და კაიტიპურად გააკეთოს და ბოლოს ჩასვაროს ან ჩაუსვარონ, და პირიქით _ იქამდე ყველაფრის არასწორად გამკეთებელი ტიპი იყოს
და ბოლოს უფრო დასტოინად დაამთავროს, ვიდრე არამურთაზმა და ხოდების სინქრონულ-სიმეტრიულად გამთვლელმა ე.წ. კაი ტიპმა.
ხოდა ვინ გაავლებს ზუსტ ზღვარს რომელი უფრო კაი ტიპია ან საერთოდ სად იწება და მთავრდება კაიტიპობა? ეს ცხოვრება ასეთი ორსაჭიანი და იმიტომა ასე რთული.
(ამის იქით დანარჩენი ძახილისნიშნებიანი ფილოსოფია საშუალო ან უფრო დაბალი კლასის წიგნების და ფილმების ნაყოფი მგონია).
ცოცხალი მაგალითი: თემაში მპოსტავების ლისთს გადავხედე და რამდენიმე ჩემს ყოფილს აქვს დანაპოსტი. ზოგთან პირველსავე პაემანზე მქონდა სექსი, ზოგთან ვთქვათ მეხუთეზე.
და აქედან უსისტემოდ მივაჩნივარ ზოგს კარგ ტიპად და ზოგს არა (ნუ ეს უფრო სხვა ფაქტორების გამო). მაგრამ ფაქტია რომ იმის ალბათობა უფრო დიდია, რომ
მეტნაკლებად ყველასთან ერთნაირი ვიყავი უმნიშვნელო განსხვავებებით, ვიდრე იმისა, რომ ერთთან ვიკაიტიპე და მეორესთან არა ან ნაკლებად : ) ანალოგიურად მათი მხრიდანაც
(მამენტ მაქებარი ნაწილის კომპლიმენტებიც მკიდია და მაწყევარის ხომ მით უმეტეს, მაგრამ როგორც ჯასთ საგულისხმო და საანგარიშო ფაქტი ისე მომყავს).
ეს ასეთი წრეა და არ არსებობს ცალსახად კაი ტიპობა და ცუდიტიპობა როგორც მათემატიკური გზით დამტკიცებადი იგივეობა.
მთავარია ადამიანი არ იყო რაფინირებული ურთიერთობებისა და სტატისტიკის ქონის ხობლში
და ჩოტკად არ იცავდე (შენი ჭკუით, რა თქმა უნდა) რაღაც განსაზღვრულ გეზს ურთიერთობებში
და არ იხრებოდა მხოლოდ განსაზღვრული ტიპის ადამიანებისაკენ მთელი ცხოვრება (რაც მე მოსაბეზრებლად მიმაჩნია).
გასალაშინებეული და ჰარმონიულთა ახლოს მყოფი ურთიერთობებიცა და პარტნიორებიც უნდა გამოსცადო და მარაზმთან ახლოს მყოფიც არანაკლების მომცემია ზოგჯერ,
მეტს გაიგებ და დარწმუნდები, იმ კარგსაც უკეთ დააფასებ. ამიტომ არ მჯერა ხოლმე „ამ ხაზიდან არასდროს გადამიხვევია და ასეთი და ასეთი ტიპის პარტნიორი არასდროს მყოლია“ ტიპის
განცხადებებით თავმომწონე ხალხის ყალბი სიამაყის და მით უფრო მათი სიბრძნისა თუ გამოცდილების. მაგ ხალხმა რეალურად არაფერი იცის გარდა შიშისა

და ამ რაფინირებული პრიორიტებებისა და პრინციპების მქონე „დახვეწილი“ კატეგორიიდან მე თუ მკითხავ შორს არაა ეს კატეგორია,
ვინც პირველივე პაემანზე სექსის მქონე ქალს ბოზად თვლის. რადგან ამოსავალ წერტილად ორივე იღებს ეგოიზმს...
რასაც მივყავათ მცდარ განზოგადებებამდე, როგორიც ბევრი დაიდო ამ თემაშიც.
ყველაფერი ინდივიდუალურია და კონკრეტულ ქეისებს გააჩნია

პ.ს. საუკეთესო ურთიერთობები (ერთი-ორი ნორმალური გამონაკლისის გარდა) სწორად იმ ქალებთან მქონია, ვინც ასეთ წვრილმანებსა ციფრებზე არ ფიქრობს.
ისექსავეთ მერამდენეზეც გაგიხარდებათ. მემატიანე რიგითობასა და რაოდენობას კი არა ხარისხს მოინიშნავს წიგნში მაინც