წითელი აბი უფრო გიყვარს თუ ლურჯი
ჰოო, ამ მამაპაპური თემაც! ეს პრობლემა ჯერ კიდევ ბაში-აჩუკისა და ხვიჩა და გოჩას დროიდან აწუხებს ჩვენს ერს

უხსოვარი დროიდან დიდებულები დაბალ ფენებში აძიზავებდნენ ვაჟებს, რათა მათ ყმაწვილობიდანვე ჰქონოდათ სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრება. ისინი გარყნილ გლეხებში შეისწავლიდნენ კამა-სუტრას ქართულ თუ სპარსულ ანალოგებს- კარაბადინსა და იადიგარ დაიდს. ჭაბუკობიდან ჰყავდათ გერფრენდი-წაწალი. მადგან, როგორც თვითრეალიზებული და გაწონასწორებული მამაკაცებისგან შემდეგ დგებოდა ძლიერი მმართველი და სამხედრო სტრატეგოსი, რამაც განაპირობა საქართველოს გადარჩენა ამდენი მტრის შემოსევის მიუხედავად. რაც შეეხება მეორე და მესამე ვაჟებს, რომლებიც მემკვიდრეებად არ მიოაზრებოდნენ, ისინი უფლებამოსილი ძმებისგან პირველი ღამის უფლებას ინაწილებდნენ პლებეების ცოლებთან.
მაჰმადიანი მმართველები ჩვენებური დიდებულების მიერ იყვნენ ინფორმირებულები ქართველი ქალების ტემპერამენტიანობის შესახებ. ქასპარსეთსა თუ სხვა "ფირმაში" ქართველ ქალებს სწორედ ამ მიზეზით მიერეკებოდნენ. რად ღირს თუნდაც ევრიპიდეს მედეას მაგალითი.მოგვიანებით, ეს ტემპერამენტი აღწეა იტალიელმა მოგზაურმა კასტელომ თავის ნახატების ალბომში.ამ ნახატების ნაწილი გამოფენილია საქათველოს სახელმწიფო მუზეუმებში, ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ნაწილი კი ინახება ბნელ საცავებში გრიფით "ზესაიდუმლოდ". ავადსახსენებელმა კომუნისტებმა სიმართლე დაუმალეს ქათველი ერის შვილებს და სუკმა აამუშავა თავისი წითელი მექანიზმი, რათა მათი აზრით აქტიურ და ისტორიულად მეომარ ქართველებში შობადობა შეემცირებინათ.ამ მიზნით მათ გაავრცელეს ბინძური ჭორები ქალიშვილობის ინსტიტუტის და ქართველი ქალების კდემამოსილების შესახებ. და მაშინ, როდესაც დამრტყმელ ახალგაზრდობას ვეფხისტყაოსნით ურეცხავდნენ ტვინს, ცეკას ნომენკლატურის უახლოესი წრეები სიცოცხლით ტკბებოდნენ...
და ასე გაგრძელდა მანამდე, სანამ ამერიკელმა ჟურნალისტმა თავის გადაცემაში 60 წუთი დიდი ხნის ჩაბასტურმებული სიმართლე არ გამოააშკარავა...
თქვენ აქამდე მატრიცაში ცხოვროდით ...
მიმაგრებული სურათი