იმ ქვეყანას რა ვუთხარი სადაც ასეთი თემა იარსებებს

ბევრის თქმა შეიძლება მაგრამ რამდენიმე საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას.
რატომღაც ჩვენს საზოგადოებაში ითვლება რომ სექსი ქალისთვის არის დამცირება, ხოლო კაცისთვის გამარჯვება... ეს ჯანსაღი არ არის რათქმაუნდა, სექსის 'დანიშნულება' ცოტა სხვა უნდა იყოს

მე მაგალითად ნამდვილად არ მიმაჩნია რომ სექსის დროს გოგოს ვამცირებ, ჰოდა გოგოს მითუმეტეს რატომ უნდა მიაჩნდეს ასე ან სხვას???
მაგრამ როგორც ჩანს ბიჭების უმრავლესობა სხვანაირად ფიქრობს...

ან ჩვენს ენას დავუკვირდეთ, გვაქვს კი სექსის (რომელიც საერთაშორისო ტერმინია) აღმნიშვნელი რაიმე სუფთა ქართული არაპახაბნი ტერმინი? მე არ ვიცი ასეთი...
არადა ყველა ენაშია როგორც ვულგარული ისე ესთეტიური ტერმინები სექსის მნიშვნელობით. მაგ: ебатся, трахатся, fuck, screw და
заниматся любовью, make love, make out...
სექსისადმი ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება ენაზეც არის ასახული. ეს უკვე განპირობებულია ჩვენი კულტურით (აღარ ვსვავ ბრჭყალებში)...
This post has been edited by Anorexia on 8 May 2008, 03:09