შენს არჩევანს რომ იწუნებენ, ამას შეიძლება მართლაც ჰქონდეს ობიექტური მიზეზები (თუმცა ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაში ასე არ არის), შეიძლება სუბიექტურიც.
მაგრამ ეს არ არის მთავარი.
მე მაინტერესებს რატომ "გატენიან" ვიღაცას?
შენი სწრაფად გათხოვება უნდათ? ანუ ქართულად რომ ვთქვათ - პატრონს ჩაბარება?
ვფიქრობ რომ მასეა. ასევე ვფიქრობ, რომ ის ბიჭი შენზე უფროსია. იმასაც ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში არა ბიჭია განმსაზვრელი, არამედ მისი ოჯახის კეთილდღეობა. არის მეორე ვარიანტიც - არა კეთილდღეობა, არამედ იმ ბიჭის ოჯახი და შენი მშობლები ერთ სოციალურ ფენას განეკუთვნებიან. ჩემი აზრით ამ კონკრეტულ შემთხვევაში ორივე ვარიანტი ერთდროულად მუშაობს.
თუკი ჩემი მოსაზრებები სწორია, მაშინ მაპატიე, მაგრამ შენი მშობლების და მათნაირების მენტალიტეტის გამოა, რომ საქართველო ქაქიდან ვერ ამოსულა. და ვერც ამოვა ალბათ, რადგან შენს შემთხვევაში ალბათ თავისას მიაღწევენ და შენც მათთნაირი გაიზრდები. საუკეთესო შემთხვევაში, თუ დიდი გაწევ-გამოწევები დაიწყება, გაგიშვებენ საზღვარგარეთ. ნებისმიერ შემთხვევაში შენს არჩევანს და გადაწყვეტილებას არავინ არაფრად ჩააგდებს.
დაიწყებ წინააღმდეგობის გაწევას და დაგასევენ მამიდებს, დეიდებს, ბიცოლებს, მათ უკვე გათხოვილ და ხელზე ორ-ორი ბავშვის მატარებელ შვილებს (რომელთა ქმრები ნაპრავო-ნალევო გულაობენ), ისეთ ნათესავებს გამოგითხრიან რომ არც იცნობდე იქნება! მოკლედ ჩვეულებრივი ქართული მელოდრამა დატრიალდება.
ფუი, ი....მატ.
თუ ერთი რაიმე პატარა დეტალში მაინც ვცდები, საჯაროდ პატიება მითხოვია!
This post has been edited by SedoySedoy on 14 May 2005, 21:36