შუაღამეა... მთვარის შუქი დაჰნათის მინდორს,
იქით, ტბის პირას შავად მოსჩანს ორი ჩინარი,
საუკუნეა მგონი გიცნობ და ისევ ვფიქრობ,
ჯერ ვერ მივმხვდარვარ, ხილული ხარ თუ უჩინარი...
თითქოს ვხედავდე, კვლავ გავცქერი ნისლიან შორეთს,
და კენტად შთენილს მეუფლება იდუმალება,
იქნებ დაინგრეს ეს კედელი ჩვენ რომ გვაშორებს,
იქნებ ვიხილო იქ, შენს მიღმა ვინ იმალება.
ვიცი, რომ შევცდი, მაგრამ დროს ხომ ვერ დავაბრუნებ,
ვერ შევცვლი იმას, რაიც უკვე ჩაბარდა წარსულს,
თუ მოინდომებ, დედამიწას გადავაბრუნებ,
მაგრამ წამსაც კი ვერ მოვაკლებ დღეებს გარდასულს.
შუაღამეა... მთვარის შუქი დამნათის თავზე,
წარმომიდგები სიყვარულის ლამაზ ქალღმერთად
და ძალიან გთხოვ, მიპასუხე ამ შეკითხვაზე:
"თუ არ გიყვარვარ, ორი ჩინარი რატომ დგას ერთად?"
კ.ბ.
* * *
* * *
ტრფობის ანგელოზო, გენთები სანთლებად,
ნუღარ გავიხსენებთ წაგებულ პარტიებს,
დღეს არაფერს ვამბობ მე გასამართლებლად,
ერთს გთხოვ - მაპატიე!
რაღატომ ჯიუტობ, პატარა ფერიავ,
მე ხომ შენს წინაშე ქედი მოვიხარე,
დღეს სრულად შენი ვარ გრძნობის მისტერიავ,
აჰა, გაიხარე!
მიპყრობს ჭეშმარიტი გრძნობის აგონია,
მსურს კვლავ დამესიზმრო, დავხუჭე თვალები,
შენი სისასტიკე ხომ მონაგონია,
ისევ მემალები...
* * *
სიზმრად დაცემული ვნახე ანგელოზი,
შავ-თეთრ მანტიაში კუშტად გახვეული,
რისხვად დამატეხა რასაც არ ველოდი -
გრძნობა გათელილი, გული დახეული.
სული მოითქვა და ისევ შემერკინა,
სტყვაც არ მომიგდო, ჩუმად გამეცალა,
თვალებზე მომდგარი ცრემლი შემეყინა,
სხეული სისხლისგან სრულად დამეცალა.
შენსკენ წამოვედი, გზები ამერია,
საფლავის ქვა შემხვდა სადა და უბრალო,
წარწერას ვუყურებ - სახელი ჩემია...
ნუთუ დამამარცხა ეშმაკმა, უფალო?!
* * *
მე არ მჭირდება ლამაზი სიტყვა,
შენ ხომ ისედაც უსიტყვოდ გესმის,
მე გამოხედვა მჭირდება შენი
და მოვა რითმა ახალი ლექსის.
დაიბადება ახალი გრძნობა,
ფრთებს გამოისხავს ახალი პწკარი,
ავქოშინდები შენს კიბეებზე,
აწკრიალდება კარს იქით ზარი.
ვიცი, დამხვდები გაღიმებული,
მერე კი ნაცნობ სიტყვებს მოვისმენ,
ჯერ წაგიკითხავ ოთხივე სტრიქონს,
უკოცნელობას თუ კი მოვითმენ.
მე არ მჭირდება ენა ლექსების,
დოგმად ქცეული აზრთა ფრიალი,
შენი თვალების მჭირდება სითბო
და სულ ვიქნები მათი ტრფიალი.
* * *
მე მომწონს შენი თლილი თითები
და დასამალი რაა ამაში,
შენი შექმნილი მომწონს მითები
და ამ მითებში როლის თამაში.
მე მომწონს შენი ბავშვური სახე
და ამ სახეზე ღიმილი ლაღი,
ჯერ უკოცნელი ეგ შენი ბაგე,
დაუკრეფავი ვარდების ბაღი.
მე მომწონს შენი ნარნარა ტანი,
ბროლისგან თლილი ნატიფი წელი,
ტანს დაგიმშვენებს უბრალო "ზმანი",
ო. როგორ მინდა, მოგხვიო ხელი...
მომწონს სურნელი მე შენი თმების,
თვალების ფერი - ძვირფასი ლალის,
მე დასასრული მომწონს მითების
და მერე ტრფობა ნამდვილი ქალის...
კ.ბ.
* * *
Vlad Cepesh - შენც ის ხარ ვისაც ვფიქრობ??? მე Bohema var (#TbRock-იდან)
* * *
* * *
შენთვის მეგობრობა წმინდა მირონია,
ჩემთვის ის გამხდარა ბედის ირონია.
ბედმა კამათელი ისე გააგორა,
მწვერვალზე ასული უკან დამაგორა.
ჩემის ისყვარული ურცხვად დაამარცხა,
გული მირთმეული მიწას დაანარცხა.
ფეხვქვეშ გამითელა გრძნობა ნაფერები,
შავით შემიცვალა ნათელი ფერები.
არც კი მომისმინა, არც კი გამიგონა,
მისი ვიყავი და მაინც დამიმონა.
ჩვენი მეგობრობაც კი არ გაიხსენა,
სიკვდილს შემყარა და ჩემგან დაისვენა.
უცებ მომეძალა უხმო აგონია,
ასე თუ უყვარდი ვინმეს, არ მგონია...
იქნებ ახლა მიხვდე, რაც შენთვის მირონია,
ჩემთვის რატომ იქცა ბედის ირონიად...
* * *
რომ შენთან ყოფნას სჯობს უშენობა...
პირზე მომდგარი შემაშრა სიტყვა,
გამიშრა სისხლი, გაშრა მელანი.
რომ შენთან ყოფნას სჯობს უშენობა,
ვერ დამარწმუნებს, კარგო, ვერავინ.
გაქრეს უკვალოდ სიცოცხლე ჩემი
და სიყვარულის ვერ ვიგრძნო გემო,
თუკი ოდესმე გამევლოს გულში,
რომ შენში შევცდი, სიცოცხლევ ჩემო.
და გახდეს უმალ მონა სატანის,
ჩემი სიკვდილი ვინც დაგაბრალოს,
მომიგონებდე, მაგრამ ნურასდროს
ჩემზე ნუ იტყვი სიტყვას "საბრალო".
ილოცე ჩემთვის და მჯერა მერე
ბოროტი ძალა ვეღარ მაცდუნებს,
რომ შენთან ყოფნას სჯობს უშენობა,
თვით ლუციფერიც ვერ დამარწმუნებს...
* * *
არაფრის ეშინიათ პოეტებს ისე, როგორც დაუსრულებელი ლექსის და დასრულებული სიყვარულის. /ჩემი/