მოდერ, მშვენიერო - მგონი ეს არაა ამ განყოფილების თემა.
ჰოდა არც დავპოსტამ - ვოტ!
მაგრამ გადავიფიქრე

დარწმუნებული ვარ თემის ავტორი "მალალეტკა" არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში.. არ ვიცი რა ვთქვა... ჰო! ანახეთ ის ხალხს!!!!!!!! ვოტ! იქნებ არც ღირდეს, ა?
რაღაც გამიგია ეგეთები: ღირებულებათა გადაფასებებიო, რაციოო, მე კარგად ვიყო და კოფი ანანის დედაცო და ა.შ.
არაერთი მიზეზია, რომელიც ალბათ, შენი შეხედულებით, გარკვეულწილად ავსებს შენს მიერ ნახსენებ სიცარიელეს. მაგრამ ეს სიცარიელე მოჩვენებითია, ჩვენ (უფროს თაობას) გვეჩვენება სიცარიელედ ის, რაც სინამდვილეში ნებისმიერი თაობის ლტოლვა იყო - დისკომფორტის შემცირება. ისე დაფიქრდი და მითხარი, რატომ უნდა წაიტეხოს ტვინის ენა ვინმე, ვთქვათ ნეკამ (ძველი სტილით ნესტანმა

) ჰაიდეგერის კითხვით, როდესაც იგივე დროში, შეუძლია წავიდეს ბარში, იჭორაოს დაქალთან, გაიცნოს და იჟიმაოს გოკასთან (ძველი სტილით გოდერძი) თან ისე, რომ გოკა, ანუ გოდერძი გადაირიოს და მამას ფულით უყიდოს თუნდაც ყველაზე იაფი ჰიუნდაი გეცი.
მიპასუხე, უყიდიდა ჰაიდეგერის წიგნი მაგ ჰიუნდაი გეცს ასე უცებ? ან საერთოდ უყიდიდა? - სავარაუდო პასუხებსაც მოგცემ.
ა) ვერა
ბ) არა
გ) ვერასდროს
დ) ნაკლებად სავარაუდოა
აქედან ერთერთი ნამდვილად სწორია და ამიტომაც ნეკას "ტექნიკისა და ენის ფილოსოფია" ლოგინში კაცის გასაგიჟებელი ტექნიკის თვითმასწავლებელი წიგნი ჰგონია

და თუ ასე არ არის, არც სჭირდება.
მე თანამშრომელი მყავს, ნიკო მუსხელიშვილი

, ძირითადად ის სულ შენობაშია, მე კი ქუჩაში, ამიტომ ხან მის კრედიტს ვიხდი, ხან რაღაც გადასახადს და უკვე სამმა სხვადასხვა თანამშრომელმა მკითხა გვარის დასახელებისას, ნიკო ნუსხელიშვილი მითხარით ო??? არა და მეტყველების დეფექტი ნაღდად არ მაქვს. უბრალოდ ერთხელ ძალიან უჟმურზე ვიყავი და ვუთხარი, მე რომ ნიკო ნუსხელიშვილიც მეთქვა, შენ მაინც მუსხელიშვილად უნდა მოგსმოდამეთქი - მერე დავფიქრდი, რატომ უნდა მოსმოდა, სულ არ კიდია თუ ნიკო მუსხელიშვილი საქართველოს ყველაზე დიდი მათემატიკოსი იყო? კიდია და უნდა ეკიდოს ბატონი ნიკო, ვისი დრეკადობის თეორიაც მხოლოდ ამ დაკიდების გაადვილებაში თუ გამოადგება.
dabdura საწყენად არ გეუბნები - თემის გახსნა დაგაგვიანდა, ეს თემა 3500 წლისაა, დინასტია არ მახსოვს, მით უფრო მამის სახელი - ერთ-ერთი ჩინელი იმპერატორი წერდა, ეს მალადოი თაობა ვაფშე ხელიდან წავიდაო.
ფაქტი კი ერთია: დიდი ხანია, თაობების, ინტელექტის საშუალო მაჩვენებელი, მშობლების თაობისაზე 5 ერთეულით მაღალია!!!
This post has been edited by givillo on 13 Sep 2008, 08:06