მოდით ჯერ გაშორებულზე სანამ ვიტყვი რამეს მანამდე მათ დაკავშიებაზე ერთმანეთთან (პირველ მეუღლეს ვგულისხმობ) ვიტყვი რამოდენიმე სიტყვას. რა შემთხვევაში შეიძლება დაშორდე მეუღლეს?
1. არც თუ ისე დიდი ხნის ნაცნობობა ქორწინებამდე, რაც გამოიწვია ასე ვთქვათ პირვანდელმა მოწონებამ და პიროვნებით გატაცებამ.
გახსოვდეთ ყოველი ადამიანი უცხოებთან ყოველთვის ცდილობს დამალოს საკუთარი თავის უარყოფითი მხარეები და წინა პლანზე წამოწიოს არარსებული ან თავისი მხოლოდ დადებითი თვისებები (კაი ხასიეთი, სიმღერა, გართობა და ა.შ.)
2. შეუღლების შემდეგ ინგრევა ის ბროლის ქალაქი რომელსაც ქორწინებამდე ხედავდით შორიდან, ანუ:
მეუღლეს აღმოაჩნდება საშინელი ხასიეთი რისა გამოც ხშირად გიწევთ ჩხუბი.
ყველაფერი უნდა რომ თავის ჭკუაზე აკეთოს და თქვენც თავის ჭკუაზე გატაროთ.
არ მოსწონს და იწუნებს რაც თქვენი გაკეთებულია და სულ ცდილობს ზევიდან გიყუროს.
მეუღლე (კაცი) არის ლოთი რომელიც თქვენს თხოვნას რომ ესე ხშირად აღარ დალიოს ფეხებზე იკიდებს ან არის ნარკომანი და მეუღლეს (ცოლს) ეს არ მოსწონს, ან რომელ ცოლს მოეწონება მითუმეტეს ახალგაზრდას როცა მისი ქმარი წამლის გულისთვის ყველაფერს გაყიდის.
ან მეუღლე (ცოლი) ხშირად გვიან ბრუნდება სახლში და ქმარს გარკვეულად არ აძლევს პასუხს თუ სად იყო სამსახურის მერე რის გამოც იბადება ეჭვიანობა და მიყავს კრიზისამდე ოჯახის შენარჩუნების საკითხი.
3. დედამთილის გამო. თუ დედამთილს არ მოსწონს სარძლო და შვილმა მაინც მოიყვანა დედამთილი ყველანაირად ეცდება რომ რძალს სისხლი გაუშროს და საკუთარი ფეხით გააქციოს სახლიდან.
ადამიანმა პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა დააფასოს რომ სხვამ უფრო უკეთ დააფასოს და პატივი სცეს.
როგორც კი აუტანელი სიტუაცია შეიქმნება არ უნდა ეცადოს ოჯახის შენარჩუნებას. კაცმაც უნდა შეიგნოს რომ აუთანელი სიტუაცია არ შექმნას. მაგრამ თუ შეიქმნება უნდა წავიდეს თორე ძაან გაიტანჯება.
და რაც შეეხება იმას რომ ესეთი ქალი ადვილი მოსანადირებელია ეგ ნაწილობრივ მართალიცაა და ტყუილიც.
1. თუ ეგეთი ქალი ახალგაზრდაა გამოცდილებიდან გამომდინარე ადვილად თავს არავის გაუყადრებს და უფრო დაიფასებს თავს და ესე ხანმოკლე ნაცნობობით აღარავის გაყვება, ხოლო დიდი ხნის ნაცნობობისას შეუძლებელია მზეჭაბუკის როლის თამაში შეცდომების გარეშე.
2. თუ ქალი ცოტა ხანშია შესული და მერეა გაცილებული ქმარს მემგონი კაცს უნდა ეყოს ჭკუა რომ ამდენი ხანი ესე ნატანჯი და გაუბედურებული მეორედ არ გააუბედუროს, ესეთი ქალი მხოლოდ ბედნიერებას ეძებს და თუ კიდევ იმედს გაუცრუებს ვინმე ჩათვალოს რომ თვითმკვლელობისკენ უბიძგებს.
3. არის გამონაკლისიც. თუ გათხოვება ქრონიკულში აქ გადასული და ქმრებს ფლოსტებივით იცვლის და თქვენ გგონიათ რომ თქვენ მისი მონადირება შეძელით გარწმუნებთ რომ ძაან ცდებით. პირიქით ეს იმან მოგინადირათ, გამოგწველით, გამოგიყენებთ და წინა ქმრებივით ერთ რაღაცაზე გაგიშვებთ და ალიმენტსაც კაათ აგახევთ, მითუმეტეს თუ ბავშვიც გაგიჩინათ

ასე რომ მემგონი არაა ადვილი ეგეთი ახალგაზრდის გულის მოგება. თუ რა თქმა უნდა დეპრესიაში არაა ჩავარდნილი და მაგ დროს ნუგეშისცემა თუ არ ჭირდება. ესეთი მომენტი არ უნდა გამოიყენო. ეგ არც კაი ბიჭობაში ჩაგეთვლებად და არც ადამიანობაში!
* * *
chomakhaთუ დაგაბეს ჩათვალე რო კაათაც გამოგწველიან და პენსიასაც არ დაგინიშნავენ
* * *
Via