. . .გოგოსთვის ყველაზე კარგი მეგობარი ხშირად ზუსტადაც რომ ბიჭია! . . .(ოღონდ ნამდვილ
მეგობარს ვგულისხმობ)
ჩემი აზრით, ესეთი მეგობრობა არსებობს და თან საკმაოდ ძლიერიცაა და ა.შ.
მოკლედ, გოგოებს შორის უფრო ხშირია უაზრო კინლაობა, გაბუტვები და ეგეთი იდიოტობები რა . . . ფუფ ვერ ვიტან . . .
და ბიჭს და გოგოს გასაყოფი არაფერი აქვთ, არც ერთმენეთის არაფერი შურთ და საერთოდ ბევრად უფრო მშვიდი და მყარი მეგობრობა იციან ვიდრე ამ "დაქალოჩკებმა" რა . . .
შეილება შეგიმჩნევიათ კიდე ესეთი რაღაცა, როცა მეგობარ გოგოებში რომელიმე ცდილობს ხოლმე წამყვანი როლის თამაშს და მაშინ მისი დაქალი მას ყველაფერში ბაძავს და მას ემსგავსება (ამით კარგავს საკუთარ ინდივიდუალურობას) . . .
ესეთი რაღაც მეც მომსვლია, ნუ . . . ჩემდა უნებურად წამყვანი როლი მე მერგო და ჩემი ეგრეთ წოდებული "დაქალი" იქცეოდა როგორც ჩემი "მონა" და საბოლოოდ ძაან გამაღიზიანებელი გახდა ჩვენი ურთიერთობა და ძაან ცუდათაც დამთავრდა . . .
(შეუძლებელია ემეგობრო ადამიანს რომელსაც არ გააჩნია საკუთარი "მე" . . .)
ესეთი რამე ძაან ბევრჯერ შემინიშნავს და მგონი საკმაოდ ხშირად ხდება ესე . . .რავი . . .
. . .ალბათ მაინც ადამიანს გააჩნია. . .არიან ისეთებიც რომლებას არ შეუძლიათ ბიჭთან წყარად დალაპარაკებაც კი და მეგობრობაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია . . .ეგეთებს ალბათ უფრო დაქალოჩკა ჭირდებათ რომელიც ყველაზე კარგად გაუგებს . . .
პირადად მე გოგოებთან დაქალობის ყველანაირი მუღამი უკვე გადამივიდა და რა ვქნა . . .