Baalქართველი არ არის, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს...
ჯერ ერთი ის არაფერზე არ დავობს და მეორეც ერთი 
- გოგო ირჩევს რა ქნას.
ცოტა უცნაურად ჟღერს არა?! 
ეს რომ ავხსნა ამისათვის ახალი თემის გახსნა მომიწევს.
ერთ კონკრეტულ მაგალითს მოგიყვები.
სხვათაშორის ეს ამბავი იქ გადამხდა შენ რომ სურათი ნახე(ჟურნალში)
 ძალიან კარგმა მეგობარმა მთხოვა ერთხელ მაინც წამეყვანა ე.წ. ''ჰაუს-პარტი'' ზე. ის აქ დიდი ხანია ცხოვრობს და არაფერი უცხო არაა, მაგრამ ასეთ ადგილებს ჩვენი ხალხი ერიდება (კი მოსწონთ, მაგრამ ერიდებიან, იქ თავისებური ატმოსფეროა)
ძალიან კარგი ბიჭია, გაგებული, თანამედროვე... მაგრამ მაინც დაყვება კონკრეტულად ქართული ხასითის დამახასიათებელი ნიშნები და წინასწარ გავაფრთხილე:
- იცოდე აქ ყველა ვართ დროის გასატარებლად მოსული, არ იფიქრო არავითარ პრობლემაზე... ''ის რა ცუდად იყურება'' ან მაგდაგვარი
(ჩემზე უფროსია, ძველი ''ავაზელია'' კარატისტი თან ცალთვალიანი, კანტუზია გადატანილი აფხაზეთში...ერთი სიტყვით ''მეომარი''  

 )
სათანადოდ გამოვაწყვე და წავედით. მისვლისას მეკითხება
- კი მაგრამ ვინმემ ცუდად თუ შემომხედა ან ამიხირდა... როგორ მოვიქვე?
- შენ ქალებს ურტყავ?
- ქალებს არა!!! მაგრამ ეს რა შუაშია?
- აქ ჩხუბის თავები ძირითადად გოგოები არიან.
თავიდან ირონიით შემომხედა, მაგრამ როდესაც დარბაზში მეოდხედ აიწია ჩხუბი (არა სერიოზული) და დაინახა რომ ოთხივეჯერ გოგოები იყვნენ მოთავეები... გაოცებისაგან ყბა დააღო...
ეს ამბავი გამონაკლისი არაა. ჰოლანდიელი ბიჭები სულ სხვანაირნი არიან და მათ ურთიერთობაში ქალთან თითქმის ყოველთვის ქალს ეკუთვნის ბოლო სიტყვა.
ქალი აკეთებს არჩევანს. მას სურს დღეს ჩემთან გაატაროს საღამო... ნუ ეწყინება,
საკუთარ თავს დააბრალოს... მე არაფერ შუაში არა ვარ, გოგომ თავად ამირჩია.
კიდევ ძალიან ბევრი საიმტერესოს მოყოლა შემიძლია, რადგან ძალიან მაინტერესებდა ყოველთვის ევროპული მენტალიტეტი, რომელიც ასე მიუღებელია ჩვენთვის.
მე თავიდან ყველაფერს პირადად ვეცნობი და მერე გამომაქვს დასკვნები, აქედან გამომდინარე მე ძალიან ბევრის ახსნა შემიძლია თუ რატომ იქცევიან ''ასე'' და არა ''ისე'' ამავე დროს ბევრს ვამართლებ კიდეც...
 არც ესენი არიან ცუდები და არც ქართველები კარგები, 
უბრალოდ ესენი სხვანაირები არიან.