2 შინაბერა მასწავლებელი მყავდა : ))))) ყველაზე მეტად ქიმიის მასწავლებელი მიყვარდა

65 წლის იყო, დაჯდებოდა და მელაპარაკებოდა ხოლმეე
ვფიქრობ ჩემთან იმიტომ სიამოვნებდა ლაპარაკი,რომ ერთადერთი ვიყავი ,რომელიც არ დასცინოდა, არ იგდებდა, მისი შინაბერობის გამო
შენარჩუნებული ჰქონდა სილამაზე, ლამაზი მოხუცი იყო
მაკიაჟს ისვამდა და ლამაზი, კეთილი თვალები ჰქონდა : ))
" გვანცა, მე ამხელა ქალი ვარო და კაცი არ მყავს ნანახიო "

ისეთი გულის ტკივილით ამბობდა ხოლმე
მეორე ისტორიის იყო : )) თინა ,მთიული ქალი იყო . . . მკაცრი
სულ თავის ტკივილს უჩიოდა და ვიეტნამის მაზს ისვამდა ხოლმე შუბლზე
ერთი და ჰყავდა და ისიც მოუკვდა, მოწყენილი თვალებით მეტყოდა ხოლმე " ერთი კატაღა დამრჩა სახლშიო "
მეცოდება მასეთი ხალხი . . .ალბათ რა საშინელებაა მაგ ასაკში მარტოობა (( როცა ასაკში შედიხარ, ყველაზე მეტად გჭირდება თანადგომა
...