როცა ასე ახლოს არის სათნოება
როცა ასე ახლოს არის სიყვარული,
როცა ასე ახლოს არის მოგონება,
მაშინ ვის ადარდებს ერთი კაცის სული?!
როცა შენი სახე ფიქრებს ეგებება,
როცა მონატრება არის მოწყენილი
როცა სიმარტოვის არის სასოება,
მხოლოდ სევდა არის ირგვლივ მოფენილი.
თუ ტატო მიატოვა მისმა კატინამ და
თუ გალაქტიონი დაეძებს მერის.
იქნებ მეც გიპოვო, იქნებ დამინახო
იქნებ მეც უშენოდ ცხოვრება მელის?
-----------------------------------------------
შენ სულ ჩემი ხარ,
სულ მთლიანად,
თუნდ არ გინდოდეს...
მეც სულ შენი ვარ,
მაგრამ რატომ,
ნეტავ ვიცოდე...
არ შემწევს ძალა
მოვუსმინო შენს ხმას უსიტყვოდ,
მღალატობს ძალა,
ვეღარ ვმალავ
გრძნობას უძიროს.
არ შემიძლია
შმოგხედო უსიყვარულოდ,
არ შემიძლია
სიყვარულზე არ გიპასუხო
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
ქარმა შენზე ფიქრი სადღაც გაიტაცა,
მაგრამ ერთგულება ჩემი არ იწამა,
ცაზე ვარსკვლავები რომ ვერ დაითვალა;
მინდვრის ყვავილია ლურჯი ხარისთვალა!
ცრემლად წამოვიდა წვიმა, არ იდარა,
ქვეყნად ყველა გული სევდამ აიტანა,
გახსოვს, იადონმა რა შემოგვითვალა?
მინდვრის ყვავილია ლურჯი ხარისთვალა!
ყველა მოგონება ცრემლად გაიფანტა,
ფიქრი არ მაწვალებს შენზე ფიქრის გარდა,
ნუთუ ბედისწერამ სწორად გაითვალა?
მინდვრის ყვავილია ლურჯი ხარისთვალა!
გულში ყველა გრძნობა სევდამ დაიკავა,
ვიცი, ამ თვალებშიც რაღაც დაიკარგა,
უკვე მერამდენედ ვამბობ რომ მიყვარხარ...
მინდვრის ყვავილია ლურჯი ხარისთვალა!
* * *
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
Marto viyavi pikrshi gartuli da carsuli dro magondeboda, pikrshi gartuli vigebdi kalams da es sityvebi icereboda adamiani rogorc aseti tvit silamazit ara pasdeba, adamiani sulit lamazi sicocxle mxolod mas upasdeba, nurvin giyvardes silamazistvis, nurvin giyvardes simdidrisatvis, giyvardes mxolod is axalgazrda visac uyvarxar da eyvarebi yanci avigod da vadgegvdzelod vinc siyvarulshi datanjulia, mas gaumarjos romlis gulshidac cminda lamazi siyvarulia