გამარჯობათ ფორუმელებო,
ძალიან მომწონხართ ყველანი.თქვენმა ლექსებმა ასჯერ უფრო გაალამაზა ჩემი ცხოვრება,დიდი მადლობა ყველას.
კატარინა,მართლაც შეუდარებელი ხარ.
აწი შევეცდები არც მე მოგაწყინოთ.ღმერთმა დაგლოცოთ!
* * *
სინამდვილე ბევრჯერ გამიზღაპრებია,
სიმახინჯე სილამაზით დამიხატავს.
ლურჯ ოცნებას ლურჯი ფრთები დამტვრევია,
საქორწილე ფიქრს გასცლია თეთრი ფატა.
სიძულვილშიც სიყვარული მიძებნია
ღალლატის წილ ღალატს როგორ გავივლებდი?!
იქ დავმდგარვარ,სადაც მეტი სიძნელეა,
გოლგოთაზე როგორ გავიაპრილებდი?!
მოლოდინი ეჭვებისგან დამიხსნია,
მაინც რწმენად დამისახავს რაც არ მწამდა
და დღეს ის,რაც ჩემი ბედის დაისია,
მომყოლია სიზმარ-ცხადის გასაყართან.
რაღა შემრჩა?-დარდიანი ფოთოლცვენა,
დარდიანი ფოთოლცვენის მუნჯი ფერი...
მე კეთილი ჯადოქრების მაინც მჯერა,
გიჟი ვარ და მაპატიეთ ყველაფერი.
პ.ს.ავტორი არ ვიცი ვინ არი,თუ ვინმემ იცით,არ დაიზაროთ და მომწერეთ რა?!
* * *
ვაზის ლერწებით მორთულია ზღაპრების ქოხი,
წითელ უდაბნოს შესევიან თეთრი რაშები.
მე ხომ ზღაპრული სამყაროდან ვარ წარმოშობით
და ძალიან გთხოვთ სიყვარულს ნუ მეთამაშებით.
მე ხომ ოცნების ქალაქიდან ვარ წარმოშობით,
ჩემში მზე არის,და საწყისი გზაა სიმართლე.
სახიფათოა,სიყვარულს ნუ მეთამაშებით,
მე შეიძლება ჭეშმარიტად რომ შემიყვარდეთ.
This post has been edited by maiko_27 on 1 Jun 2006, 02:07