გაიხარე

პასუხი მეორე წერილზე
ნათელა მდინარაძე
მე ახლა, კარგო ისე მჭირდება შენი ნუგეში და სიყვარული,როგორც არასდროს.ვეღარ მოვუსმენ ბრალდებებს,ვერა და ეს წერილიც,რიგით მეორე,არ დამაბრალებს არაფერს,მჯერა.
შენ ახლა შორს ხარ,მე ვარ სოფელში,ჩვენები უკვე ვენახს თოხნიან და ოხშივარი ძვალს მითბობს მიწის.მე ფეხშიშველი გავრბივარ სადღაც.შორს,ჰორიზონტზე ღრუბელი იწვის.სასწაულები რომ ხდება კარგო,მერე რამდენი,ჩვენც კარგად ვიცით.იქნება ჭიშკარს ისავ მოადგე,გაუხედნელი,ლამაზი კვიცით.
მამალი ღამეს აფრთხობს ყივილით,ცაზე ცისკარი შერჩა კრიალა.
წარმოვიდგინე ჩემი მეტოქე,სულზე გველივით გადისრიალა.
მასპინძლის გოგო გარმონზე უკრავს და მაგონდება მე ჩვენი ყრმობა,ცეკვით რომ ვცვეთდით წითელ ქალამნებს.”რა თვალები გაქვს”მითხარი ერთხელ “ფეხს ვერ გადადგამ,ისე დაგაბნევს”
რა უფლება მაქვს,რომ სხვის სურვილებს და გემოვნებას დავუგო მახე,რად გაგახსენო მე ჩემი თავი,თუ ჩემზე უფრო ლამაზი ნახე?!
მისთვის ჩაწნული სიტყვების გვირგვინს ვიცი,რომ მსგავსი ექნება ფერი,ჩემთვის მოძღვნილი აზრთა კონების,შენ ხომ საერთოდ არა გაქვს ნიჭი სხვა სიყვარულის გამოგონების.
მოგენატრები ყოველთვის,როცა ცას გადაკუპრავს შავი ღრუბელი და ჩამორეცხავს შენს ფანჯრის მინებს შხაპუნა წვიმა.მე ვიცი რასაც ინატრებ ამ დროს...მე ვიცი ამ დროს გული რომ გტკივა...
გაგახსენდება სკოლის შენობა,დახურულ ფანჯრებს მომდგარი ქალი.გარეთ წვიმაა,ნოემბრის სუსხი და წვიმის წვეთებს აწვალებს ქარი.ის ლოცვასავით ამოთქვამს სათქმელს,თან ბუნებისკენ უჭირავს თვალი.”შეხედე კარგო,უკვე აცივდა,ხეებს ყვითელი ფოთლები სცვივა და ტირის,ტირის მინაზე წვიმა,წვიმასაც თავის ტკივილი სტკივა.მალე,სულ მალე იქცევა ფიფქად,უსპეტაკეს და უწმინდეს მასად,მაგრამ უხეშად თუ შევეხებით,ისიც გაქრება ყველა ლამაზი ოცნების მსგავსად”
...ქაშუეთში ალბათ ჩაქრა სანთელი,მე ის ავანთე თერთმეტ საათზე(იქედან ახლო იყო შენამდე)იქ რა მინდოდა?-ღმერთს შევეხვეწე:”უფალო ღმერთო,შენ გევედრები,გვაცოცხლე სულის გადარჩენამდე,სანამდე კიდევ გვქენჯნის სინდისი და გზა სავალი მოსჩანს შენამდე”
სიზმარში გნახე,უფლის წინ იდექ ცოდვებისაგან განაწამები.მე მოვდიოდი,მე მოვდიოდი,მე მოვდიოდი შენსკენ წვალებით.მინდოდა კარგო,გადამერჩინა ცოდვებისაგან შენი თვალები.
მე გაპატიებ,მე გაპატიებ და მერე ღმერთიც შეგინდობს ვიცი.ხოლო თუ ღმერთი მაინც გაწყრება,მე დავბან ფეხებს,ვით მაგდალინა და შევუმშრალებ ლამაზი თმებით.ღმერთიც შეგინდობს,მეც გაპატიებ და მერე უფრო მშვიდათ მოვკვდებით.
მე გაპატიებ,რადგან არ ვიცი,რად ვარ ცოდვათა ასე შემნდობი.არ ვიცი წარსულს რატომ ვივიწყებ და ან მომავალს რატომ ვენდობი.
განშორებიდან სულ ერთხელ გნახე,ისიც შემთხვევით.
დრო კი კვლავ მთელი სისწრაფით მიდის,მომავლის არვის არა აქვს რიდი,ზოგისთვის მოდის სინათლით სავსე,ზოგისთვის მოაქვს სევდა და ბინდი.განუკითხავად ებრძვის ერთმანეთს ღონიერი და ღონემიხდილი.
და ვებრალებით ყველას ძალიან,რაც მოხდა,იცი,სჰენი ბრალია.ფიცის გატეხვა ავთა საქმეა,ერთგულება კი კარგთა ვალია.
წლები მიდიან,თმები თეთრდება და ნაოჭები ღარავენ სახეს.ლამაზ თვალებში ჩამდგარა ნისლი,ამაოდ გძებნეს,მაინც ვერ გნახეს.
შენ კარგად მიცნობ,იცი არა მაქვს შეუნდობლობის დამღა და ნიჭი.მიყვარდა,მიყვარს და მეყვარება კიცხის ტალახში გასვრილი ბიჭი.
ცუდათ აგვიხდა ის წინათგრძნობა,თოვლივით გაქრა ჩვენი ოცნება.არც გვეცინება,არც გვემღერება,არც გვეფერება,არც გვეკოცნება...
მეეზოვეებს გადაუშლიათ შენი და ჩემი ნაფეხურები და დაგვილ ქუჩას სულ სხვები ცვეთენ,ცის კიდეში კი,მარტო დარჩენილ ბრდღვიალა მთვარეს ავი ძაღლები ჰყეფენ და ჰყეფენ.
ის მთვარის შუქი,შენსკენ მფრინავი,მე შევაჩერე ჩემი ხელებით,სანამ შენ გნახავს,შენამდე მოვა,სულ ცოტას მაინც მოვეფერები.
მე სიყვარულში არ მქონდა ბედი,არ ვიცი რატომ,რისი ბრალია,გამატიალა ტანჯვა-წვალებამ,გულს არაფერი არ უხარია,სარკეს ჩავყურებ და მეტირება,სახე ნაოჭებს დაუღარია.
რად გაკვირვებდა დღესაც არ ვიცი,ჩემი ნაღველით სავსე თვალები.შენ ბედნიერი იყავი მუდამ,მე კი ცხოვრებას მივდევ წვალებით და ბოდიშს გიხდი,რომ დავიწყება შენი ვერ შევძელ კარგო ვერაფრით.გული მატკინე თუ გამახარე,კმაყოფილი ვარ მაინც ყველაფრით.
ბედნიერებას მე აღარ ველი,არ შეიძლება ლოდინი მისი,ბედნიერება ჩემი შენ იყავ,სხვასთან ვერ გავხდი მე იმის ღირსი.
აზრი აღარ აქვს წუხილს და ტირილს,წლები გასულა,მერე რამდენი...ჩვენ წავალთ,ქვეყნად კიდევ დარჩება სიყვარულისთვის ცრემლის დამდენი
და მაპატიე თუ დავიღალე,გაქრა სურვილი წერილის წერის.ტელევიზორში ბიჭუნა უკრავს და ჩვენს საყვარელ სიმღერას მღერის "სიყვარულში ბედი სწყალობთ გედებს,ერთგულების საოცარი ნიჭი აქვთ,სცილდებიან ერთურთს მხოლოდ ერთხელ,როს იმ ქვეყნად სამუდამოდ მიდიან"
თბილისში უკვე დადნა თოვლი და გაზაფხული შემოდის ეშხით.ვიღაცა ისევ გაჰყიდის იებს და დაიღვიძებს ოცნება ჩემში,გზის პირას როგორ მიცდის მაღალი,ჭაღარა კაცი,იებით ხელში.
ისევ მოდიხარ,შენი ღიმილით ისევ ანათებ ჩემს ბნელ სამყაროს,შერისხე ღმერთო,ყველა შერისხე,შეყვარებულნი ვინაც გაჰყაროს.
მზე ამოვიდა და მწვანე მდელოს თბილი ალერსით შეაშრო ნამი.შორს,ჰორიზონტზე ვიღაც გამოჩნდა,ვიღაც შენს მაგვარს მოვკარი თვალი.ნუთუ შენა ხარ ჩემო სიცოცხლევ?ნუთუ შენ მოგაქვს მწყურვალთან წყალი?!
This post has been edited by maiko_27 on 31 Jul 2006, 23:07