ეგ შენი წასვლა სულაც არ ნიშნავს, რომ ერთმანეთი დავკარგეთ თითქოს,
რომ ხსოვნა გქვია ეხლა შენ ჩემთვის, და ჩემზეც, როგორც წარსულზე ფიქრობ,
შენა ხარ ყველგან: ჩემში, ჩემს ირგვლივ, ეგ სულერთია სად, ვისთან წადი,
რომ შენი სუნთქვა არ მეგრძნოს ცხდად, ჯერ არ ყოფილა არც ერთი წამი.
მე ვიცი, ჩემი მოლოდინისთვის არ დამიგეგმავს დროის საზღვარი
არც შენი მოსვლით არ გვიანდება, მოხვალ, როს მოსვლის ჩამოჰკრავს ზარი.
მაგრამ მანამდე ბევრი ტკივილი და სიხარული შეგხვდება გზაზე,
ბევრს იპოვნი და ბევრსაც დაკარგავ, ხელსაც ჩაიქნევ საკუთარ თავზე.
არც მე მერქმევა ბედის რჩეული, მეც ჩემს წილს ვზიდავ ცრემლსა და ღიმილს,
რამდენ სიხარულს დაიტევს გული, რამდენ სევდას და საშინელ ტკივილს.
ჩემს ბედისწერას სხვა რა ძალაა, ერთგულად უნდა ჩავუდგე ვალში
სხვის სავალ გზაზე მე არ გავივლი, არც ჩემს წილ სავალს დავრჩები ვალში
ოღონდ მე მჯერა მაინც, რომ ჩვენი ყოფის ყოველი წამი იქნება,
რაღაც შეუცნობელი, ორივესათვის მზადების ჟამი, რომ ჩვენ ერთმანეთს
შევხვდეთ ზრდასრულნი და ერთმანეთის ფასი ვიცოდეთ
ბედნიერება, რადგან გვეღირსა, რადგან ვიპოვეთ.
არ გაემიჯნოს ოცნება ნამდვილს, ხომ იცი წარსულს ვერ გაექცევი.
ეს ღმერთმა იცის ვის რა მოელის, სად ამაღლდები, ან დაეცემი.
ნუ გეშინია ავი ენების, ბრბოს თავდახრილი გვერდს ნუ ჩაუვლი
ნუ, ნუ იქნები ჩემს მიმართ მკაცრი , არც მე აგავსებ საყვედურებით,
დავმგვანებივართ რადგან ერთმანეთს განვლილი გზით და უბედურებით
დაბრუნდი. ნუთუ არ დაიღალე ამ ხეტიალით, ხომ იცი კარგად,
მე არ გაჩქარებ, ოღონდ ეგ არის უაზრობაში ძვირფასს დროს ვკარგავთ
თუ გსურს ღირსეულს მიაყენო ჩრდილი, უღირსის ქებას უნდა მიჰყო ხელი. კონსტანტინე გამსახურდია.
Как воздух, ты мне до безумия нужен... (с)
ჩემიდან შენამდე შორია,
შენიდან ჩემამდე - პირიქით...