Artist 
გილოცავ ახალ წელს!
"წამოდუღდი სულო,
იმღერე სულო,
კუდით ქვა ასროლინე სიბერეს სულო...
გამოფინე სულო საუნჯე შენი,
მამყოფინე სულო სიმუნჯე შენი...
გაზაფხულზე თბილისი ლამაზია ძლიერ,
სულო, სულო აფეთქდი და სიჩუმეს სძლიე...
მტკვარივით ნაპირებს გადმოდი სულო,
სიყვარული ინატრე და მოვა... სულო..."
ყველას გეძღვნებათ
* * *

და ესეც თქვენ - უამრავი საჩუქარი, აარჩიეთ
* * *
ლურჯი ღამის სიზმარი მე ლურჯი ღამის სიზმარი ვნახე,
ლურჯი ხეების ქარში ზმორება,
მე სიყვარულის ფერხულიც ვნახე
და სიმარტოვის განმეორებაც.
მე ვნახე ლანდთა ლურჯი ციალი,
მთვარის სურვილთა ფიქრში ფეთება,
მე ვნახე ზღვათა მწვანე რიალი,
თუ მზე ტალღაში როგორ ენთება,
მე ლურჯი ღამის სიზმარი ვნახე,
ლურჯი ხეების ქარში ზმორება,
მე სიყვარულის ზეიმიც ვნახე
და სიმარტოვის განმეორებაც.
This post has been edited by T-E-0 on 3 Jan 2006, 15:32
waiting for...