მაშინ ამჯერადაც არ დავარღვიოთ ტრადიცია
dadukaეხა მოგიყვები ჩემს სასიყვარულო ისტორიას.
იყო ბნელი და უკუნი
მე ხელების ფათურით ბრმად ვცდილობდი გზის გაკვლევას უღვთო სიბნელეში.
ხან გაუვალ ჭაობში ჩავარდი, ხან ორმოში, ხან ხრამში გადავარდი, ხან კლდეს შევეჯახე.
უფსკრულის პირას მყოფს მხოლოდ იმედი მაცოცხლებდა და ისიც ნელ-ნელა კვდებოდა და იფერფლებოდა.
ამ დროს უკუნში სადღაც შორს ჰორიზონტს მიღმა გამოჩნდა მბჟუტავი სინათლის ნაპერწკალი და მეც მისკენ ავიღე კურსი.
უკვე აღარაფერს არ ქონდა მნიშვნელობა, თუნდაც იქ სიკვდილი დამხვედროდა და აი მივედი და რას ვხედავ, აგი ჩემი ცოლა არაა ეს ნაპერწკალი?
მან გადამარჩინა სიკვდილს და გამომიყვანა სინათლეზე.
მას მერე რამდენი საუკუნეა ერთხელაც არ მიღალატია მისთვის.
ვცხოვრობდით ბედნიერად და ეხა შეგხვდი შენ
შენც ის ნაპერწკალი ხარ რომელიც ბნელში იმედს და სიცოცხლის წყურვილს უღვიძებს ადამიანს.
და ამ 2 ნაპერწკლის ერთად ყოფნით გავანათებთ უკუნს და წინ ნათელი მომავლისკენ ერთად გავიკვლევთ გზას.
ეხა არჩევანი შენზეა
მე ვერ დაგაძალებ და არც არავის მივცემ უფლებას რამე დაგაძალოს
შენ, მხოლოდ შენა და მხოლოდ და მხოლოდ შენ უნდა გააკეთო არჩევანი