აუ ერთი კითხვა მაქ ოღონდ სერიოზულად
ამჯერად ნაღდად არ ვკაიფობ

როცა ბიჭს გოგუნასთან აქვს ნორმალური ურთიერთობა
ანუ არანაირი სიყვარული, არანაირი სექსი, არანაირი ხანჯლაობა და წეწვა-გლეჯვა. უბრალოდ ჩვეულებრივი ურთიერთობა და ერთ დღესაც ეს გოგო ეკითხება ბიჭს: გიყვარვარ?
რა უნდა უპასუხოს ბიჭმა?
თუ ეტყვის რო არ მიყვარხარ და მაგრად მკიდიხარ ერთ ადგილზეო იმ გოგოს გაუტყდება იასნია და სხვანაირად გეიგემს და ტყუილიც იქნება იმიტო რო გიყვარს როგორც ახლობელი და მეგობარი
თუ ეტყვი რო მიყვარხარო მაშინაც სხვანაირად გეიგემს და იფიქრემს რო მასზე გიჟდები და ჭკუაზე არ ხარ
არა და ეს კითხვა ისე მოულოდნელი შეილება იყოს თქვენთვის რომ ....
აი ვთქვათ საუბრობთ კინოზე, თუ როგორ დახერხა ცოცხალი ადამიანი ერთმა მანიაკმა, როგორ აჩეხა ვიღაცა და მერე ერთი ადამიანი როგორ გადაარჩინა ფილმის სიუჟეტში კეთილმა ბიძიამ და ამ დროს ამნაირი კითხვით გაწყვეტიემთ თხრობას
ნუ იასნია მოულოდნელია ეს კითხვა თქვენთვის და ცოტა დეიბენით კიდეც
რას უპასუხემთ?