#2369591 · 2 Jan 2006, 15:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | ArtInt არა ტო რატო კარგ მთქმელს კარგი გამგები უნდაო |
ეგრეა  | QUOTE | | ისე შენი განმარტებაც საინტერესო იქნება |
მე განმარტება არ მაქვს. შეიძლება მქონდეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრი, მაგრამ... საქმე იმაშია საკითხს რა კუთხით მივუდგებით. აქვე ვთქვათ ისიც რომ ევროპელი ბავშვისაგან მიღებული ინდივიდი (მიუხედავად თავისუფლებისა და ლაღად გაზრდისა) მაინც კასტრირებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. მეჩვენება რომ მასში ჩაკლულია შემოქმედებითი უნარი და სიცოცხლის ჟინი...
| QUOTE | | აქ დამავიწყდა მეთქვა რომ ძირითადად მშობლები იმიტომ ურტყავენ ბავშვებს რომ ისინი არიან გაჭირვებულები... |
ევროპაშიც არიან გაჭირვებული მშობლები და ისეთებიც ვისაც
| QUOTE | | ნერვები აღარ აქვთ მწყობრში.. ცხოვრებას ვერ აუწყეს ფეხი და ჯავრი სურთ რაღაცაზე იყარონ ხოლო ის რაღაცა არის დაუცველი პატარა სუსტი არსება რომელიც არის ბავშვი (აქ არ გამოვრიცხავ იმასაც რომ ცოლსაც ურტყავს ესეთი ადამიანი) |
მოდი დავანებოთ თავი პათოლოგ მშობლებს ვინც ცოლსაც ცემს და შვილებსაც. ვილაპარაკოთ ცემაზე როგორც დასჯის ერთერთ მეთოდზე... და საერთოდ ბავშვის დასჯაზე... რამდენად მიზანშეწონილია დაისაჯოს ბავშვი? საკმარისია უბრალო განმანათლებელი საუბრის ჩატარება მისთვის ანუ ტვინის გამორეცხვა?
| QUOTE | | ბავშვს როცა მშობელი სცემს... ბავშვი ხდება აგრესიული იკეტება თავის თავში.. და შემდეგ ჰგონია რომ აუცილებელია ვიღაცის ცემა.. |
იქნებ პირიქითაა? გააჩნია ცემის სიხშირეს და ასევე თავად ბავშვის პიროვნულ თავისებურებებს რასაც გენეტიკაც განსაზღვრავს...
| QUOTE | | მდაააა...იცით მე თუ ოდესმე ღრმა ბავშობაში დედამ დამარტყა ანუ მცემა რაღაცა სერიოზულის ან არა სერიოზულის გამო ეს იმას არ ნიშნავს რომ მე ეხლა ვარ აგრესიული,არანაირად არ ვარ მაგრამ უბრალოდ მე ის მომენტი მახსოვს და მე ის მომენტი ოდესღაც გავახსენე ანუ როგორც იტყვიან წამოვაძახეს პონტი იყო.... |
მარტო წამოვაძახეს პონტია? რა იცი რამდენად მოახდინა გავლენა იმ ცემამ შენს ფსიქოლოგიურ ჩამოყალიბებაზე? რა იცი რამდენად შეგიცვალა ფსიქიკა? რომ არ ეცემე იქნებ სულ სხვა ტიპაჟი გქონოდა პიროვნული?
|