ეხლა ცემას ვინ რას აღიქვამს ეგაა მნიშვნელოვანი...
ქამრით არ უნდა სცემო ბავშვი და სისხლი არ უნდა ადინო და არ უნდა დაალურჯო...
თორემ ყურს თუ აუწევს, თმას მოუჩეჩავს ან ტაკუნებზე მიარტყამს მშობელი, არაა ეგ ტრაგედია...
რა თქმა უნდა ინდივიდუალურად უნდა მიუდგე ყველა ბავშვს...
ეხლა არავინ თქვას რომ დედას ან თმები არ მოუწიწკნია ან არ წამოურტყამს პატარაზე, მაგრამ რამე სულიერი ტრავმა მიიღეთ...
მაგრამ მამაჩემს ყურიც კი არ აუწევია ცხოვრებაში, თუმცა სულიერად მთრგუნავდა და დღემდე გამომყვა

სკოლაში სიარულის დროს ბოლო კლასებში ცოტა რო "ავუშვი" და ან სკოლაში დაიბარებდნენ მშობელს ან დარეკავდნენ და დედაჩემი მეჩხუბებოდა რომ ოჯახს ვარცხვენდი, შემეხედა "კარგი ბიჭებისთვის" და ა.შ... მამაჩემი ძალიან მშვიდად მეუბნებოდა რომ თუ არ ვისწავლიდი უმაღლესში საქმეს არ ჩამიწყობდა და მომიწევდა ჯარში წასვლა

ხო და ჯარს ვერ ვიტან ბავშვობიდან

ყველაფერს გავყიდი და გადავიხდი ფულს და ჯარში არ წავალ

კიდე მეუბნებოდა რო თუ არ ვისწავლიდი ფეხბურთიდან გამომიყვანდა და ეგ იყო ტრაგედია ჩემთვის...
ამ სკოლის ინციდენტების დროს დედაჩემი ნახევარსაათიან-ერთსაათიან სიტყვით გამოსვლებს მოარტყამდა ხოლმე...
მამაჩემი მშვიდად იჯდა და დედაჩემს ეუბნებოდა, რას ელაპარაკები, თვითონ გადაწყვიტოს როგორი ცხოვრება უნდაო...
ხო და მაშინ ვნატრობდი ხოლმე - ნეტა დედაჩემმა მცემოს და მორჩეს ლაპარაკს,..
ან მამაჩემმა მაგინოს მეთქი

ფსიქოლოგიური ზეწოლა ბევრად ცუდია, ვიდრე ფიზიკური შეხება...
რა თქმა უნდა დღეს მადლობელი ვარ რომ მაშინ ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად არ მომცეს საშუალება ჩემ ჭკუაზე მეცხოვრა, მაგრამ ფაქტია - ეგ მოქმედებდა მაგრად...
This post has been edited by Frankens†ein on 5 Sep 2013, 21:27
Mens sana in corpore sano...