ხოდა სიტუაცია:
გოგოსთან სახლში ვარ და არმაგედონს ვუყურებთ (არ დაიწყოთ ეხლა, დამრჩა დრო და ვუყურებდით) ხოდა მთავრდება რა ბრიუსმა კაცურად თავის თავზე აიღო იმ ასტეროიდის აფეთქება...
გამოსამშვიდობებელი სიტყვები...
ცრემლი მომადგა...
მერე ცოტა პრობლემები... როგორც იქნა ახერხებს დეტონატორის ხელში ჩაგდებას
უკანასკნელი სიტყვები...
აჭერს ღილაკს...
განვლილი ცხოვრება თვალწინ გაუვლის...
აფეთქება...
ატომური ტალღა... ასტეროიდი ნაწილებად იშლება...
ვტირივარ... (ყოველთვის ამ კინოზე)
ხოდა ეს მომიბრუნდა და მეკითხება: "გადარჩაო?"
ნერვიული სიცილი ამივარდა და მერე სურვილი რომ მიმეხრჩო იქვე
მაინც რა ლოგიკა გაქვთ ამ ქალებს ასეთი? ესმერალდა ვისი ბიძაშვილის ცოლის და არის მამიდის მოყვარის მხრიდან იმას ხომ იგებთ კარგად?
This post has been edited by akreaton on 25 May 2010, 17:04