თუ ამ ყველაფერს სერიოზულად მივუდგებით მიხვდებით რომ ასე ცალკეული ფრაზების წერა დიდი სისულელეა, რა დავთარს ხომ არ შეადგენთ თან სატარებლად?! ხოდა თუ არ შეადგენთ და მისმინეთ: მოკლედ აქ არ არის მთავარი ცალკეული ფრაზები, მთავარი აქ თვითონ პრინციპია, თუ როგორ აფასებს ქალი ამა თუ იმ ფრაზას, ვინაიდან და რადგან ყველაფერი ინდივიდუალურრია და მარტივ მაგალითად ვიტყვი, რომ გინება ზოგ ქალს შეიძლება მოეწონოს და ზოგს არა, მოდით განვმარტოთ თვითონ პრინციპი. ქალს არ მოსწონს შაბლონებად ქცეული ფრაზები, როგორიცაა: რა მშვენიერი ამინდია და სხვა ამდაგვარნი, ანუ იყავით ორიგინალური, უთხარით რამე ახალი, სხვათაშორის ქალების აფრენენს იშვიათად გამოგონილ და მათთვის ჯერ უცნობ სიტყვებზე, ოღონდ ტრანზისტორებზე და პეჩატნი პლანებზე არ ელაპარაკოთ

ნუ ესეც ინდივიდუალურია. თუ კომპლიმენტს ეუბნებით აქცენტი გააკეთეთ, იმაზე რომ ძალიან ჭკვიანია და შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს, მაგრამ მხოლოდ კომპლიმენტუ არ ეყოფა თუ მართლა არ დაარწმუნეთ ამაში, ამისათვის კი საჭიროა ისწავლოთ ადამიანების მოსმენა, უსმინეთ ყურადღებით და უყურეთ თვალებში, სულ მუდამ ყურადღების ცენტრში გყავდეთ. და კიდევ, საქართველოში რატომღაც აქტუალურია გოგოსათვის ანეკდოტების მოყოლა, მაგრამ ყოველთვის გაითვალისწინეთ, რომ რაზეც შეიძლება თქვენ გადაბჟირდეთ ქალისთვის ეს შეიძლება ძალიან მომაბეზრებელი და უსიამოვნო მოსასმენი იყოს, ანუ მამაკაცური ანეკდოტები არ გინდათ, თუ მაინდამაინც რაიმე ანეკდოტის მოყოლა გინდათ შეარჩიეთ მათთვის საინტერესო თემები და მოყევით კაცების ნაკლოვანებებზე, მაგალითად იმპოტენციაზე და კიდევ ბევრ გეთურებზე, აგერ ერთ ერთს მე გიკარნახებთ, მოკლედ და ლაკონიურად: თუ იცით რატომ უყვართ ბიჭებს სარკის წინ ნძრxვა, იმიტომ რომ სარკეში ყველაფერი ბევრად უფრო დიდი ჩანს. არა არა, მართლა ეგეთი რამე არ მოუყვეთ, ნუ მოიფიქრებთ რა რამეს

და გახსოვდეთ რომ ნებისმიერ ქალთა კომპანიაში ყოველთვის პირველი თემაა მამაკაცი და მისი ნაკლოვანებები. ყოველთვის გაითვალისწინეთ ჩემი რჩევები და იცხოვრებთ ჯანმრთელად და ბედნიერად

აბა წარმატებებს გისურვებთ!