ოჯახი ისეთი რამაა, რასაც მარტო სიტყვებით ვერასოდეს აღწერთ.
ორი სრულყოფილი ინდივიდის ერთ "პრასტრანსტვაში" მოთავსება, ადრე თუ გვიან აპრიორი გამოიწვევს უთანხმოებას, მითუმეტეს ქართული მენტალიტეტის მქონე ინდივიდებს შორის. წავა პირველობაზე დავა, მე მინდა ასე გააკეთო(ქმარი), მე არ მინდა მასე(ცოლი) და ა.შ.
ქართველი მამაკაცი მიჩვეულია რომ ოდითგანვე პატრიარხატი მეფობდა გრუზინეთში და სურს ლიდერობა ოჯახში მიუხედავად იმისა რომ ხშირ შემთხვევაში ცოლი გაცილებით მეტს შოულობს და შეაქვს ოჯახში, ვიდრე ქმარს. ანუ, ქმარი ყველანაირად ცდილობს ლიდერობის შენარჩუნებას. ერთ-ერთი მიზეზი ისაა რომ უტყდება ძმაკაცებში ან სადმე მეუღლე რომ მის თანასწორად იქნას წარმოჩენილი. სანამ ამ სირობას არ აღმოფხვრიან ქართველი მამაკაცები თავიანთ თავებში, იქამდე დაინგრევა ათასობით ლამაზი ახლადშექმნილი ქართული ოჯახი!
დაიმახსოვრეთ: ქალს თუ მოუნდა ისე გიღალატებთ რომ ვერასოდეს ვერ გაიგებთ, ასე რომ შეეშვით ეჭვიანობას და საქმეს მიხედეთ. ეჭვიანობით უფრო ვნებთ ურთიერთობებს, ვიდრე რაიმე შედეგს იღებთ ამით. ეს ორივე მხარეს ეხება

იყავით ბუნებრივნი, მეუღლის მოსიყვარულენი და მათი პატივისმცემელნი!
თქვენი ბედნიერება თქვენი მეუღლის/საყვარელი ადამიანის ბედნიერი თვალების დანახვით უნდა იწყებოდეს და არა სხვა რამით.
ნუთუ ასეთი ძნელია პატივს სცემდე ადამიანს, რომელმაც არანაკლები გააკეთა იმისათვის რომ ერთად იყოთ და არანაკლები საოცარი წუთები და საათები მოუნიჭებია თავისი ცხოვრებიდან თქვენთვის?!