ხალხო დამეხმარეთ, რა მჭირს არ ვიცი
ჰმმმ, 8 მარტს ოჯახთან და ნაცნობებთან ერთად ვიყავი რესტორან გაგრაში

იქ დავინახე ერთი გოგო, ძალიან ლამაზი იყო, იმდენად ლამაზი, რომ ერთი დანახვისთანავე მაგრად დამევასა...
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი დაქალებიც ძალიანლამაზები იყვნენ, მაგრამ მაინცდამაინც ეს გოგო გამოვარჩიე...
ე.ი. ჩემთვის დავგეგმე, როგორ უნდა გამეცნო ეს გოგო და ამაზე ფიქრი არ მქონდა დამთავრებული, რომ მან მაგიდაზე დადო ვარდი (ჩამი მაგიდის პირდაპირ ისხდნენ ის და თავის დაქალები)
ნუ რაღას გავაწყობდი, მაშინვე ვიფიქრე, რომ ეს ვარდი შეყვარებულმა აჩუქა, მაგრამ დღემდე ერთი კითხვა არ მასვენებს, ხომ შეიძლებოდა ეს ვარდი სულ სხვას ეჩუქა მისთვის

(თუნდაც ჯგუფლემა ბიჭებმა თავის ჯგუფელს გოგოებს სურპრიზი მოუწყეს ან კიდევ იმ დღით, თურმე ქუჩაში პრეზიდენტის დავალებით არიგებდნენ ვარდებს)
რვა მარტის შემდეგ სულ ამ გოგოზე ვფიქრობ, მისი სახე დღემდე მიდგას თვალწინ...
რამე საქმე, თუ არ გამოვძებნე, მთელი დღე იმ გოგოზე შეიძლება ვიფიქრო...
დღემდე ჩემს თავზე მეშლება ნერვები, რატომ არ გავიცანი ის გოგო, ეჭვებს მაინც არ ავყვებოდი

ასეთ რამეს მაშინაც ვგრძნობდი, რომ შეყვარებული ვიყვაი რამდენიმე თვის წინ, მაგრამ ასე ძლიერ არა...
ვითომ ერთი ნახვით შემიყვარდა?
ჩემი საშველი არაა?
არაფერი დამიმალოთ, როგორღაც გადავიტან
This post has been edited by gigajoj on 8 Apr 2012, 22:34