ეგ თავისთავად გასაგებია, კი გეთანხმები... გულიდან მოდის სიწმინდე ზოგჯერ კაცი უფრო მეტს სთავაზობს ვიდრე ქალი...
მარა აქ მხატვრულ გამოხატვაზე/გადმოცემაზე და ასეთ მონახულ სიტყვათა წყობაზე ჩავკაეფდი ვაჰ... მართლა უნიკალური რამეა... აზრებიც ასე მოფიქრებული და დალაგებული, მოკლედ წარმოვიდგინე სიტუაცია და ჟრუანტელები მომივიდა, ასეთი პატარძალი ასეთი მიმართებით რომ გავიაზრე, აბა შეეხე მაგ დროს წარმოდგენაში და თუ არ დაგარტყავს დენივით ჟრჟოლვა....

ძაან ემოციური ვარ ეტყობა...
* * *
თავიდან არ მივაქციე ისე ყურადღება ამ ტექსტს, ეხლა კი რაც უფრო დავაკვირდი... საოცარი ნიუანსები დავინახე... წარმოვიდგინე სცენა საწოლ ოთახში და ასე განწყობილი პატარძალი...
ერთი რამე მაინტერესებს კაცის მხრიდანაც თუ არსებობს გარკვეული შესამზადებელი ტექსტი? ანუ მასზე გამიზნული მსოფლმხედველობა, თუ როგორ უნდა მოებყრას პატარძალს ამ ღამეს... როგორი შინაგანი მიმართებით. ალბათ უფრო ჟინიც უნდა იყოს შიგ, თორემ თუ ისიც ასე ამაღლებულად განეწყო შეიძლება არც არაფერი გამოვიდეს... ქალს რა უჭირს მიეცემა შეწირულივით მარა, კაცთან უნდა ფუნქციონირებდეს ერთი რაღაც... ნამეტანი წმინდათ ძნელი იქნება მაგი ამბავი...
ტექსტი თუ აქვს ვინმეს ამდაგვარი უნიკალური, კაცის ვარიანტში...
მაგალითად: ეხლა შენ მოგეცემა სიწმინდე ქალისა, რომელიც მარად/ერთგულად გულში ჩასახვით ატარო მუდამ... ნუ ისე ნიჭიერად ვერ მოვიფიქრე...
რაღაც უნდა არსებობდეს ნაღდად, იმდროინდელი პოლიტიკურ/მორალურ ფსიქოლოგიიდან გამომდინარე თუ შესაბამისი... მართლა წერდნენ მე მგონი მასეთ წესებივით განწყობებს... პატარა მარა უნიკალური სულისკვეთების სწავლება...