ჰო, რაღაცით ანტი-სამყაროსა ჰგავს, სადაც ყველაფერი უკუღმაა...
უჰ, დუმბაძის მოთხრობა გამახსენდა მატრიარქატზე:
"სოფელ გამოქვაბულეთის მიდამოს მთვარე დაახლოებით ისე ანათებდა, როგორც ახლა ანათებს. ეზოში კავკასიური ჯიშის იხთიოზავრი ძოვდა.
უცებ იხთიოზავრმა ყურები ცქვიტა და დაიღრინა, მაგრამ იცნო ბუჩქებიდან გამოსული ვაჟკაცი ქსენია და ბაკუნით შეუგორდა ფეხებში.
ქსენიამ ჩუმად დაუსტვინა და გამოქვაბულიდან იაკინთე გამოვიდა. ცელქი სიო ახლადამოსულ ულვაშს ნაზად ულივლივებდა მშვენიერ იაკინთეს...
...და წუთის მერე მათი ნავი მიაპობდა ტალღებს...
- მაკოცნინე! ამბობს ვაჟკაცი ქსენია.
- ქორწილამდე არ მაკოცო რა! ნაზად იშორებს იაკინთე...
ბოლოს მაინც დანებდა... გადაიხადეს ქორწილი, მშობლებისაგან მზითვად მიიღეს სამოთახიანი გამოქვაბული და ორი გოდორი ლეღვის ფოთოლი - საცვლები..."
გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები და იყავით ბედნიერი, რომ ეს დრო დიდი ხნის წინათ იყო

პ.ს. პოსტის ავტორი ბოდიშს იხდის, თუ ზუსტი ციტირება ვერ მოახდინა, მაგრამ იმედია შინაარსი მაინც გადმოსცა...
- მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ქ ა რ თ ვ ე ლ ი ... - Proteos
- ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ მაშინ, როცა მას წამოდგომაში ეხმარება! - მარკესი