200 კაციანი ქორწილი

გააძღობ იმდენ ხალხს ერთ საღამოს

ჩაიხეთქავენ მუცელს
მერე ჰაბიბი-ზე იტანცავებენ
მერე "თავისუფლებაააა ლომთა ხვედრიაზე" ცრემლებს გადმოაფრქვევენ.
მერე ნეფე-პატარძლის სადღეგრძელოზე ყველა მაღლა ასწევს თავის ჭიქას, რომ ნეფემ ან პატარძალმა დაინახოს და ხელი ნაზად დაუქნიოს
მხოლოდ ამის შემდეგ კმაყოფილი სახეებით დალევენ (

)
მერე დამკვრელი ადგება და გაურკვეველ სიტყვებს წარმოსთქვამს სსსსსსს-ებით (როგორც კომედი შოუში ის მაგარი კაცი

)
მერე რომელიმე ბიძა ადგება და მივა დამკვრელებთან, ბუმაჟნიკიდან ამოაძვრენს 20 ლარიანს, (ჰგონია 10-იანი ამოიღო) დახედავს, უკან ჩაიდებს და 10-იანს ამოიღებს, დემონსტრაციულად დაუდებს იამახაზე და "რამე კაი დაუკარის" ეტყვის
მერე ერთი-ორი პროფესიით მოცეკვავე ბიჭი აღმოჩნდება ქორწილის სუფრაზე და დაიპყრობენ სცენას.
გოგოებს ნერწყვს მოადენენ
მერე თამადა ყოველ სადღეგრძელოზე ყელის კანს გამოსწევს თხოვნით, რომ მოუსმინონ
რამეს დალევს
მერე ძალიან გადაძღება, გადათვრება და გაილორთხება
მერე სასტავები გავლენ გარეთ პლანის მოსაწევად
ძირითადად გოგოს მხრიდან ჩამოსულ სტუმრებს გაიყვანენ დამხვდურები და პატივისცემის ნიშნად კაი პლანს მოაწევინებენ

რომელიმე გოგოს მხრიდან ჩამოსული კაიფში ცუდად გახდება და მეორე დღეს მასპინძელი ქეშები მაგარს მიაცინებენ.
მერე პატარძალსაც მოსწყინდება თეთრ კაბაში ჯდომა და გამოიცვლის.
და ასე შემიძლია დაუსრულებლად ქართული ქორწილის მარგალიტები ჩამოვთვალო.
ასე რომ...........
დასკვნა თქვენთვის მომინდვია

P.S. როცა ამ ყველაფრის ნაცვლად შეგიძლია საქორწინო მოგზაურობაში წასვლა და თაფლობის თვის იქ გატარება.
ყველაფერს მაშინ მივხვდი, როდესაც ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, მე და ვინმე "ოციანი" გვახსენეს და თამაში დაიწყეს... © ცხვარი
დღეს ფეხბურთი ერთი დიდი სპეკტაკლია, რომლის რეჟისორი ტოტალიზატორია :)