თუ ოდესმე გავთხოვდები ეს იმ შემთხვევისთვის

არ მინდა დიდი უზარმაზრი კაბა. რამე მუხლებამდე ან ოდნავ მოკლე მინდა, ისეთი როგორიც ბებიას ქონდა დედის მხრიდან, ის ცოტა სხვანაირია, მაგრამ დიდი და უზრმაზარი ისიც არ იყო. ნუ თეთრი იყოს ან სხვა ფერისაც მომეწონება.
ყველაზე ბედნიერი ვიქნები თუ სადმე პლიაჟზე იქნება. ბევრი ხალხი და ბევრი ნათესავები რა თქმა უნდა არ მინდა.
საერთოდ უფრო სპონტანურად დაქორწინება გამისწორდებოდა, მაგრამ ჩემს მშობლებს თუ არ ვუთხარი მანამდე ალბათ ინფაქტი დაარტყამთ სამწუხაროდ

არადა სპონტანურად ყველაზე მაგარია ჩემი აზრით. როცა არ ფიქრობ და აი უცებ მოგინდება და დაქორწინდები.
თაფლობის თვე არვიცი თუ მინდა. თუნდაც იქ დავრჩე სადაც ვიქნები, უბრალოდ სიმშვიდე მინდა, რომ ისტერიკში არ ჩავვარდე და სასწარაფოდ არ გადავიფიქრო ის რაც ჩავიდინე. (ძალიან მეშინია ოჯახის შექმნის

)
რამე ტრანს მუსიკა მინდა ქორწილზე განსაკუთრებით მაშინ როცა კი უნდა ვთქვა ან ხელი მოვაწერო. ისე შეიძლება გადავიფიქრო

სულ სიჩუმე რომ იყოს უეჭველად დავიბნევი და გადავიფიქრებ. სასტიკი მუსიკის ფონზცე გადავიფიქრებ.
ხო გამიხარდება თუ ჩემს ახლო მეგობრბეს ვნახავ. ვინც არ ელაპარაკებიან ერთმანეთს სულ ერთია მაინც. ჩემს ცხოვრებაში მნიშმვნელოვან ადამიანებსაც.
ხოო... სხვა იდეა ნუ ფაქტიურად არ მაქვს.
ააა ხო გამახსენდა ერთი მინდა კიდე, არვიცი შეიძლება თუ არა, ბეჭედი მინდა თეთრი ოქროსგან და მინდა შიგნითა მხრიდან რაიმე ფრაზა ეწეროს, რომელიც გრძელდება მეორე ბეჭედზე, მაგრამ ცალ-ცალკეც რომ ქონდეს აზრი.
ვსიო სულ ესაა როგორც წარმომიდგენია ოდესმე თუ დავქორწინდი.