>>>>>>>>>>>>>>>>>>>> პატარა სასწაული<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
.........შემოდგომის სურნელი ტრიალებდა ირგვლივ............ფოთლების ვალსი გაჩაღებულიყო ქუჩებში.............1,2,3...........რიტმს არ კარგავდნენ
თავდავიწყებას მიცემული ფოთლები. ტიტველი ხეები საცოდავათ
მობუზულიყვნენ და თითქოს სევდიანად შესცქეროდნენ ფოთლების
ცეკვას. ფოთლებისგან მიტოვებულ ხეებს ცრემლი შეჰყინვოდათ.......
ამ პატარა სამყაროსთვის თითქოს არცერთ ადამიანს არ ეცალა.
საქმიანად, სერიოზული სახით მოსიარულე "ორფეხა არსებები" ცეკვისგან გადაღლილ ფოთლებსაც კი ფეხს აბიჯებდნენ (!)
მარტო ერთი ბიჭი გამოყოფილიყო ამ საერთო "ბრბოს", ფანჯრიდან,
ჩვეული სევდიანი თვალებით იყურებოდა. უკვე რამდენი წელია აქ
არის, სტკივა თუ ცივა, უხარია თუ სცხელა - აქ ზის, თითქოს ვიღაცას
ელისო, იმ პატარა აღმართიდან, რომელიც მისი სახლისკენ მიდიოდა, თითქოს ვიღაც უნდა გამოჩნდესო.......... ვიინ?, არც თვითონ იცოდა,
ვინმე ვინც სევდას ჩაკლავდა მასში, ვინც ანუგეშებდა, ვინც გულის
ტკივილს მიუხვდებოდა და ხელს არ ჰკრავდა............ ხშირად უფიქრია ბავშვობაში "რატომ არ მიმიღო ხალხმა? არავინ დამიჩაგრავს, არავინ
მიცემია, არავინ მძულებია, მაგრამ მაინც გამრიყეს".........მან ვერ იპოვა
თავისთვის უმნიშვნელო ადგილიც კი. არადა გულით სურდა
ხალხთან ერთად სიცილი ან თუნდაც ტირილი............ ერთი ერთგული
მეგობარი ჰყავდა. ძლიერ, ძლიერ უყვარდა, თითქოს მისი ღვიძლი ძმა
ყოფილიყო. ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ, მთელი 20წელი
ერთად. თუმცა მისი მეგობარიც მასავით გარიყული იყო. მათ
ერთმანეთის გარდა არც არავინ გააჩნდათ ალბათ.........ბიჭმა ყრუდ
ამოიგმინა და ფანჯარას მოშორდა. გადაიღალა ამ ცხოვრებით, თუმცა
იმედის ნაპერწკალი მუდამ ჰქონდა.
................ტელეფონი არ ცხრებოდა, ბიჭი მიუახლოვდა და დაგვიანებით
აიღო ( იგი უკვე აღარავის ელოდა)...........
" - ალო..........
- უკაცრავად, ნიკა მინდოდა..........
გოგოს ნაზმა ხმამ გაზაფხულის სიოსავით დაჰბერა!...........
- სხვაგან მოხვდით გოგონა................
ესღა თქვა ბიჭმა და ყურმილი დაკიდა..........."
.....................შემოდგომის გახუნებულ პეიზაჟზე ჩაფიქრებული გონება
ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა...........
...............დღეები გადიოდნენ, მას კვალდაკვალ მიყვებოდნენ კვირები,
თვეები.........შავ ცხოვრებას თავისი მეორე მხარე გამოუჩნდა.
.......ყოველი დილა მოლოდინით იწყებოდა, ყოველი ტელეფონის ზარი
ბიჭში ჩუმ სიხარულს ღვრიდა........
"-მიყვარს ზამთარი.............
ჩურჩულებდა გოგო........
-მე კი შენ მიყვარხარ..........."
ეს იყო გულიდან წამოსული სიტყვები.
ნუ შებოჭავ გრძნობას თორემ შეიძლება უნებლიედ გაგუდო იგი!....
.............თითქოს ცხოვრებამ გულში ჩაიხუტა ბიჭი და ანუგეშა.
სევდიანი თვალები კი იმედის ნაპერწკლებმა დაამშვენეს. უყვარდა
და მისი გული თითქოს ახალი, უჩვეულო ხალისითა და სიხარულით
ავსებულიყო.თითქოს გულში ვერ იტევსო........
..........................გაზაფხულმა ყველა გამოაცოცხლა. მიტოვებული ხეებიც
კი ბედნიერები და ამაყნი იყვნენ!............ჰაერიც სავსე იყო სიყვარულით. ბიჭის გულშიც გაზაფხული იდგა..............
"-შენი ნახვა მინდა!......
კაპრიზობდა და ბრაზობდა გოგო....
-მე შენი ღირსი არ ვარ.............მაპატიე..........."
ბიჭის თვალზე ობოლი ცრემლი გაკრთა...........გოგონას ხელში
გაუშეშდა ყურმილი, რომელშიც მხოლოდ გაბმული ზუმერი ისმოდა............
.....................ნისლი, სიხარული, ახლა კი ნისლი ტკივილის წვიმით!.......სევდიანი თვალები ისევ ფანჯარაში
იცქირებოდნენ................ოღონდ სევდას სტუმრად ცრემლები ჰყავდა........შუაზე გაპობილი გული ყრუდ კვნესოდა..............პატარა აღმართი თითქოს ბიჭთან ერთად ელოდა სასწაულს და ახლა მასთან
ერთად სტკიოდა გული.........
.............სასწაული ყველა ადამიანშია, მთავარია ღვთის
წყალობა და ცდა - იყო კეთილი. შენთვის ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება სასწაული.............
.............სევდიან აღმართზე გამოჩნდა თავჩაღუნული გოგო............გაპობილი გული ძალუმად ფეთქავდა........
.................ბიჭმა ცრემლები შეიმშრალა და ისე გააღო კარი...............
"-.........ვერ გაგიმეტებ ხეიბარი ბიჭისთვის........სჯობს მიმატოვო, რადგან მე არ შემიძლია შენი მიტოვება................
................ცრემლები...........
.......პირველი ჩახუტება.......პირველი კოცნა.................
-....განა სიყვარულს ფეხები გააჩნია? არა!............შენ კი ჩემი სიყვარული ხარ!"......................
....................სასწაული მოხდა..................
რო წავიკითხე გული გამიჩერდაა

და მანიც ყველაფერი კარგად მთავრდებაა