_________________________

______________________
- - - - - - - -- - - -- - - - - ------ ---- -- - -- - - - - - - - -- - - - -- - - - -- - - - - --
ოცნებების გჯერა?
ერთდ დროს მეგონა, მეგონა რომ ყველა სურვილი ამიხდებოდა, გავიზრდებოდი, ზურგზე ფრთები გამომეზრდებოდა და სიყვარულისა და სიკეთის ფრქვევას დავიწყებდი ....
თურმე ფერიობა ფრთების გარეშეც არ მეწერა ....
შენ შეგხვდი ...მერე ეჭვიანობა დავიწყე, მერე გავბოროტდი ...შენ არა, შენმა სიყვარულმა გამაბოროტა ...საკუთარ ტავში წმინდა ვეღარ დავინახე ვერაფერი, რადგან ერთადერთი წმინდანი ჩემთვის შენ იყავი ...
ცხოვრებაში არ მყოლია კუმირი ..
ჰმ ..ვერა, ვერ გეტყვი , რომ შენ ჩემს კუმირად გადაიქეცი ..
არა, შენ უბრალოდ ჩემი ფიქრების წყარო იყავი, შენით იწყებოდა ყველაფერი რასაც მე ვაკეთებდი, რასაც დღემდე ვაკეთებს ...
ახლა მე შენი მოგონებებით ვცხოვრობ ....
იცი როგორი იყავი?
განათლებული, იუმორის შესანიშნავი გრძნობით ...
ცოტა უხეშიც, ნერვულიც, ცოტა თავაშვებული ..
მაგრამ ძვირფასო ეს შენ იყავი, სხვა ხომ არა ..
მერე შენი სახე, შენი შეშფოთება და გაკვირვებული თვალები ჩემი დანახვისას ..
მგონი რომ არ მეჩვენებოდა ...
მგონი რომ მართლა გიყვარდი ..
ან იქნებ ვნება იყო ეს ყველაფერი ? ჩემთან გინდოდა, გინდოდა შენი გავმხდარიყავი და მეტი არაფერი?!
იმ დღეს სკამზე ჩამომჯდარი დამინახე ...
ვტიროდი ....
იმ წვიმაში როგორ და რანაირად შენიშნე ჩემს თავლებზე დაგორებული ცრემლები არ ვიცი ...
თან შენ მანქანაში იჯექი ..
მეგობრებთან ერთად იყავი, მაგრამ ჩემთვის გადმოხვედი ...
შენთვის ვტიროდი მე იმ დღეს ...
ის ტავჩაქინდრული, პატარა გოგონა, რომელსაც ტავი ხელებსა და თმაში ჰქონდა ჩარგული, თითქოს ამოფარებას ცდილობს და სახე კარგად ვერ დაუმალავსო, მე ვიყავი ...
მე ვიყავი და უცებ გამიხარდა შენ რომ მომიახლოვდი, ეს იყო წამიერი სიხარული ....
ნუთუ ასე ძლიერ გიყვარვარ?
(ამის მეტი შენ არაფერი გითქვამს) ..
ესეც რატომ მითხარი არ ვიცი, როგორ გეყო თავხედობა, თუ გამბედაობა ...
ან რა პირით მეუბნებოდი ამას?!
ვინ გითხრა რომ შენ მიყვარდი და არა სხვა .....
ეხლა კი "გეჩხუბები" ....
ნეტა მაშინ მეთქვა შენთვის რამე ...რომ არა, შენ არაფერ შუაში ხარ, რომ სხვისთვის ვტიროდი და სხვაზე ვღელავდი ..მაგრამ არა, ვერაფერი გითხარი ....
დავმარცხდი მაშინ ..
ეს მაშინ იყო, როცა შენ მეორედ დაინახე ჩემი ატირებული და აწითლებული თვალები ....
მეორედ ...მერე რა ვიგრძენი იცი?!
იმ თავსხმა წვიმაში რა ვიგრძენი იცი?
თავზე მსხვილი წვეთი დამეცა, საოცრად მსხვილი ...ან იქნებ წვეთები იყო ...
გავბედე და თავი ავწიე , გავბედე და თვალებში ჩაგხედე ...
იცი რა იყო?
შენ ტიროდი, ტიროდი როგორც არავის არასდროს არავისთვის უტირია ...
აწი ვეღარასდროს გავიგებ რამ აგიჩუყა გული ..
ჩემმა საცოდაობამ თუ ჩემმა სიყვარულმა ....
რომ შემოგხედე თვალი არ დაგიხრია, მშვიდად გამისწორე თვალები, თვალი თვალში გამიყარე ...
და ისე გამიმეორე კითხვა : ნუთუ ასე ძლიერ გიყვარვარ?
მე ისევ ჩუმად ვიყავი ...
ზეცა ტიროდა, მაგრამ ახლა უკვე ნაზად, ფაქიზად ....
უბრალოდ ცრიდა ....
ჩემი ხელით მოგწმინდე ცრემლები, არ შეგრცხვა ძვირფასო, ოდნავადაც არა, რომ მე დაგინახე ..ასე მოტირალი ...
არც არასოდეს გითქვამს შემდეგ, რომ ეს წვიმის წვეთები იყო და მომეჩვენა ....
_-------------------------------------_
მას მერე აღარ გამირბოდი ....
როცა წვიმა მოდიოდა, იმ სკამზე იჯექი და მე მელოდებოდი ...
მას შემდეგ იმ ადგილას არასოდეს მოვსულვარ ....
უბრალოდ ორჯერ შემთხვევით დაგინახე მარშრუტკიდან ..
წვიმაში იდექი იმ სკამთან და სულელივით ხარხარებდი ...
სულ მინდოდა ფანჯრიდან გადმოვმძვრალიყავი და ჩაგხუტებოდი ....
მაგრამ ეს რომც მექნა არაფერში მინდოდა .....
რადგან მარტო არარასდროს მისულხარ შენ იქ ძვირფასო ...
ვიცი გიყვარდი, მაგრამ ახლა მაინც მიტოვებული სული ვარ შენგან ...
დალეული და ეული სული ....
ნახვამდის ......
მე კიდევ მოვალ შენთან .....
იქ, საიქიოში ........
იქ მაინც გავბედავ და სისხლისფერ ტუჩებს დაგიკოცნი ....
"to be or not to be,it's a QUESTION"...
------------------------------------------------
როცა ბედნიერი ვიყავი, ისევ წვიმიანი ამინდები მენატრებოდა, რომ მალე დავსევდიანებულიყავი ...
--------------------------------
მე შენთვის მხოლოდ ერთხელ მოვკვდები,მეტჯერ ვაი,რომ არ შემიძლია ...@T.M.