ახლაც შენზე ვფიქრობ ...
მინდა მოხვიდე, დამელაპარაკო, მაკოცო, მომეხვიო ........თუნდაც არაფერი მითხრა, თვალებით გაგიგებ ძვირფასო

წარმოდგენა არ მაქვს რამდენი კილომეტრით დაგვაშორა ღმერთმა ....
მაგრამ მჯერა ერთხელაც იქნება და შენამდე მოვალ ......
თუმცა ...შენ ალბათ ანგელოზების გარემოცვაში ხარ და მე ...მე თქვენთან რა მინდა

მაგრამ არაუშავს ..ღმერთს მაინც მივაწვდენ ჩემს ხმას ..ის გაგაგონებს ჩემს ჩემს სათქმელს ..ის მოგაწვდის ...
მოდი იმაზე აღარ ვისაუბრებ, რაც გარდაუვალია

წარსულს გავიხსნებ ...........
ან სულაც ჩემს გრძნობებზე დაგელაპარაკები ...
იცი ... რომ ამბობდნენე რა პრობლემაა, ვეტყვი ადამიანს რომ მომწონსო ....
მე თავს გავიქნევდი დიდის ამბით ..მეე?! არ არსებობს ..როგორ ვერტყვი, რომ მიყვარს ..
პირველი ნაბიჯი თვითონ უნდა გადმოდგას, აი , ასე!
ახლა კი ეს შეუძლებელად კი არა, იმდენად შესაძლებლად მეჩვენება რომ .....
თუმცა რაღა აზრი აქვს ...ვერ წარმომიდგენია როდისმე სხვა ადამიანისთვის მომინდეს იმ სიტყვების თქმა, რასაც ახლა შენ გეუბნები ....
რაც მაშინ არ გითხარი როცა უნდა მეთქვა ...
მაგრამ ხომ იცი, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო ....
არა, ძვირფასო, წამითაც არ იფიქრო, რომ მე შენს დაკარგულ სიყვარულს მივტირი ....
არა, მაგი არც იფიქრო ...
მე შენ ისევ ისე ..ისევ ისე, უწინდელივით მიყვარხარ, არც ერთი წუთით არ ჩამცხრალა ჩემი გრძნობები ...
დაე, ეს უკანასკნელი მარადისობაში გადაიზარდოს და ვეღარასოდეს მოვახერხო შენთან საბოლოო გამომშვიდობება, სანამ შენამდე არ მოვალ ....
გახსოვს მაშინ?!
შეხვედრა რომ გთხოვე .......
უფრო სწორად კი, მე არაფერი მითხოვია, თვალებით მიმხივდი ....
ბოლომდე მაშინაც ვერ გავიხსენი შენთან ..რაღაც უბედურება მოხდა მაშინ ...ნამტირალევი გამოვვარდი სახლიდან და როგორ არ ვიცი, შენი სახლის წინ აღმოვჩნდი ...
ფანჯრიდან იყურებოდი, რატომ არ ვიცი ...
ეტყობა გულმა გიგრძნო

ზუსტად შენი ფანჯრის ქვეშ გავიარე ( მეორეზე ცხოვრობდი ...) ...
უნებურად ჩემი სახელი ჩაილაპარაკე, ჩაიჩურჩულე ......
ამოგხედე და შევცბი ...
თვალებზე ცრემლი შემშრალიყო, ნამტირალევი მეტყობოდა .....
შემოგხედე და გამეღიმა ..თვალებით გამეღიმა ..
შენც გაგეღიმა ჩემს დანახვაზე ......
მაშინ მივხვდი რომ ერთი ჩვეულებრივი გიჟი იყავი

რომეო აივანზე იდგა ....ჯულიეტა ქვემოთ იცდიდა ....
თანამედროვე რომეო და ჯულიეტა სულაც არ ყოფილა ......
უბრალოდ როლები გქვონდა შეცვლილი ....
რა და როგორ ქენი არ მახსოვს .......საღამო იყო ...მაგრამ ორ წუთში ჩემს გვერდით იდექი ...
ჩამოძვერი .....
მთელი ქალაქი რომ მოვიარეთ ასე ფეხით ....
და უკან რომ ვბრუნდებოდით ...მხოლოდ მაშინღა შევნიშნე "უზარმაზარი ნაკაწრი" შენს იდაყვზე ....
სისხლი არა მოდიოდა, მაგრამ ეს მართლაც უზარმაზარი ნაკაწრი იყო ...
არ შემშინებია ძვირფასო, ვიცოდი, რაც არ უნდა გტკენოდა, მაინც დმცინებდი, როცა ჩემს შეშფოთებულ სახეს დაინახავდი ....უბრალოდ დაგაძალე ბინტი გვეყიდა და ხელი შემეხვია შენთვის ...
აი დარდი, უბრალოდ ინფექცია რომ შეგეჭრას ცოდო ხართქო ..
არადა ბინტი ძლივს შემოგახვიე, ხელი მითრთოდა ...
შენ კი ხელი ხელზე შემომხვიე, ხელის გულში მოიქციე ჩემი პაწია ხელი და აკოცე ....
უფრო ავღელდი ......
მერე ტუჩებისკენაც გამოიწიე .......მაგრამ არ მოგეცი უფლება ...გეკოცნა ..
ვიცოდი უფრო მეტად ავღელდებოდი და არ მინდოდა ....
ბოდიში არ მოგიხდია ...იცოდი, საპატიებელი არაფერი გქონდა, იცოდი ეს მეც მინდოდა და ისიც იცოდი, რატომ არ გავაკეთე ეს .....
სახლამდე მიმაცილე ....სულ ფეხით ვიარეთ ..სულ ფეხით ..............
- დაიღალე პატარა?
- არა .....
- ჰმ ..ჩემთან რა დაგღლიდა ..
-ან კიდევ შენ ცემთან (ეს უკვე მე ვიყავი) ..
მიყვარდა შენი სითავხედე, შენი სითამამე და საერთოდაც შენი ლაპარაკის მანერა ..............................................
- გიხარია პატარა?
- მიხარია ....
- რა გიხარია?
- ( აი მაშინ კი დამცდა ...

) შენთან ყოფნა მიხარია ....
- მეც პატარა ...მერე ჩამიხუტე, ჩამიხუტე და ხელი რომ გამიშვი ლოყაზე გაკოცე და გამოგექეცი

რას გამოგექეცი, ხუთი წუთი იმას ველოდი, სანამ მოსახვევამდე მიხვიდოდი ....
რომ უნდა შემოგეხვია, უკან მოიხედე ...პიდაპირ მე მოგხვდი თვალში ..არსად გავქცეულვარ ..ისევ იქ ვიდექი და სულელივით გიღიმოდი ......
უცებ წვიმამ დაუშვა ...
ჩვენმა საყვარელმა წვიმამ ...
ჩემსკენ გამოექანე, მორბოდი .....მე კიდევ სულელივით ვიღიმოდი და გელოდებოდი ....
ღიმილი არც შენ გშორდებოდა სახიდან ....ოღონდ ეს ღიმილი სულელური არ იყო ....
მერე მე ხელი გავშალე და წინ წამოვიწიე რამდენიმე ნაბიჯით ......
მოირბინე ჩემთან და ხელში ამიყვანე ..
არ ვიცი რამდენი ხანი ..არ ვიცი ..მაშინ ყველაფერი დამავიწყდა ..თავიც, ფიქრებიც ..აღარც გონება მუშაობდა ......
ჰაერში რამდენჯერ მატრიალე არ მახსოვს

ბოლოდ აზროვნების საშუალება რომ მომეცა უკვე სახლში ვიყავი, ჩემს საწოლზე მკვდარივით ვეგდე და ისევ შენზე ვფიქრობდი .....

____________________________________დილით შენმა ზარმა გამაღვიძა ...
ეს უკვე ცალკე ისტორიააა .....
This post has been edited by Ameli_More on 18 Jun 2007, 01:01
"to be or not to be,it's a QUESTION"...
------------------------------------------------
როცა ბედნიერი ვიყავი, ისევ წვიმიანი ამინდები მენატრებოდა, რომ მალე დავსევდიანებულიყავი ...
--------------------------------
მე შენთვის მხოლოდ ერთხელ მოვკვდები,მეტჯერ ვაი,რომ არ შემიძლია ...@T.M.