გმადლობთ!!!
-------------------- ------------------------------------------
ხო, დილას შენმა ზარმა გამომაღვიძა .....
უფრო სწორად კი შენი ტელეფონის ზარმა, თუმცა ეს შენ არ იყავი ....
ვიღაც უტიფარმა დამირეკა და გამომლანძღა ..მითხრა შენთან არასოდეს დამერეკა, რადგან ის შენი ცხოვრების ქალი იყო ..... და შენ სხვა არ გჭირდებოდა ......
ჰეჰე ...ეს ყველაფერი ერთი ჩვეულებრივი საპნის ოპერის შინაარს დამსგავსებოდა ....
გავთიშე .... რაღა გავთიშე იქით გამითიშეს .......................................
მეორე დღეს ისევ გნახე, არსად გავქცეულვარ, არ მოგრიდებივარ ..მოვედი და ყველაფერი პირში მოგახალე რასაც ვფიქრობდი .....
- მე კი მეგონა ....მე კი მეგონა, რომ მე ვიყავი შენი ერთადერთი პატარა ....ხო, პატარა ..ასე მეძახდი ყველაზე ხშირად ....
სახელით არასოდეს მოგიმართავს ...
ან თითქმის არასოდეს

არც მე გეძახდი რამეს ...მე შენი პატარა ვიყავი, შენ ჩემი ...ჩემი საყვარელი ადამიანი

ძვირფასოს ახლა მოგმართავ, თორემ მაშინ როგორ გაგიბედავდი ..
მთლად ასეც ვერ გაგითამამდი ძვირფასო ....
ჩემი მონაყოლი რომ მოისმინე კარგა ხანი რეაქცია არ გქონია ..მერე ისტერიული სიცილი აგივარდა ...
მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე ....
შენ არაფერი გიტქვამს ..სიტყვაძუნწი იყავი მუდამ ...წახვედი და ასე დამტოვე ..
დავრჩი გაშეშებული, გაოგნებული ....ემოციებისგან თავისუფალი ...
დახარჯული ..
შენი საქციელი სრულიად გაუგონარი იყო ჩემთვის .....
მას შემდეგ 4 წელი გავიდა .....
ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია ..
მხოლოდ თვალებით, მხოლოდ თვალებით ვსაუბრობდით .....
არასოდეს მიპასუხია შენს ღიმილზე ცუდად ..
მეც ისევ სულელივით იმ პატარა ბავშვივით გიღიმოდი, 4 წლის წინ რომ წვიმიან ქუჩაში ელოდებოდა, როდის მოურბენდი მასთან

არა, ძვირფასო ...წლები გადის და მე გავიზარდე ....
მეც მეგონა(შენსავით) , ყოველთვის ის შენი პატარა ვიქნებოდი, მაგრამ ბედმა არ ისურვა ასე .................................
მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს ...
მთავარია მე შენ მიგაბარე მიწას, რომელსაც ადრე თუ გვიან თვითონვე მივბარდები ..................
ხო, ძვირფასო, ხო ..ძალიან მომენატრები ....................................
ერთხელ ერთი სულელური კითხვა დაგისვი : მილიონს თუ მარჩევთქო .....
შენ კი რა მიპასუხე იცი?

მილიონს არა და ჩემს სიცოცხლეს კი ნამდვილად გარჩევო .......
მაშინ მე მეწყინა ....
ვერ გავიაზრე ეს სიტყვები ...
თურმე შენ ყველაზე ძვირფასსაც კი გასწირავდი ჩემთვის ...
ახლა მე მკითხე ძვირფასო: მილიონს კი არა, მთელს ქვეყანას მირჩევნიხარ, მთელს ზეცას, მთელს დედამიწას .......
ერთადერთი შენს თავს არ მირჩევნიხარ ...............................
ოო, ისევ მენატრები, ისევ უზომოდ , უზომოდ მენატრები ..............................................
და მერე ხელის შეხება ვიგრძენი მხარზე ...................................
მეგონა შენ იყავის, საკუთარ სასაფლაოზე მოსული და ჩემი დამშვიდება გინდოდა ....
და არა ძვირფასო, ეს დედა იყო შენი ..................................................
რომელმაც გამომაღვიძა ....
ამდენ ფიქრში ცამძინებოდა ძვირფასო ...................................
მერე ჩამეხუტა და ძალიან ბევრი იტირა ..............
და ბოლოს , რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რასაც დედაშენისგან ყველაზე ნაკლებად მოველოდი ....
ჩამეხუტა და მითხრა: შენ ყველაზე მეტად უყვარდი ძვირფასო .....
იმას კი ვეღარ აგიღწერ რა გრძნობა დამეუფლა ...ჟრუანტელმა დამიარა მთელს სხეულში ...
შენი სიყვარული მთელი ეშხით შევიგრძენი ........................
შენი საფლავის წინ ერთხელ კიდევ ჩავიმუხლე ძვირფასო, უკანასკნელად და მშობელი დედა შენს საფლავზე დავასვენე .
რატომ არ ვიცი, მაგრამ არავისთვის დამიძახია ...მეშინოდა ჩემი ჩუმი სიმარტოვე არავის დაერღვია ...........
წინ დედაშენის გაცივებული სხეული მედგა თვალწინ ....და ვხედავდი ............
ჩემს წინ სიკვდილის ანგელოზი დაქრაოდა , შენი თვალები და შენი გამოხედვა ქონდა .. ...მერე თავბრუ დამეხვა და წავიქეცი ...
მერე უკვე ცხოვრების გზა ამებნა ..ახლაც არ ვიცი რა სისულელეებს ვწერ ...
გულით დავწერე, მაგრამ ბოლოს სხვა ჟანრში შევიჭერი...შენთან გამომშვიდობებას არ გავდა ეს ყველაფერი ....
--------------------------
( თავბრუ მეხვევა მგონი , ოღონდ სერიოზულად ...

)
"to be or not to be,it's a QUESTION"...
------------------------------------------------
როცა ბედნიერი ვიყავი, ისევ წვიმიანი ამინდები მენატრებოდა, რომ მალე დავსევდიანებულიყავი ...
--------------------------------
მე შენთვის მხოლოდ ერთხელ მოვკვდები,მეტჯერ ვაი,რომ არ შემიძლია ...@T.M.