vinsanitisananeChicaძალიან მიხარია, რომ მიმიღეთ!
გმადლობთ!
---------------------------------------------------
ჩემი ცხოვრება მხოლოდ ერთ ეტაპად იყოფა : ამ ეტაპის სახელი კი შენ ხარ ......................
ამას იმიტომ გეუბნები, რომ
მაშინ მეგობარმა მითხრა : ახლა შენი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყებაო ....
მე თავი გავიქნიე, თუმცა მაშინ არაფერი ვუთხარი ..
სამაგიეროდ შენ გეუბნები ახლა ....
დღეს ძალიან ბედნიერმა გავახილე თვალი ....
თვალის დახამხამებაში გადის წლები ძვირფასო ....
უკვე რამდენი წელია აღაც შენ მინახიხარ, აღარ ჩვენი პატარა ქალაქი, აღარც შენი სასაფლაო ................
ამდენი წლის მერე მხოლოდ დღეს წამომცვივდა ცრემლები .......................
პირველად არ გამხსენებიხარ, უბრალოდ ცრემლები წამომივიდა პირველად რაც დაგშორდი .........................................
მერე ყველაფერი ჩემს გონებაში ავწონ-დავწონე ...
ჩემი წარსული, ჩემი მომავალი ...
ახლა მე საქმიანი ქალი ვარ ......
ვმუშაობ, მაქვს წარმატებული კარიერა...
ხო, როგორც შენ გინდოდა ძვირფასო

და როგორც მე მინდოდა ..
ჩვენ გვინდოდა ...........................
ახლა კი წავალ და ჩემს სამუშაოს დავუბრუნდები ....
დღეს უფროსს უნდა დავეთხოვო .......
დღეს, 11 წლის შემდეგ მე ჩემს სამშობლოში უნდა დავბრუნდე!
ხვალ მე შენ უნდა გიხილო!
და მიხარია ..
მიხარია, როგორც იმ პატარა სულელ გოგონას, იმ პატარას, რომელსაც შენ დიდი სითბოთი და სიყვარულით მიმართავდი ასე ...
აი, ისევ ცრემლებით ამევსო თვალები და ფიქრსაც ვეღარ ვაგრძელებ ....
ხომ მაპატიებ ძვირფასო მე ამ 11 წლიან სიშორეს შენგან?
ხომ მაპატიებ?
ეს სიშორე იყო, თორემ შენი დავიწყება არასოდეს იქნება ....
ნოემბრის სევდიანი ღამე იყო ...
ქუჩაში ერთად მივსეირნობდით ....
წვიმა არ იყო, თუმცა ქუჩები კი იყო სველი ...
სიო დაქროდა და არ ციოდა

იმ დღეს საოცრად ბედნიერი იყავი ...ყოველ წამს ღიმილიანი ლურჯი თვალებით მიყურებდი და მეც მიხაროდა .................................................
მერე მითხარი: ვერასოდეს გაპატიებ ჩემს დავიწყებას ...................
- რატომ?
- იმიტომ რომ მე არასოდეს დამავიწყდები .....
- ვიცი ...( მე ვიყავი და თან მიხაროდა, რომ შევძელი და ასე თავდაჯერებულად გელაპარაკებოდი)
- არაუშავს, შენც ვერ დამივიწყებ ....
ბოლო სიტყვა ყოველთვის შენი იყო ...
თანაც ეს ისეთი სიამაყით წარმოთქვი , შეუძლებელი იყო რაიმე მეთქვა იმ დროს ....
ჰმ ...ე.ი. შენი საპატიებელი არც არაფერი მქონია ...
მე არ დამვიწყებია არაფერი ..არც ერთი მომენტი, არც ერთი წუთი, წამი ჩვენი მოგონებებიდან .........
და ხვალ მე ჩემს სამშობლოში ვიქნები ........
ჩვენს სურათებს დავათვალიერებ, რომელიც ჩემს სახლში დავტოვე .....................
შენი სურათი მხოლოდ ერთიღა მაქვს წამოღებული ...
შენი პატარაობის, გინდოდა სულ თან მქონოდა .......
მე სამშობლოში მოვდივარ, სადაც არავინ დამრჩენია შენს გარდა! .....................
მას შემდეგ 11 წელი გავიდა .....
იქნებ არცაა ბევრი ...
იქნებ ცოტაა ძვირფასო და მე ტყუილად მგონია, რომ უკვე აგერ 20 წელია შენზე ვარ შეყვარებული ...................
შემოგაბერდი
მაგრამ იმდენად ახალგაზრდამ დამტოვე, რომ ასე მგონია მას შემდეგ წამიც არ გასულა ..ისევ ის ძველი დრო დარჩა და ერთადერთი მე შევიცვალე მარტო ......
არ დაიჯერო,... მე ისევ ის პატარა ვარ ძვირფასო ...
ჰეჰე ...ანგელოზო, ხომ არ დაგვიწყნივარ შენ იქ, ზეცაში თეთრსა და ლამაზ სამოთხეში ფრენისას ?!
არ მითხრა დამავიწყდიო .....
არ მითხრა ...
სამშობლოში შენს გარდა არავინ დამრჩენია და არ მითხრა ასე.................................................
ერთხელ გითხარი : რომ მოვკვდე, რას მომიტან სასაფლაოზეთქო ..
იცი რა მიპასუხე?
ყველაზე დიდ თაიგულს, რომელიც კი ჩვენს ქალაქში იყიდებაო ....
ყველაზე დიდს და ყველაზე ლამაზს, რომელიც ჩვენს ქალაქში იყიდებაო ........................
აბა საჩუქრად ამას მოგიტან, ამ წუთისოფლისგან თავისუფალი თუ იქნები ოდესმე ჩემზე ადრეო ......
შენთან ერთად რომ აღმოვჩნდები მე იქ შენს სიყვარულს წამოვიყოლებო ..............
მერე ... მერე : ...... მაგრამ ...პატარავ, შენ ჩემზე ადრე ვერაფრით გაფრინდები იქ, საითკენაც ასე მისწრაფვის შენი სულიო(შენ რა იცოდი, ჩემი სული რისკენ ან ვისკენ მიისწრაფვოდა ..გეკითხები: შენ რა იცოდი?! ) .............................................................................
საიქიოს ლამაზს დაგახვედრებ პატარავ ....
ისეთს როგორიც წარმოგედგინა და არა ისეთს , როგორიც ჩემი მისვლისას იქნებაო ....
ისე ადვილად ლაპარაკობდი ჩვენს სიკვდილზე თითქოს არაფერი ყოფილიყოს ....
სიმართლე კი ის იყო, რომ გჯეროდა, სიკვდილი შენ არასოდეს მოგეკარებოდა ...................................
მაგრამ მარტო მოკარება არ იმარა, თანაც წაგიყვანა და დღემდე ასეთი ვარაუდი მაქვს : სასუფეველში .....
მე კი მოვაღწევ ანგელოზო მაქამდის?!
------------------------------------------------------
ახლა ჩემი ჯერია ...
უფრო სწორად კი შენს დანაპირებს მე შევასრულებ .......
მე შენ დიდ თაიგულს მოგიტან სასაფლაზოე ...
(პირველად მოტანილი ყველაზე დიდი არ ყოფილა ძვირფასო ..მაშინაც მახსოვდა ეს სიტყვები, შენმი ფიქრები და შენი საჩუქსრი საიქიოსი, მაგრამ მაშინ ვერ შევძელი ...)
ახლა კი მოგიტან ..მოგიტან და დაე უხაროდეს შენს სულს ......
თავის მოკვლაზეც ხშირად მიფიქრია ამ 11 წლის განმავლობაში, მაგრამ მეშინია, რომ ამით სამუდამოდ "მოვკლავ" იმ ერთდაერთ შანსს, რომელიც მომცემს საშუალებას, მოვხვდე ზეციერ სასუფეველში, თუკი იქ დაგიმკვირდრებია ძვირფასო სული ...
This post has been edited by Ameli_More on 21 Jun 2007, 03:07
"to be or not to be,it's a QUESTION"...
------------------------------------------------
როცა ბედნიერი ვიყავი, ისევ წვიმიანი ამინდები მენატრებოდა, რომ მალე დავსევდიანებულიყავი ...
--------------------------------
მე შენთვის მხოლოდ ერთხელ მოვკვდები,მეტჯერ ვაი,რომ არ შემიძლია ...@T.M.