
________________________________________________________
რამდენჯერაც ვამოძრავებ ხელს, იმდენჯერ სულ შენს სურათზე მიხვდება
ნეტა ვინ ხარ?
მოგონება ძველი წარსულიდან?
სიხარული ახლო მომავლიდან?
არასოდეს მიგრძვნია ასე კარგად თავი, მაგრამ იმედი ამქვს ოდესმე უკეთესად ვიგრძნობ .........................................
როცა გაგახსენდები, მაშინვე ჩემი სახელი ჩაიჩურჩულე და მე ვიგრძნობ, ვიგრძნობ, რომ შენ მეძახი ... : )
მომნატრებოდი მაინც, გამაგიჟე ................................................
გეთქვა მაინც, არ გავცოფდებოდი ...........................................
- იცი პატარავ?
- ............რა? ......
- არაფერი .......
- არა, მითხარი.
- არა, არაფერი ...
(ეს უკვე ჩემს წარმოდგენაში ჩვენი არ/ვერშემდგარი დიალოგი)
კარგი ................
ყველაფერი შენს გარშემო ტრიალებს უკვე ............................................
ყველაფერი ამ სურათის ბრალია ............................
ყველაფერი შენი ნაცნობობის ბრალია ........................
ყველაფერი სიყვარულის ბრალია ....
სიყვარულს მიზეზები არ აქვსო ..
როგორ არაა აქვს?!
განა მიზეზად ისიც საკმარისი არაა, რომ მიყვარხარ იმისთვის, რაც ხარ, ვინც ხარ და როგორიც ხარ ............................
ძვირფასო ...............................
სულ ამ წამს დავბრუნდი სახლში .................................
მარტოდმარტო ვსეირნობდი ქუჩებში, როგორც ჩვენ გვიყვარდა და რა აღმოვაჩინე იცი?
მიყვარს ღამე, მიყვარს სიბნელე, მიყვარს სიმშვიდე, ქუჩის სიმშვიდე ...............................
რა კარგი იყო, მარტო მივსირნობდი , არაფერზე ვფიქრობდი, უბრალოდ ინერციით მივდიოდი იქითკენ, საითაც ფეხს მივყავდი .....................
მივდიოდი იქითკენ, საიდანაც შენიხ მა მესმოდა, საიდანაც შენზე ფიქრები მეძახდნენ ........
მ ი ყ --- ვ ა რ --- ხ ა რ !
ამ სიტყვის გაშიფრვა ვცადე, მაგრამ არ გამოვიდა .....
მიყ-არ ვიცი რას ნიშნავს .....
მიყვარხარ იმისთვის, რომ ხარ ......
ჰეჰე ...ნორმალურია? : )
ალბათ გაგეცინებოდა .......
ნათქვამია გჯეროდეს რომ დღეს უკეთესი დღეა ვიდრე გუშინ იყო და ხვალ უკეთესი იქნება, ვიდრე დღეს არისო .............
ნეტავ, მართლა ასე იქნება, ძვირფასო?
ნეტავ?
რიავი, აქამდე არასოდეს ყოფილა ეგრე ...
თუმცა დღეს დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ გუშინდელზე უკეთესი დღეა/იყო .......
-------------------------------------------
ეს არც ვიცი როდის დავწერე ...მგონი რამდენიმე წლის წინ, ცუდად ვიყავი და რაღაც სისულელეები გადავიტანე ქაღალდზე .....
წერა თითქმის ყოველთვის მშველიდა ........
ეტყობა მაშინაც მიშველა .............................
ცაში იყურები და უცებ ხედავ, რომ პატარა თეთრი ფუმფულა ღრუბლიდან წყლის ნამიანი წვეთი ჩამოვარდა ... ხომ არ შეგშლია, ძეცა სველია .... სველი ზეცა კი დღეს პირველად არ გინახავს ..მაგრამ დღესაა ის ძალიან ლამაზი ...
მზე თეთრ ღრუბლებს უკან იმალება, არ ჩანს .....
ფანჯრიდან საოცრად ჩაბნელებულ "დღეს" ხედავ ...თითქოს ნისლი ჩამოწოლილა, ბურუსია და ყველაფერს ნაცრიფერ და შავ ფერებში ხედავ .......................................
----------------------------------------
ზღვაც ნაცრიფერია ...
შენზე მოგონებებიც ნაცრისფერი და მუქია .....
ხომ არ გაბრაზებულხარ ძვირფასო?
არა, არ დავიგვიანებ, მეც აუცილებლად აღმოვჩნდები შენთან ...
გუშინ დამესიზმრე ...ისევ ისეთი ლამაზი იყავი ძვირფასო, ისევ ისეთივე ახალგაზრდა, როგორც ბოლო წუთებში ....ისევ ისევე გიყვარდი, როგორც მაშინ ....................
*** *** ***
...."არა მგონია, შენ რომ იცოდე ამ ქვეყანაზე სხვების ტკივილი ..
იქნებ არ გესმის შენ ღამღამობით ჩემი სარკმლიდან ჩუმი
ტირილი " ...
---ეს ასე ვთქვათ ნაწყვეტია ჩემი მინიატურული და 'სულელი' ლექსიდან ..
ალბათ მიხვდები ვისაც მივუძღვენი

უბრალოდ მაშინ პატარა ვიყავი ძვირფასო, ძალიან პატარა ...
არ მესმოდა, რომ შენც ძალიან, ძალიან, ძალიან გიყვარდი .....
(ეს სიტყვები ერთ დროს შენ მითხარი

) ...
"გაშლის ოქროს დალალებს ქარი და მე წამიყვანს-შორს უდაბნოში ...
იქ სადღაც მტვრიან ბალახზე ბავშვი, ზის-ელოდება სატრფოს ამ ქარში " ....
ეს სიტყვებიც შენმა ტრფიალმა დამაწერინა ძვირფასო ..)))
მაგრამ არის კი უდაბნოში მტვრიანი ბალახი ...
არ ვიცი, ეტყობა არის სადმე ........................
*********************************************
დღეს წვიმა მოვა, გამახსენდები ....
გამახსენდება შენი თვალები ..........................
მიყვარხარ! : ) ! !
"ძლიერ , ძლიერ, როგორც არასდროს არვის არ ყვარებია არვინ" .....
(ნუ ციტირება მისახვედრია ალბათ .............. )
ჰეჰ ....
This post has been edited by Ameli_More on 25 Jun 2007, 23:51
"to be or not to be,it's a QUESTION"...
------------------------------------------------
როცა ბედნიერი ვიყავი, ისევ წვიმიანი ამინდები მენატრებოდა, რომ მალე დავსევდიანებულიყავი ...
--------------------------------
მე შენთვის მხოლოდ ერთხელ მოვკვდები,მეტჯერ ვაი,რომ არ შემიძლია ...@T.M.