ჟინი,ვნება და ავხორცობვა მიგიყვანს ქალთან
დაგიბრმავებს და დაგიყენებს ორსავე თვალთა
ქალისთვის ას წელს ღამეებს რომ თეთრად ტეხავდე
ოქრო ვერცხლითაც რომ შეამკო თავით ფეხამდე
ოქროს შანდლები რომ აუნთო ასი ათასი
მისცე რჩეული ფარჩეული, დიბა ატლასი
რომც არრა კადრო მის ყურს ლალის საყურის გარდა
რომც დაუკიდო სასთუმალთან ძვირფასი ფარდა
რომც მსახურებდე, თაყვანს სცემდე მორჩილად, მდაბლად
ნუგბარ კერძებით რომ აღუვსო პირამდე ტაბლა
ნასადილევზე რომ გიბრძანოს მწყურვალი ვარო,
ძვირფასი თასით რომც მოართვა ქავსარის წყარო
მეფური ხილი რომ მოგთხოვოს , რომც არ დაზარდე
და მოუტანო ხილი ზღაპრულ ბაღში ნაზარდი
ეს ყოველივე მისთვის მაინც არაფერია,
მადლიერება მის დავთარში არა სწერია
შემოგწყრება და მთელ შენ ამაგს წარიღებს ქარი
დიდსულოვანი ვის უნახავს ამქვეყნად ქალი ?
გინდ მისი სახე წმიდა დაფის იყოს ბადალი
ზედ ვინ იპოვოს ერთგულების სიტყვა მართალი ?
ქალი, რემელსაც სწამდეს ფიცი და ერთგულება
ვის ჰყავს ნანახი და ამ ქვეყნად ვის ეგულება ?
რომ არ ებუროს ვერაგობის მაცდური ფარდა
სხვა საფიქრალი ჰქონდეს რამე ღალატის გარდა
რომც გაატარო მასთან ერთად მრავალი წელი
გაკავშირებდეს სიყვარულის ალერსი მწველი
ერთი წამითაც რომ განშორდე, სიყვარულს, მტკიცეს
დაივიწყებს და იმავ წამში ნიავ ქარს მისცემს
თუკი მოხუცდი და სიბერის ტვირთმა დაგძალა
ეჰ, იცოდე რომ ქალმა უკვე სხვაზე გაგცვალა
ბრგე ჭაბუკს ვინმეს შესთავაზა ადგილი შენი
და მას განუხვნა სანეტარო სიამის ბჭენი.
აგი თქვა ჯამმა და რია ვიცი, ჭკვიანი კაცი იყო მაგი ფილოსოფოსი