ვაიმეეეეეეეეეე!!!

პირველ რიგში, მინდა დავძინო 2 რამ:
I -- ეს იყო თემის "ქალიშვილობა" და მის გარშემო, და გამო გაჩენილი მოსაზრებების
ლოგიკური გაგრძელება;პირველი წარმატებული მცდელობა, ვინმეს ჩაეგდო სიტყვა "ქალიშვილების დასაცავად", რომელმაც 3 გვერდზე მეტი გაქაჩა( ნუ მე რაც მახსოვს ყ.შ.)
II -- ამ თემის გადათვალიერებისას
ამიდგა!რადგან თემაში საკმაოდ ინტიმური საკითხები იყო განხილული.

მსგავს თემებში არაერთხელ ვდილობდი წამომეწია დის ან ნათესავი გოგოს თემა, მაგრამ არავინ გამოდგა ისეთი გაბედული, რომ ეთქვა, "აი ჩემს დას 1 კლიენტი ტყ**ვსო, (ტუნდაც შეყვარებულიო) ვიცნობ და რამეო, კაი მასტიაო, მთავარია ბინძური ან გოთვერანი არ არისო"...
ეგ კი არა, ისიც არ მინახავს ვინმეს ეთქვა, ძმაკაცის და შემიყვარდაო. ძმაკაცის დის არშემყვარებელი ადამიანი აიტანს იმას, რომ მის დას ვინმე ტყ**ვდეს? არა.
ძალიან საინტერესო თემაა, გააჩნია რა თვალით შეხედავ ოღონდ.
ყველა თავისი ინტერესების გატარებას ცდილობს, ყველა ფარულად , ზოგჯერ მზაკვრულად.
Tatushka83 ღადაობს თუ ალალად პოსტავს, ძალაუნებურად სინამდვილეს ეხება: მასტები, რომლებიც საკუთარი დის გარშემო 3 მეტრიან პერიმეტრს აწესებენ, სხვა ქალებს თავისუფალი სექსისკენ მოუწოდებენ. თავის მხრივ: ქალები, რომლებიც ყ**ს გიჟები არიან, თავებს ანგელოზებად ასაღებენ, რომ გაუთხოვრები არ დარჩნენ.
ხანდახან ყველას ავიწყდება ხოლმე ზეპირად ნასწავლი როლი, მოზღვავებული ვნების ან თრობის გამო და გულწრფელები ხდებიან
სანამ გაათავებენ... მერე კი მიდის ისევ ბინძური თამაში "ანგელოზკა" და "მოდერნოვიჩი". კაცები ატყუებენ ქალებს რომ უყვართ, და ისე მოიპოვებენ თავის "ერთადერთად" გრძნობის საშუალებად. ქალები კი ატყუებენ კაცებს, რომ ქალიშვილები არიან და ასე მოიპოვებენ "სამუდამოდ" ყოფნის შანსს.
ასეთი სასტიკი თამაშებით დაისაჯა საზოგადოება, რომელსაც ვეღარ გაუგია, სექსი სექსია თუ სექსი სიძვაა:
ვეღარ გაუგიათ, ქალი პატიოსანი უნდა იყოს თუ თავისუფალი; სექსუალური და საქმიანი მამაკაცისსაუკეთესო მეგობარი თუ აკვანის დამრწევი და ოჯახში მოფუფუსე დედა. დედა -- შესაგინებელი თუ დასაგინებელი.
რატომ გახდა თემა "ქალიშვილობა" ფორუმის ჰიტი? იმას თუ არ ჩავთვლით, რომ თავიდან რაღაც ტაბუს რახუნის მსგავსი ხმა ჰქონდა, რათქმაუნდა იმიტომ, რომ საზოგადოებრივი აზრი ამ თემის შესახებ ყველასთვის მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია მიუხედავად იმისა, რომ ბევრის მტკიცებით ეს მათ მააგრად კიდიათ. მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი "პრადვინუტი" ხალხის გარდა, არის კიდევ დიიიიიიდი უმრავლესობა ისეთებისა, რომლებიც ისე იმოქმედებენ, როგორც "უფრო კაი პონტი იქნება". და ეგეთები კიდევ, უფრო მეტნი არიან, ვიდრე პრადვინუტები, ტრადიციულები, ავანგარდები, უმცირესობები და ა.შ. ერთად აღებულნი.
ასე ძალიან სჭირდება გაბატონებული აზრი ქვეყანას, სადაც 70-ს გადაცილებული ქალიშვილები ტელევიზორში უყურებენ, თუ როგორ ასწავლიან მათ დის-ძმისშვილიშვილებს I-IV კლასებში, თუ რა არის სექსი... ქვეყანაში, სადაც სიგარეტს ვინც ეწევა, ის ქალი "ბოზია", როცა ქმრები სარეცელში ფხიზლობენ და ცოლის შემხედვარე ბოზებზე ოცნებობენ.
ეპილოგად, დავამატებდი, რომ სანამ მიხვდი, რომ დამეკიდებინა, მოხეტიალე გლადიატორიივთ ვეჯახებოდი ყველაფერს, რასაც მტრულად აღვიქვამდი. რეალობაში, სადაც ყოველი ღამის საინფორმაციო გადაცემის დასრულება შეიძლება სიტყვებით "ჩვენი ცხოვრების პირობებს გარემო განაპირობებს", კრიმინალური ქრონიკის ნაწილი არ უნდა გახდე.
ახლა გააგრძელეთ, წავიდა მუზა.