ქრისტე და ბარაბა კლასიკაა! ნუ გეშინიათ ეს პარალელი ზვიადს

არ "აღმოუჩენია" და მეც სულ სხვა რამ მქონდა წარმოსახვაში, როცა იმ უსტარს ვწერდი.
კერძოდ კი, XX საუკუნის პოლონეთის ერთ-ერთი უდიდესი პოეტის, ევროპის ერთ-ერთ უდიდესი ლირიკოსის, ყველაზე დიდი მეამბოხის,
ზბიგნევ ჰერბერტის, რომლის თარგმანსაც ვცდილობ (თქვენის აზრით სკრომნოსც ნე უკრაშაეტ, მაგრამ მაინც მხოლოდ ვცდილობ) ლექსი "
ვარაუდები ბარაბას თემაზე"
ჰო და აი, "დაგსჯით"

და წაგაკითხებთ იმ ლექსს. ჰო, პუნქტუაციის უქონლობა ჩემი "ბრალი" არ არის - ეგ ჰერბერტის სტილია.
ვარაუდები ბარაბას თემაზერა დაემართა ბარაბას? ვკითხულობ არავინ არ იცის
ჯაჭვი შეხსნეს და გამოუშვეს ნათელ ქუჩაში
საითაც უნდა იქეთ წავა მარჯვნივ წინ მარცხნივ
ბუქნას დაუვლის სიხარულით დაიყივლებს რა ენაღვლება
იმპერატორი საკუთარი თავის ხელების
უზენაესი უფალია თავისი სუნთქვის
ვკითხულობ რადგან გარკვეულ სახით ამ საქმეში გახვეული მეც ხომ ვიყავი
ბრბოში ჩათრეული პილატეს კარის წინ აკი მეც სხვებივით
ვყვიროდი გაუშვი ბარაბა ბარაბა გაუშვი
ყველანი ყვიროდნენ ჩემი დუმილი მარტოსული
არას შესცვლიდა გარდაუვალი არ გადივლიდა
ბარაბა კი შეიძლება დაუბრუნდა თავის ბანდას
მთებში ისევ ისე კლავს და გულდანდობით ძარცვავს
ან იქნებ მეთუნეობაში დასაქმდა
და ბოროტებით გასვრილ ხელებს
თიხის ძერწვაში იწმინდავს
იქნებ მეთულუხე, მენახირე ან მევახშეა
გემების პატრონი – ერთ-ერთი მათგანით პავლე მიცურავდა კორინთელებთან
ან – რაც გამორიცხული სულაც არ არის –
რომაელების კმაყოფაზე მყოფი ჩამშვები
აი ამას ჰქვია წუთისოფლის თამაში
ბედ-იღბალი ფორტუნას ღიმილი
ნაზარეველი კი
მარტო დარჩა
არჩევანის გარეშე
მკაფიო
სისხლიანი
კვალით
სტერეოტიპებით აზროვნებას და გამწვანებამდე კრეჭას არ გირჩევთ - ჩემს შემთხვევაში მაინც

.
P.S.უფრო დაწვრილებით ჰერბერტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე - "ქართლოსი" - ქართული დიასპორა პოლონეთში
http://mamuli.net/qartlosi
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ
http://geosons.blogspot.com/