5 წლის ვიყავი რო პირველად შემიყვარდა ბაღში - ნიკუშა ჯიშკარიანი
ჩემს სუპებს და კარაქიან პურებს (ვერ ვიტანდი და) თავის ძმაკაცებს აჭმევდა : )
კუბიკებს მიგროვებდა ხოლმე
და
გარეთ რო გავდიოდით, ყვავილებს მიკრეფდა : )
6-7 წლის რო ვიყავი, 1 კლასში მიყვარდა შოთიკო გომელაური
კლასში ყველაზე ჭკვიანი ბავშვები ვიყავით და თუ ზეიმი ან რამე მაგდაგვარი იყო, სულ "გვაწყვილებდნენ" : )
რამდენიმე წლის მერე ვნახე უბანში და ისეთი დაბალი იყო ჩემთან შედარებით, ჩემზე 4-5 წლით პატარა ბავშვს გავდა

2-3-4 კლასში მიყვარდა ერთდროულად რამდენიმე კლასელი ბიჭი. : )
12 წლის ვიყავი, ზაფხულში, მანგლისში ვისვენებდი და შემიყვარდა ჩემზე 4 წლით დიდი ბიჭი და ბავშვად მთვლიდა და ყურადღებას არ მაქცევდა როგორც გოგოს, მაგრამ მახსოვს ერთხელ ჩემს გამო იჩხუბა ვიღაც ჩემზე გაგიჟებულ პაკლონიკთან

მერე ბელგიაში წავიდა საცხოვრებლად და ეხლა უკვე წლებია მწერს მიყვარხარ და ყოველთვის მიყვარდიო

მაგის მერე არავინ არ მყვარებია
იმიტომ რო გავიზარდე
და
მივხვდი რო სიყვარული ის არაა, რასაც მე ვეძახდი მაგ წლებში სიყვარულს..