ყველანაირად გაუმართლებელია
მაგ დროს თავში გამჭოლი ქარი ქრის და ღმერთმა უწყის საით გააქანებს გონებას

თუ სიყვარულია რა უბედურებაა 2-3 წელი ვერ მოიცდიან? თუ მხოლოდ ვნებაა კიდევ მაგისთვის არსებობს საწოლი ან რომელიმე ღამის კლუბი

ჩვენი უბედურება ისაა რომ ძირითადად გოგოები 16-20 წლამდე მხოლოდ იმიტომ თხოვდებიან რომ ქალიშვილებად დარჩნენ. ლოგიკურიცაა 1 წლის შეყვარებულ წყვილებს ერთად ყოფნა რომ უნდათ.
არადა ეს ოხერი მენტალიტეტი...
ხოდა სხვა რა გზაა? უნდა გათხოვდეს, გაიპაროს, მერე სწავლას თავი დაანებოს იმიტომ რომ მუცლით ვერ ივლის სკოლაში/ უნივერსიტეტში, თან ქმარს, რომელიც შეყვარებულობის პერიოდში ანგელოზი იყო და ახლა გარეთაც არ ახედებს აივნიდან, მოვლა ხომ უნდა?
ასე ინგრევა ბავშვობა, ახალგაზრდობა და გოგოსგან რომელსაც შეიძლება ბევრი რამისთვის მიეღწია რჩება სარეცხი მანქანა.
რასაკვირველია დედობა ყველაზე დიდი საჩუქარია ქალისთვის და ვერავითარი წარმატება ვერ შეცვლის მის სიხარულს მაგრამ ცოლობა 16-18-20 წლის ასაკში ტანჯვის მეტი არაფერია.
არანაკლები სირთულეებია ბიჭის შემთხვევაში თუმცა ალბათ ბიჭისთვის ბორკილებს უფრო ნაკლები ძალა აქვს.
თუმცა : მამიიი ჩემ ცოლს შარშანდელი მაიკა აცვია და იქნება ახალი ვუყიდოო, ან ბავშვს პამპერსი არა აქვსო, ეს არანაკლებია
ოჯახი უნდა შეიქმნას ძალიან დიდი ფიქრს გაცნობიერების მერე
როცა ორივე მხარე მყარად დგას თავის ფეხებზე
იციან რომ ერთად თანაცხოვრება ბედნიერებას ანიჭებთ, შვილი უნდათ და იმიტომ უნდა შექმნან ოჯახი. მათ ურთიერთობას ლოგიკური დასასრული უნდა ქონდეს და იმიტომ, გამოსცადეს ერთმანეთი იციან უარყოფითი და დადებითი თვისებები იციან წინ რა ელოდებათ.
საქართველოში ოჯახებს ისე ქმნიან გეგონება ლატარიას თამაშობენ. ან გაგიმართლებს ან არა
ასე არ შეიძლება ბავშვებო