რატომ არ მწერს SMS-ს?
* იმიტომ, რომ ხელი თაბაშირში აქვს;
* იმიტომ, რომ ერთი აზრიც კი არ მოსდის თავში;
* რადგან თქვენთვის “ნერვების წეწვა” მისთვის ერთადერთი საშუალებაა თქვენს გულში ყოფნის გასახანგრძლივებლად;
* იმიტომ, რომ ცდილობს, რაღაც გასწავლოთ;
* იმიტომ, რომ ანგარიშზე თანხა დაილია, ან ცოტაც და დაილევა;
* იმიტომ, რომ რაღაც ეწყინა;
* იმიტომ, რომ დაავიწყდით და მეტად აღარ სჭირდებით;
* იმიტომ, რომ ვიღაც უთვალთვალებს;
* იმიტომ , რომ გადაეჩვია;
* იმიტომ, რომ გასულია მომსახურების ზონიდან;
* უბრალოდ, არ უყვარს SMS-ებით ურთიერთობა;
* იმიტომ, რომ საკუთარ ნებისყოფას ამოწმებს;
* ეზარება;
* იმიტომ, რომ ხელები საქმით აქვს დაკავებული;
* იმიტომ , რომ სძინავს;
* იმიტომ, რომ სადღაც დარჩა მობილური;
* იმიტომ რომ კომაშია;
* იმიტომ, რომ ტელეფონი დაუჯდა;
* იმიტომ რომ არ გიცნობთ?
* იმიტომ რომ, არ უნდა ზედმეტად თქვენი შეწუხება;
* თქვენ ასე, უბრალოდ, გეჩვენებათ, თორემ საკმარისს ნამდვილად აგზავნის.
* იმიტომ, რომ შეცდომით, სხვასთან აგზავნის;
* იმიტომ, რომ ახლაც ახსოვს, როგორ შეამკეთ ერთი უიღბლო SMS-ის გამო.
* იმიტომ, რომ უფრო სერიოზული საქმეებიც აქვს;
* თვლის, რომ ახლა თქვენი ჯერია;
* თქვენი პასუხები არ მოსწონს და იმიტომ;
* იმიტომ, რომ მის ტელეფონში ნომრები წაიშალა;
* იმიტომ, რომ რაღაც კომპრომატი იპოვა თქვენზე და არ იცის, რამდენად დაგიფასოთ ეს კომპრომატი;
* ცუდ ხასიათზეა;
* იმიტომ, რომ SMS-ი ვერ დაიტევს მის სათქმელს;
* ჩავარდნები აქვს მეხსიერებაშოი, ჰგონია, რომ უკვე გამოგზავნა და თქვენსას ელოდება;
* იმიტომ, რომ გვერდით ხართ და SMS-ის გაგზავნა სისულელეა;
* იმიტომ, რომ თქვენსას კითხულობს ჯერ კიდევ;
* იქნებ თქვენი ნომრის ზევით სხვა გოგონას, თქვენი სეხნიას ნომერია და აერია.
* იმიტომ, რომ ზედმეტად კარგ ხასიათზეა;
* იმიტომ, რომ არ იცის, რომ ეს თქვენ გჭირდებათ;
* იმიტომ, რომ ზედმეტად ძლიერად ელოდებით...

ევა,გე