შენი თვალები სითფოთი სავსე
სულ მუდამ მახსოვს და მენატრება,
შენი ღიმილი სიკეთით სავსე
მე არასოდეს არ მავიწყდება.
სულ მუდამ გეძებ,სულ მუდამ გელი
და ეს ლოდინი დიდხანს გრძელდება
არ ვიცი როდის გამოჩდები,
მაგრამ იცოდე გამიხარდება.
გამიღიმებ და გულში ჩამიკრავ
მომეფერები,მოგეფერები
და მაშინ ვიგრძნობ შენგან სიყვარულს,
რომელსაც კარგო დიდხანს ველოდი.
შენი ფერებით ამ გულს გამითფოფ,
შენი ღიმილით გამახალისებ,
რაც უნდა მოხდეს,რაც უნდა იყოს
მე არასოდეს არ დაგივიწყებ.
მემახსოვრები სულ მუდამ,მუდამ
არ ვიცი თავი რით შემაყვარე,
მაგრა ძლიერ ვგრძნობ მე ამ სიყვარულს,
რომელსაც კარგო გულით ვატარებ.
მაგრამ ვაი რომ შენ არ მოხვიდე,
სხვა შეგიყვარდეს თავდავიწყებით
სხვისმა თვალებმა უფრო მოგხიბლონ,
ვიდრე გხიბლავდა ჩემი თვალები. * * *
როდესაც მთვარე ანათებს ოთახს,
ირგვლივ ქუჩაში სიმშვიდე სუფევს.
ჩემი გონება ეძლევა ოხვრას,
ქარი ბაღნარში ლეღვს ტოტებს ურხევს.
განვმარტოვდები და ვფიქრობ მასზე,
არე-მარეა ბნელით მოცული,
შევცქერი მთვარეს ღრუბლიან ცაზე,
ვერ გავუხსენი მას ჩემი გული.
არ არის ძნელი მიენდო ღამეს,
მოუყვე როგორ წვალობ გრძნობებით,
გაუზიარო რაც შენ გადარდებს,
ხომ დაწყნარდები, თუნდაც დროებით.
მთვარე კი ისევ ანათებს ოთახს
და ნაზი სიო ბაღში უბერავს,
მესმის ღამის ხმა `მოეშვი ოხვრას,
ცა თქვენს სიყვარულს საბანს უკერავს
* * *
ტკივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები...
მე ამ ყველაფერს ერთადა ვგრძნობ, მგონი ვგიჟდები,
თუ კი მომისმენ, დაფიქრდები, ალბათ მიხვდები,
როგორც არასდროს, ეხლა ისე ძლიერ მჭირდები.
მინდა, ხო მინდა, ეს მე მინდა, რომ კვლავ იცოცხლო,
არც კი გაბედო ასი წელი კიდევ სიკვდილი,
არ გამიმეტო, არ გამწირო, გთხოვ არ წახვიდე,
გთხოვ, რომ მოიგო სიცოცხლისთვის ბოლო ჭიდილი.
ჯერ ის ქორფაა, უსუსური, წმინდა, პატარა,
სათუთი, თბილი და უმანკო ვით ზეციური,
აცადე ტრფობას, სილამაზეს და სისპეტაკეს,
აცადე გახდეს ანგელოზი ამ ქვეყნიური.
უმისოდ რა ვქნა, სად წავიდე, ვის ვკადრო მეტი,
თუ ბერი გავხდე, სადმე ქვაბში დავიდო ბინა,
ისედაც წავალ, ოღონდ იგი აქ დარჩეს, თქვენ კი...
ასეთი მსხვერპლი, რისთვის გინდათ გამაგებინა.
მეტი რა გითხრათ წამიყვანეთ, მე მინდა, გესმით???
* * *
როგორ დაგივიწყო, როგორ არ მახსოვდე,
როცა სიყვარული შენით შემიგნია?!
ისევ შენზე ვფიქრობ, ვდრადობ, რა ვქნა,
უშენობა, რომ არ შემიძლია?!
დილით ნისლივით უხმოდ გამეპარე,
შორით დამიძახე, ნუ დამელოდები.
ვიცი, წახვედი და აღარ დაბრუნდები,
მაინც გზას გავქცერი, მაინც გელოდები.
გული ვერ გელევა, გული ვერ გშორდება.
ცხადში გხედავ და ძილში მელანდები.
ვიცი, არ გახდები ჩემი არასოდეს,
მაინც მიყვარხარ და მაინც მენატრები ...
* * *
ა ბატონო მოღიძღვენი
This post has been edited by NUMB on 12 Oct 2007, 21:19