მე ცოტა გონებით მივუდექი ამ თემას ზოგზოგიერთებისგან განსხვავებით და ჩემ ცინიზმს აქ არ ვრევ

პატარა შესავალის მერე გეტყვით, რომ არც ისეა საქმე, როგორც თქვენ უყურებთ ... მოკლედ

გეტყვით, რომ მე პირადად 'მონადირე ქალებად' აღვიქვამ ისეთი ქალების (გნებავთ გოგოების) ტიპს, რომლებიც არიან თავისუფლები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ისინი ამჯობინებენ თავად გააკეთონ არჩევანი და არ მიენდონ ბედის ხაზს ან თუნდაც შემთხვევით სიტუაციებს და ა.შ. ისინი არიან ძალიან თამამები, რადგან დარქმუნებულები არიან საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში

იციან რა უნდათ, ვინ უნდათ და რა მომენტში რა ჭირდებათ. ეს კიდევ უმთავრესია ცხოვრებაში. არ მიჩერებიან სარკეს მზეჭაბუკის მოლოდინში და უხეშად რომ ვთქვათ, 'მუღამს ისწორებენ'

მაგრამ მე ვგულისხმობ ამას მორალისა და წესიერების ფარგლებში რა თქმა უნდა, თორე არაწესიერი და ამორალური მსხვერპლის როლის მოთამაშეც შეიძლება აღმოჩნდეს.
ის, რასაც თემის გამხსნელი უწოდებს მსხვერპლს, უფრო მივიჩნევ უინიციატივო ან საკუთარ თავში რწმენის არმქონე ქალს, რომელმაც ან არ იცის რა უნდა, ან თუ იცის, ვერ ახერხებს იმას, რაც უნდა

ხოდა ნუ ვიქნებით ძალიან კრიტიკულები, განსაკუთრებით ძლიერი სქესის წარმომადგენლები, რადგან თუ საკითხს ასე მივუდგებით, ქალი და მამაკაცი თანასწორუფლებიანები არიან და არჩევანის უფლება ყველას აქვს

რაც შეეხება სიტყვას 'მონადირე' კიდევ, უბრალოდ უხეშად ჟღერს და 'მოძალადის' ასოციაციას შეიძლება იწვევდეს, მაგრამ ეს ასე არ არის. ცუდი ყველგან და ყველაფერშია. უბრალოდ თუ გოგო გონიერია და ზუსტად იცის რა უნდა და საკუთარ შესაძლებლობებს სწორად აფასებს, ამასთანავე 'დასტოინად' იქცევა და იმაზე მეტს არ აკადრებს საკუთარ თავს რაც არ ეკადრება, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ

იმედია სწორად გაიაზრებთ რაც დავწერე და უშინაარსო და აზრს მოკლებულ კომენტარებს არ დაპოსტავთ

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გამოცდილებიდან ვერც 'მონადირედ' აღმოვაჩინე საკუთარი თავი და ვერც იმას ვიტყვი, რომ 100% მსხვერპლი ვიყავი, ალბათ უფრო შუალედური, მაგრამ პატივისცემას ნამდვილად იმსახურებენ ასეთი კატეგორიის ადამიანები.
ჩემი პოზიცია ასეთია ყოველ შემთხვევაში
* * *
რატომ არ აკომენტებს ვინმე?

ომში გიწვევთ